"აბიტურიენტების ჯგუფში ვკითხულობ სრულიად კატასტროფა და გამაოგნებელ პოსტებს - მშობლებო, აბიტურიენტი არ არის კონკრეტული ოპერაციების შესასრულებლად მომართული რობოტი"
სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი წერს:
"აბიტურიენტების ჯგუფში ვკითხულობ სრულიად კატასტროფა და გამაოგნებელ პოსტებს...
რომ ბავშვებმა დაბალი ქულები აიღეს და მშობლებისთვის უდიდესი იმედგაცრუება არიან,
რომ ნორმალური ქულები მიიღეს და მაინც იმედგაცრუებული დატოვეს მშობლები...
რომ "რესურსი", რომელიც მშობლებმა მათში ჩადეს წყალში ჩაიყარა...
და ბევრი მსგავსი შინაარსის სასოწარკვეთილი პოსტი.
ყველა მშობელი, რომელიც ფიქრობთ რომ თქვენს შვილში ჩადებული "ინვესტიცია" უკან უნდა ამოიღოთ და თუ მაქსიმალური შედეგი არ აქვს ბავშვს, ესე იგი ყველაფერი წყალში ჩაგეყარათ, ხართ ტოქსიკური და სრულიად გაუმართლებელი დამოკიდებულების მქონე.
აბიტურიენტი არ არის კონკრეტული ოპერაციების შესასრულებლად მომართული რობოტი.
საგამოცდო პერიოდი არის ძალიან დიდი სტრესი მათთვის და ყველა ერთნაირად ვერ ხვდება ამ სტრესს, ზოგის ფსიქიკა ძალიან მყარია, ზოგის ნაკლებად.
და ასეთ კრიტიკულ პერიოდში, იმის ნაცვლად, რომ ბავშვები საყვედურებით აავსოთ და თავი არარაობად აგრძნობინოთ, სჯობს გვერდით დაუდგეთ და უთხრათ რომ ყველაფერი წინ არის და არ აქვს მნიშვნელობა ხუთი, ათი და თხუტმეტი ქულით მეტს მიიღებენ თუ ნაკლებს, უთხარით რომ შემდეგ ცდაზე გამოუვათ, რომ ყველაფერს შეძლებენ და თქვენ იქნებით მათ გვერდით ყოველთვის.
ხო და კიდევ, არ აქვთ ამ ბავშვებს თქვენი ვალი, არა!
პირიქით, ეს თქვენ გაქვთ მოვალეობა მათ წინაშე, რომ გარკვეულ ასაკამდე კარგი მშობლობა გაუწიოთ!
მერე თვითონ იპოვიან თავიანთ გზას.
პ. ს. მე რომ აბიტურიენტი ვიყავი, ჩემების პოზიცია იყო ასეთი "ყველაფერი გამოვა, მაგრამ თუ არ გამოვა, რაღაც იქნება, გამოსავალს ვიპოვით."
ყველაფერი რომ გამოვიდა ორმაგად უფრო სასიხარულო იყო მერე, ჩემი თავისგან ისედაც ბევრს მოვითხოვდი, მაგრამ ისიც ვიცოდი რომ რამე ისე ვერ ყოფილიყო ამის გამო მშობლების არ უნდა შემრცხვენოდა", - წერს პოსტის ავტორი.
1794734788
ახალი ამბებიმარნეულის მუნიციპალიტეტის მეორე ქესალოს ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, V-VI საუკუნის კომპლექსის არქეოლოგიური კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს
მარნეულის მუნიციპალიტეტის მეორე ქესალოს ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, V-VI საუკუნის კომპლექსის არქეოლოგიური კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს. არქეოლოგიური კომპლექსის სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს საქართველ...
1794733725
მსოფლიოჯო ბაიდენი: ზელენსკი კერძო საუბრებში ცვალებადი გუნების და ჯიუტი იყო, იმდენად მადლიერი არ ჩანდა, პუტინს შეხვედრებზე სკამზე გადაწოლა უყვარდა და თინეიჯერივით ვითომ გულგრილობას ინარჩუნებდა
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავის მემუარებში უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკი „ჯიუტს“ და „არასაკმარისად მადლიერს“ უწოდებს. ამის შესახებ The Wall Street Journal წერს. ზელენსკი კერძო საუბრ...
1794727872
ახალი ამბები„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ხვალ, 16 ნოემბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მთაწმინდის რაიონში, რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, ჭავჭავაძისა და არსენას ქუჩების კვეთაზე წყალმომარაგების ახლადმოწყობილ ქსელზე ბოლო ეტ...
1794727540
ახალი ამბებისამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ს...
1794725695
ახალი ამბებისამეგრელოს პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის ძებნილი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზია...































