სააკაშვილისთვის ვინმეს რომ ეთქვა, ციხეში სულხან მოლაშვილივით სიგარეტს მოგაწვავენო, ისევ ღიმილით შევიდოდა? - თამაზ მოლაშვილი

სულხან მოლაშვილის მამა თამაზ მოლაშვილი საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებას სოციალური ქსელით ეხმაურება.
როგორც ის აღნიშნავს, ციხეებში ისევ ისე რომ აწამებდნენ პატიმრებს, როგორც სულხან მოლაშვილს, სააკაშვილი ალბათ იქ ღიმილით აღარ შევიდოდა.
"როდესაც ტელევიზორში ვნახე, სააკაშვილი საპატიმროში შეჰყავდათ, ვიფიქრე, მისთვის ვინმეს რომ ეთქვა, ციხეში როგორც სულხან მოლაშვილს აწვავდნენ ზურგზე სიგარეტის ნამწვს, ისე მოგაწვავენო, როგორ ხასიათზე შევიდოდა, ისევ ღიმილით?
როდესაც სულხან მოლაშვილს აწამებდნენ ფეხებზე, ზურგზე, სურათებს უღებდნენ და სააკაშვილთან მიჰქონდათ. მე მომდიოდა ეს ამბები.
მასთან შეხვედრაზე ვოცნებობდი, იქნებ როგორმე იარაღი მქონოდა მაგრამ ვერ ვეღირსე", - წერს თამაზ მოლაშვილი.
ცნობისთვის, კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი 2004 წლის აპრილში, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და კორუფციის ბრალდებით, დააკავეს.
2005 წლის სექტემბერში სასამართლომ მას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
2004 წელს მოლაშვილმა მისი წამების და ღირსების შემლახველი მოპყრობის ფაქტზე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართა, რომელმაც 2014 წელს დაადასტურა, რომ მოლაშვილი მართლაც იყო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი.
სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს დააკისრა საქმის გამოძიება და მოლაშვილისთვის, მორალური კომპენსაციის სახით, 20 ათასი ევროს გადახდა.
სულხან მოლაშვილი 2016 წლის 29 ივნისს, 47 წლის ასაკში გარდაიცვალა.
1745001149
ახალი ამბებიგია ვოლსკი: ელენე ხოშტარიას ყველაზე მეტი მაჩვენებელი აქვს პოლიციის მანქანაზე შეხტომის და ხულიგნობის, ფაქტია, იღებს უშველებელ რესურსს რუსეთის ბიუჯეტიდან
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ასე ღიად ფულის გადაცემა კონკრეტული ადამიანისთვის, იმისთვის, რომ მან გააჩინოს ბზარი საქართველოს ხელისუფლებას და ევროკავშირის ურთიე...
1744999474
ახალი ამბებიამირან სალუქვაძე უკრაინის ომზე: არ შეიძლება ასეთი მასშტაბის ომის შეწყვეტა ერთი განკარგულებით, ერთი ხელის დაქნევით, ასე არ ხდება
არ შეიძლება ასეთი მასშტაბის ომის შეწყვეტა ერთი განკარგულებით, ერთი ხელის დაქნევით, ასე არ ხდება, მით უმეტეს, როდესაც კონფლიქტს საკმაოდ ღრმა ფესვები აქვს და თან ამდენი დანაკარგი ახლავს, - განაცხადა რუს...
1744997500
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი „სირცხვილია“-ს წევრის მხრიდან ღუდუშაურის შეურაცხყოფაზე: ეს არის ნაცური მორალი, ფაშისტური თავდასხმები ადამიანებზე
„ეს არის ნაცური მორალი, უფრო სწორად მორალის არქონა. ფაშისტური თავდასხმები ადამიანებზე, მცდელობა, რომ ისინი წყობიდან გამოიყვანონ“, - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის წევრი დავით მათიკაშვილი ალუდა ღუდუშაუ...
1744994444
ახალი ამბებიმეუფე შიო: უფალი დღესაც იმყოფება ადამიანებს შორის, დღესაც ისმის მისი სიტყვა მოწყალებაზე, ჭეშმარიტებაზე, სიყვარულზე, სიკეთეზე... დღესაც ჰყავს მტრები, რომლებსაც სძულთ იგი სიწმინდისა და სიმართლისთვის
„უფალი დღესაც იმყოფება ადამიანებს შორის, დღესაც ისმის მისი სიტყვა მოწყალებაზე, ჭეშმარიტებაზე, სიყვარულზე, სიკეთეზე... დღესაც ჰყავს მტრები, რომლებსაც სძულთ იგი სიწმინდისა და სიმართლისთვის. დღესაც უყვარ...
1744992913
ახალი ამბებიხობში 12 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა
ხობში, დადიანის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი 12 წლის ბიჭს დაეჯახა. დაშავებული მოზარდი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. როგორია მოზარ...