"სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას განიხილავენ პოლიტიკოსები და ადვოკატები, ხოლო ექიმებს საერთოდ არ ეძლევათ თავის აზრის გამოხატვის საშუალება" - დავით სერგეენკო

"სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას განიხილავენ პოლიტიკოსები და ადვოკატები, ხოლო ექიმებს საერთოდ არ ეძლევათ თავის აზრის გამოხატვის საშუალება", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა და ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

როგორც სერგეენკომ აღნიშნა, ექიმებს უნდა მიეცეთ თავისი სიტყვის ზეწოლის გარეშე თქმის უფლება.

ამასთან, სერგეენკო მიიჩნევს, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს დეპოლარიზაციაზე გარკვეულ გავლენას მოახდენს.

"ყოველთვის მაკვირვებდა და ახლაც მაკვირვებს პროფესიული აქტივობების აღრევა – სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას განიხილავენ პოლიტიკოსები, პოლიტიკურ საკითხებს, იყოს თუ არა პოლიტიკაში, განიხილავენ ადვოკატები და ექიმებს საერთოდ არ ეძლევათ თავის აზრის გამოხატვის საშუალება.

სანამ ეს პარიტეტი გაგრძელდება, უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა იქნება.

რაც შეეხება სამკურნალოდ გადასვლას ან მკურნალობის ტაქტიკის შერჩევას, მხოლოდ ერთი პროფესიის ადამიანებს შეუძლიათ ისაუბრონ, ამ პროფესიას ეწოდება „ექიმები“, არ ეწოდება ადვოკატები, ენთუზიასტები და პოლიტიკოსები.

ექიმებს უნდა მიეცეთ თავისი სიტყვის ზეწოლის გარეშე თქმის უფლება", – განაცხადა დავით სერგეენკომ.

საქართველოს მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კლინიკა "ვივა-მედში" გადის რეაბილიტაციის კურსს. 

ასევე დაგაინტერესებთ:

* "ხშირად მსმენია, დამსაქმებლები წუწკები არიან, არ ემეტებათ თანხები და ამიტომ არ უნდა ხალხს ამ ხელფასზე მუშაობა, ამიტომაც არიან სოფლის ბირჟაზე, ან გარბიან საზღვარგარეთ!" - რას წერს ექიმი დავით გადელია

* "აბიტურიენტების ჯგუფში ვკითხულობ სრულიად კატასტროფა და გამაოგნებელ პოსტებს - მშობლებო, აბიტურიენტი არ არის კონკრეტული ოპერაციების შესასრულებლად მომართული რობოტი" 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795364828

ახალი ამბები

შს სამინისტრო ფეისბუკგვერდ „პირველი ამბების“ მიერ გავრცელებულ ვიდეოზე: კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე, არ შეესაბამება რეალობას და საზოგადოებაში პანიკის გამოწვევას ემსახურება

შს სამინისტრო ეხმაურება ფეისბუკგვერდ „პირველი ამბების“ მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციასა და ვიდეომასალას, თითქოს ბათუმში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის საყრდენი კედლების გამოცლის შედეგად, ასობით ადამ...

შსს  შსს შსს

1795363222

მსოფლიო

ხანძარი ინდონეზიის საკონდიტრო ქარხანაში - არიან დაღუპულები და დაკარგულები

ინდონეზიის ბანტენის პროვინციაში მდებარე საკონდიტრო ქარხანაში გაჩენილ ძლიერ ხანძარს, სულ მცირე, 3 ადამიანი ემსხვერპლა, 36 თანამშრომელი კი კვლავ დაკარგულად მიიჩნევა, - ამის შესახებ ინფორმაციას guardian-...

ხანძარი

1795360795

მსოფლიო

WP: ვლადიმერ პუტინი დახურულ მოლაპარაკებებში უკრაინისთვის ნატოს წესდების მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიებს დათანხმდა

ვლადიმერ პუტინი დახურულ მოლაპარაკებებში პრინციპულად დათანხმდა უკრაინისთვის აშშ-ისა და ევროპის მიერ ნატოს მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიების მინიჭებას იმ პირობით, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ალი...

ვლადიმერ პუტინი

1795359169

ახალი ამბები

სროლა გარდაბნის მუნიციპალიტეტში - დაკავებულია 1 პირი

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყარაჯალაში სროლა იყო. არსებული ინფორმაციით, სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.   „შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დე...

ყვითელი ლენტი

1795358403

ახალი ამბები

გიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყს

„თავისთავად რუსეთში გამართული კონცერტი არავის აქცევს სამშობლოს მოღალატედ, მაგრამ როცა ადამიანი, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრა...

გიორგი კალანდია