რუსუდან შარაძე გურამ შარაძის მკვლელობაზე: მკვლელობის ოფიციალური დრო არის გაყალბებული. მათ სჭირდებოდათ მკვლელობის ფაქტის დადასტურება და თან ალიბი, რომ ვინ ჩადის პოლიტიკურ მკვლელობებს კამერების წინ

ქართველი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პოლიტიკოსის, გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, მამის მკვლელობის საქმის დეტალებს იხსენებს.

რუსუდან შარაძე აღნიშნავს, რომ გიორგი
ბარათელს, რომელიც მკვლელობაში ეჭვმიტანილი, მსჯვარდებული იყო და რომელმაც სასჯელი მოიხადა, მასაც „უთვალთვალებდნენ და ის შემთხვევით იქ არ მოხვედრილა“.

„გიორგი ბარათელს პოლიცია უთვალთვალებდა და ამას პოლიცია თვითონ არ მალავს. საქმეში დევს ამის მტკიცებულებები, ჩვენებები და მეზობლების ჩვენებებიც, რომლებიც ადასტურებენ, რომ პოლიცია ბარათელს, სადაც ცხოვრობდა იმ წუთას, უთვალთვალებდა. რატომ ხსნის ამას პოლიცია. [გურამ შარაძე] მოკლეს 20 მაისს და ვითომ 5 მაისს გიორგი ბარათელმა საკუთარ ექიმს, გვარად ტირზიკიანი, სახლში მიუვარდა და მსუბუქად დაჭრა. ეს არის ოფიციალური ვერსია. სააკაშვილის პოლიცია 5 მაისიდან 20 მაისამდე ბარათელს აკვირდებოდა. როგორ წარმოგიდგენიათ, 5 მაისიდან 20 მაისამდე ბარათელს უთვალთვალებდნენ და ხელს არ კიდებდნენ?! ტირზიკიანმა სამედიცინო ექსპერტიზა ჩაიტარა მამაჩემის მკვლელობიდან მეორე დღეს, 21 მაისს“-აღნიშნავს რუსუდან შარაძე.

რუსუდან შარაძე ამტკიცებს, რომ მკვლელობის ოფიციალური დრო არის გაყალბებული, რასთან დაკავშირებითაც მტკიცებულებებს იშველიებს.

„მე ვამტკიცებ, რომ მკვლელობის ოფიციალური დრო არის გაყალბებული. როგორც მოგახსენეთ, მთავარ მტკიცებულებად საქმეში ჩაიდო „ალდაგის“ მიერ გადაღებული ფირები. მალხაზ ბოხუა გახლდათ თბილისის კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილე და როდესაც პოლიციაში მივედი და „ალდაგის“ ფირი ვნახე სულ პირველად, მკვლელობიდან 45 წუთის შემდეგ, იქ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცები ვნახე და პოლიციიდან ორი დღე ვეღარ გამომიყვანეს და მალხაზ ბოხუამ მითხრა, ეს არაფერი არ არისო, ეს მკვლელობის ფაქტის დადასტურება არისო. მათ სჭირდებოდათ მკვლელობის ფაქტის დადასტურება და იმიტომ გადაიღეს და თან ალიბი, რომ ვინ ჩადის პოლიტიკურ მკვლელობებს კამერების წინ.„ალდაგის“ ფირის მიხედვით მკვლელობის ოფიციალური დრო გამოცხადებულია 20:31 წუთი და ეს არის ტყუილი. პირველ რიგში იმიტომ, რომ საქმის მასალების პირველივე გვერდზე როდესაც შესულია შეტყობინება, რომ მოხდა მკვლელობა, იქ დაფიქსირებულია 20:10 წუთი და შემდეგ 20:27 წუთზე უკვე დადგენილია გურამ შარაძის ვინაობა და რაც მთავარია, 20:30 წუთზე ტელეკომპანია „აჭარის“ ჟურნალისტი იყო ჩართული მელიქიშვილის გამზირიდან, სადაც მამაჩემი სისხლში ცურავდა. იმის თქმა მინდა, რომ დრო არის მოპარული და ეს იმაზე მეტყველებს, რომ საქმე არის თავიდან გაყალბებული“-განაცხადა რუსუდან შარაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1747909813

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: მარტივი შესაფასებელია ჯო უილსონის დამოკიდებულება და საქმიანობა, მთავარი მიზანი მისთვის არის ის, რომ საქართველოსთან მიმართებით იყოს მცდარი, უსაფუძვლო და ნეგატიური დამოკიდებულება

„მარტივი შესაფასებელია ჯო უილსონის დამოკიდებულება და ჯო უილსონის საქმიანობა, მთავარი მიზანი მისთვის არის ის, რომ საქართველოსთან მიმართებით იყოს მცდარი, უსაფუძვლო და ნეგატიური დამოკიდებულება“, - განუცხ...

მაკა ბოჭორიშვილი

1747909699

საზოგადოება

ვაჟა სირაძე: სადაც აქციის მონაწილეების გარკვეული სახის შეკრება ხორციელდება, ყველგან არის პოლიცია - იმ რაოდენობით, რა რაოდენობაც საჭიროა უსაფრთხოების დაცვისთვის

საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის საქმეზე ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი 15:00 სახეზეა ჩანიშნული. საქალაქო სასამართლოსთან ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი აქტივისტები იკრიბები...

ვაჟა სირაძე

1747909645

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი რუბიოს განცხადებებთან დაკავშირებით ოპოზიციის სპეკულაციებზე: ეს ქმედებები არა „ქართული ოცნების“, არამედ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები. ამიტომაც მარცხდებიან ისინი

ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ არის ის პოლიტიკური ჯგუფი თუ აქტივისტების ჯგუფი, რომლებიც ებრძვიან საკუთარ სახელმწიფოს და და იბრძვიან საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, - განაცხადა „ქრონიკსათან“ საგარეო სა...

მაკა ბოჭორიშვილი

1747908364

საზოგადოება

რუსუდან შარაძე: 28 წელი მიუსაჯეს ბარათელს, სააპელაციომ 6 თვე დაუკლო და უზენაესმა სასამართლომ არც მიიღო, გამოაცხადა, გურამ შარაძის მკვლელობა არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისთვისო

28 წელი მიუსაჯეს ბარათელს, სააპელაციომ მერე 6 თვე დაუკლო და უზენაესმა სასამართლომ არც მიიღო, გურამ შარაძის მკვლელობა არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისთვისო, გამოაცხადა უზენაესმა. ბუნებაში ა...

რუსუდან შარაძე

1747907707

საზოგადოება

ქუთაისში მეზობელმა მეზობელი მოკლა - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტისა და ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შ...

დაკავება, პოლიცია