"სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანით, იქ მუდმივი ქაოსი იქნება" - ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანით, იქ მუდმივი ქაოსი იქნება, სადაც პოლიციას ძალის გამოყენება მოუწევს.
ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა იმედის ეთერში განაცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, ხელისუფლება მსგავს პროვოკაციას არ დაუშვებს.
"სააკაშვილს თეორიულად ერთადერთი სცენარი რჩება თავში.
რა თქმა უნდა, აცნობიერებს, რომ ციხეში ძალიან დიდხანს მოუწევს ყოფნა.
ინფორმაცია მაქვს, რომ როცა წავიდა საქართველოდან, მას ეგონა, რომ დაახლოებით 2 წელში -2016 წელს დაბრუნდებოდა ხელისუფლებაში.
წარმოიდგინეთ, რა სიბრიყვეში ცხოვრობს ადამიანი, ახლაც იმედი აქვს, რომ ციხეში დიდხანს არ დარჩება.
სრული პასუხისმგებლობით მინდა ვუთხრა ჩვენს მოსახლეობას, რომ ერთადერთი გეგმა, რაც შემუშავებული აქვთ, არის შემდეგი, რომ რაიმენაირად ჩვენ მას გადავიყვანდით კერძო კლინიკაში.
მოგეხსენებათ, რომ კერძო კლინიკაში არანაირი პირობა არ არის, პაციენტია, კოვიდია, უამრავი მიმსვლელია, სამოქალაქო კლინიკაა, ბუნებრივია და არავითარი უსაფრთხოების ზომები არ არის დაცული.
იქ სახელმწიფო და სპეციალური სამსახურები ვერ დაიცავენ სათანადო დონეზე მის და სხვების- კლინიკაში მყოფი სამოქალაქო პირების უსაფრთხოებას.
იმ შემთხვევაში, სააკაშვილს კერძო კლინიკაში თუ გადავიყვანდით, 4-5 ათასი ადამიანის მობილიზებას შეძლებდნენ და რა თქმა უნდა, მოგვიწევდა მუდმივი ქაოსი, ჯაჯგური, პოლიციას მოუწევდა ძალის გამოყენება, აქაც ვუბრუნდები იმ პირველს სცენარს, იგივე სცენარია დაწერილი, აბსოლუტურად ერთი-ერთში.
მანდაც ანალოგიურად იგივე პროვოკაციებს მოახდენდნენ, შეიძლება რამდენიმე კაციც მოკლან, ეს არის მისი ერთადერთი, თეორიული, გიჟური სცენარი.
შიმშილობაც მაგიტომ არის ორგანიზებული, მას ყველაფერი თავის მოკლე ჭკუით დალაგებული აქვს. რა თქმა უნდა, ეს კაცი ილუზიაშია და ჯერ კიდევ ვერ ხვდება საერთოდ სად არის.
რა მოხდება? მუდმივ ქაოსში ამყოფებენ ქვეყანას - ქაოსის და დესტაბილიზაციის შემოტანა უნდა ამით.
მით უმეტეს, ვინაიდან ჩვენ ვიცით მათი შიდა დაპირისპირება, აგრესია და სიძულვილი, მათ შორის სააკაშვილის მიმართაც აქვს რამდენიმე ლიდერს, არ ვიცით ვინ რა პროვოკაციაზე წავა, თუნდაც მელია ან უამრავი სხვა ადამიანი, რომლებიც მიუხედავად მათი საჯარო განცხადებებისა ღიად არიან სააკაშვილთან დაპირისპირებაში. ჩვენ იმაზე მეტი ვიცით, ვიდრე მას წარმოუდგენია. ასე რომ, ძვირფასო საზოგადოებავ, სრული პასუხისმგებლობითმინდა განვაცხადო, რომ ჩვენ ამ პროვოკაციას რა თქმა უნდა, არ დავუშვებთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. იგი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება. სააკაშვილი დაკავების დღიდან, 29-ე დღეა შიმშილობს. სააკაშვილის ადვოკატები და პირადი ექიმები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე საუბრობენ და ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.
📌საქართველოში კორონავირუსი 3 965 პირს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 43 პაციენტი
📌"ნუ ანდობთ თქვენი შვილების ბედს მათ, ვისაც ასე არაფრად უღირს ადამიანის სიცოცხლე" - ნანა გეგეჭკორი
1791795429
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: მარტა კოსს შეუძლია, რამდენჯერაც უნდა გამოიყენოს ყალბი ხატოვანი გამოთქმა, მაგრამ პასუხი ერთია, სჯობს, ვიყოთ ქაღალდზე კანდიდატი სახელმწიფო, ვიდრე ვიყოთ ქაღალდზე სახელმწიფო
„სჯობს, ვიყოთ ქაღალდზე კანდიდატი სახელმწიფო, ვიდრე ვიყოთ ქაღალდზე სახელმწიფო“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, ევროკომისარ მარტა კოსის კომენტარზე საუბრისას განაც...
1791794633
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: კარგად გამოჩნდა, რომ ევროკომისრები არიან არა დიალოგის, არამედ ბოიკოტის მხარეს, რაც პრინციპულად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს
„პასუხებში კარგად გამოჩნდა, რომ ევროკომისრები არიან არა დიალოგის, არამედ ბოიკოტის მხარეს, რაც საერთო ჯამში, პრინციპულად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავ...
1791793758
ახალი ამბები🎥 ხანძარი ბათუმში - მიმდინარეობს ლიკვიდაციის სამუშაოები
ბათუმში, თამარის დასახლებაში მაღალსართულიან მშენებარე კორპუსში ხანძარია გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ლიფტის შახტს გაუჩნდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ამ დრ...
1791792836
საზოგადოებათენგიზ შარმანაშვილი ლაშა ბექაურის კრიტიკაზე: მინდა მივმართო ლაშას, შენ ხარ საამაყო ადამიანი მთელი საქართველოსთვის
„მინდა მივმართო ლაშას, შენ ხარ საამაყო ადამიანი მთელი საქართველოსთვის“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი, ლაშა ბექაუ...
1791791295
საზოგადოება12 ოქტომბრის მდგომარეობით, კახეთში 252 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა
კახეთში მიმდინარე წლის საპროგნოზო მოსავალი 320 ათასი ტონის ფარგლებშია. ყურძნის მოსავალი 16 500-მდე მევენახემ დააბინავა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. კახეთში გადამუშავებული 252 091 ტ...


























