სახალხო დამცველი გმობს გიგი უგულავას განცხადებას - ოპონენტების ბავშვებთან დაკავშირებით

სახალხო დამცველი ეხმაურება 9 ნოემბერს პარლამენტთან აქციაზე გიგი უგულავას მიერ გაკეთებულ განცხადებას და მიიჩნევს, რომ ის საფრთხის შემცველია ბავშვის ფსიქოემოციური მდგომარეობისთვის და არღვევს მის საუკეთესო ინტერესს – დაცული იყოს ნებისმიერი ფორმით ძალადობისგან.

"სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაუშვებელია პოლიტიკური ოპონირების იარაღად ბავშვების, მათი პირადი ცხოვრებისა და ოჯახური სტატუსის გამოყენება.

ამგვარი ქმედება არამხოლოდ არღვევს კონკრეტული ბავშვის უფლებას, არამედ საფრთხის ქვეშ აყენებს ზოგადად ბავშვთა საუკეთესო ინტერესების დაცვას ქვეყანაში.

დაძაბული პოლიტიკური ფონის მიუხედავად, ბავშვები დაცული უნდა იყვნენ ნებისმიერი ფორმის ფსიქოემოციური ძალადობისგან და ამის გათვალისწინების ვალდებულება, უპირველესად, სწორედ საჯარო პირებს აკისრიათ.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საჯარო პირებს და პოლიტიკოსებს, პოლიტიკური დებატებისას თუ სხვა ნებისმიერ პროცესში, იხელმძღვანელონ ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვის სტანდარტით და არ მოახდინონ ბავშვის მიმართ ძალადობის, ბულინგის თუ სხვაგვარი ქმედების წახალისება", – ნათქვამია განცხადებაში.

უგულავას ეს განცხადება ასევე გააკრიტიკეს სხვა უფლებადამცველებმა.

მოგვიანებით გიგი უგულავამ სოციალურ ქსელში ბოდიში მოიხადა:

"ჩემმა დღევანდელ მიტინგზე ნათქვამმა სიტყვებმა გულისწყრომა გამოიწვია – მათ შორის, ჩემთვის პატივსაცემი ხალხის. კრიტიკას ვიღებ და ბოდიშს ვიხდი. დეტალებში არ შევალ. სჯობს ეს საკითხი არ განვიხილოთ და მოჭრილად ვთქვათ – რომ ბავშვებს გავეშვათ.

პირიქით, ყველა ბავშვი უნდა დავიცვათ ღვარძლისა და სიძულვილისგან, რომელიც დღეს ქვეყანაში ტრიალებს და თანამედროვე ინფორმაციული სამყაროს თავისებურებების გამო, მათი ცხოვრების ნაწილი ხდება", – წერს უგულავა facebook-ზე.

პარლამენტთან 9 ნოემბერს გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე გიგი უგულავამ განაცხადა:

"აი, იმ ვიღაცა „მოხვედი ჩიტოს” რომ იძახის, აი, იმ ვიღაც ორდენიძის, მე ძალიან არ მიყვარს საქმეში გავრიო ოჯახი და ბავშვები, მაგრამ ამ ნაგვის, ვინც ხელი აღმართა პრეზიდენტზე, უნდა იცოდნენ, მისი შვილის მეგობრებმა და კლასელებმა, რომ მამა ჰყავს ჯალათი. ყველა ბოძზე უნდა გამოვაკრათ ასეთი ჯალათები. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ასეთი ადამიანების ფეხქვეშ მიწა დაიწვება, რადგან ის, რასაც თქვენ აკეთებთ და ამზადებთ, დაანგრევს ამ ქვეყანას, გააუბედურებს უამრავ ადამიანს, ცრემლებს დააღვრევინებს უფრო მეტად, ვიდრე მდინარეებია ამ ქვეყანაში და თქვენ ტყუილად გგონიათ, რომ გაიხარებთ ამ უბედურების ჟამს. თქვენი შვილები შეგაფურთხებენ სახეში, თუ ამ ქვეყანაში უბედურება დატრიალდა", - განაცხადა გიგი უგულავამ.

ამავე თემაზე:

🔲 „გთხოვთ ყველას, არ ჩართოთ ბავშვები ამ არეულობაში“ - უფლებადამცველი გიგი უგულავას განცხადებას ეხმაურება

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1749842582

ახალი ამბები

საქართველოს საგარეო უწყება: ღრმად ვართ შეშფოთებულნი ახლო აღმოსავლეთში მზარდი დაძაბულობით, რაც საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას

ღრმად ვართ შეშფოთებულნი ახლო აღმოსავლეთში მზარდი დაძაბულობით, რაც საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. „ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნავთ დი...

საქართველოს საგარეო უწყება

1749842428

მსოფლიო

ისრაელის ოფიციალური პირი: ირანი აუტანლად მძიმე ფასს გადაიხდის სამოქალაქო ტერიტორიების მიმართულებით განხორციელებული თავდასხმებისთვის

ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით განხორციელებული მასიური სარაკეტო თავდასხმების ფონზე, რა დროსაც დაახლოებით 200 რაკეტა იყო გაშვებული, Channel 12-ის ცნობით, ისრაელის ოფიციალური პირი ირანს ესკალაციით და...

ისრაელის ოფიციალური პირი

1749840493

მსოფლიო

ისრაელის თავდაცვითი ძალები: მთელი ისრაელი ცეცხლქვეშაა

მთელი ისრაელი ცეცხლქვეშაა - ნათქვამია ისრაელის თავდაცვითი ძალების განცხადებაში. ირანის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 100 რაკეტა გაუშვეს. ამ დროისთვის, ისრაელის თავდაცვის სისტემები აქტი...

ისრაელიისრაელი

1749839466

მსოფლიო

მედია: ირანის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 100 რაკეტა გაუშვეს - აფეთქებები ისმის თელ-ავივსა და იერუსალიმში

ისრაელის სამხედრო წყაროს ინფორმაციით, ირანის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 100 რაკეტა გაუშვეს. ამ დროისთვის, ისრაელის თავდაცვის სისტემები აქტიურად მუშაობენ შემომავალი რაკეტების გადასაჭ...

 ისრაელი ისრაელი

1749837185

მსოფლიო

ნეთანიაჰუ: ჩვენ ყველამ უნდა ვივარაუდოთ, რომ კონტრშეტევა იქნება

ჩვენ ყველამ უნდა ვივარაუდოთ, რომ კონტრშეტევა იქნება - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ. „საფასურთან დაკავშირებით, მე ვთქვი, რომ საფასური იქნება და ჩვენ ვცდილობთ მის შემცირებას...

ნეთანიაჰუ