"ხშირად მსმენია, დამსაქმებლები წუწკები არიან, არ ემეტებათ თანხები და ამიტომ არ უნდა ხალხს ამ ხელფასზე მუშაობა, ამიტომაც არიან სოფლის ბირჟაზე, ან გარბიან საზღვარგარეთ!" - რას წერს ექიმი დავით გადელია
ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელში წერს:
"ანაზღაურების შესახებ
ძალიან ხშირად მხვდება აქაც და ცხოვრებაშიც საყვედურები:
"დამსაქმებლები წუწკები არიან, არ ემეტებათ თანხები და ამიტომ არ უნდა ხალხს ამ ხელფასზე მუშაობა, ამიტომაც არიან სოფლის ბირჟაზე, ან გარბიან საზღვარგარეთ!"...
ჯერ ერთი, მოდი პატიოსნად ვთქვათ:
საზღვარგარეთ წასულთა 90 %-ზე მეტი, ვინც პატიოსნად მუშაობს, დაკავებული არიან 3-4 საქმიანობით-ევროპაში,
1.მოხუცის მოვლა, 2.სეზონური სასოფლო სამეურნეო სამუშაოები.
ამერიკა - კანადაში, ტვირთ-მზიდავებად.
მეტი კვალიფიკაციის მქონე პროფესიებიდან ალბათ ექიმები ვიქნებით პირველ ადგილას.
ამასაც ახსნა აქვს.
ექიმობას დიდხანს უნდა სწავლა, საშაროცაა და ევროპელები დიდი ხალისით არ მიდიან.
ინგლისს-ამერიკაში ძალიან ბევრი ექიმი ინდუსია, ან ჩინელი.
საფრანგეთში მუდმივად ნაკლებობაა ექიმების და ამიტომ ლიცენზირების უფრო მსუბუქი ფორმებია.
აი მაღალი კვალიფიკაციის მუშა, ვთქვათ ცნობილ ევროპულ ქარხნებში რომ მუშაობდნენ, ბევრი იცით? ან ხელოსნები? რუსეთში არ ვგულისხმობ - ევროპაში!
იმიტომ, რომ ოსტატობის და პასუხისმგებლობის გრძნობა სულ სხვა ლეველზე აქვთ ჩვენ მუშა - ოსტატებს და რუსეთთან ბევრად ახლოა მათი სამუშაო "პრინციპები" ვიდრე ევროპულთან.
ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ჩემი რემონტის გადამკიდე...
განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საბოლოო პროდუქციის ფასებს:
ჩვენ გვინდა, რომ ყველა სახის პროდუქცია იყოს იაფი, ჩვენი ჯიბისთვის მისაწვდომი, ხოლო მათი ხელფასი, ვინც ამ პროდუქციას ქმნის (ყველანაირ პროდუქტს ვგულისხმობ) - ევროპული!
აბა დაფიქრდით, რატომ აწყობს თავის პროდუქტს თითქმის ყველა ევროპული ცნობილი ბრენდი ჩინეთ - ტაივან - მალაიზიაში?
რა თქმა უნდა, გასაიაფებლად!
და რის ხარჯზე ხდება გაიაფება?
რა თქმა უნდა მხოლოდ მუშა ხელის!
დასკვნა: ჩვენ გვინდა ჩვენმა დაბალ პროფესიულმა სპეციალისტმა, რუსეთის ტიპაჟის მენტალიტეტით, აიღოს ევროპული ხელფასი და ამასთან პროდუქტი შაურითაც არ გაუძვირდეს საქართველოს მოქალაქეს!.....
რაფრა იქნება ყველაფერი ასე??", - წერს გადელია.
ასევე დაგაინტერესებთ;
1794734788
ახალი ამბებიმარნეულის მუნიციპალიტეტის მეორე ქესალოს ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, V-VI საუკუნის კომპლექსის არქეოლოგიური კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს
მარნეულის მუნიციპალიტეტის მეორე ქესალოს ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, V-VI საუკუნის კომპლექსის არქეოლოგიური კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს. არქეოლოგიური კომპლექსის სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს საქართველ...
1794733725
მსოფლიოჯო ბაიდენი: ზელენსკი კერძო საუბრებში ცვალებადი გუნების და ჯიუტი იყო, იმდენად მადლიერი არ ჩანდა, პუტინს შეხვედრებზე სკამზე გადაწოლა უყვარდა და თინეიჯერივით ვითომ გულგრილობას ინარჩუნებდა
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავის მემუარებში უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკი „ჯიუტს“ და „არასაკმარისად მადლიერს“ უწოდებს. ამის შესახებ The Wall Street Journal წერს. ზელენსკი კერძო საუბრ...
1794727872
ახალი ამბები„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ხვალ, 16 ნოემბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მთაწმინდის რაიონში, რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, ჭავჭავაძისა და არსენას ქუჩების კვეთაზე წყალმომარაგების ახლადმოწყობილ ქსელზე ბოლო ეტ...
1794727540
ახალი ამბებისამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ს...
1794725695
ახალი ამბებისამეგრელოს პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის ძებნილი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზია...































