სამი კოვიდინფიცირებული ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა
ციციშვილის ბავშვთა ახალი საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, კლინიკაში ამ დროისთვის 100-მდე კოვიდინფიცირებული ბავშვი მკურნალობს, მათგან 15 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია, ხოლო სამის მდგომარეობა მძიმეა და ისინი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებიან.
როგორც დავით რეხვიაშვილი "რუსთავი 2"-თან საუბრისას ამბობს, კლინიკაში მიმართვიანობა მაღალია.
"100-მდე პაციენტი მკურნალობს, აქედან 15 არის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. სამი არის კრიტიკულად მძიმე, იმყოფებიან აპარატულ მხარდაჭერაზე. მომართვიანობა არის მაღალი, თუმცა არა ზრდის ტენდენციით. კლინიკას აქვს საშუალება, დაახლოებით, 70-ზე საწოლით შეუძლია მოემსახუროს კოვიდპაციენტებს," - ამბობს დავით რეხვიაშვილი.
რაც შეეხება სპეციალისტების ვარაუდს, რომ უახლოეს პერიოდში ქვეყანაში "ომიკრონით" ინფიცირების შემთხვევები მოიმატებს, დავით რეხვიაშვილი ვარაუდობს, რომ ეს მონაცემი ჰოსპიტალურ სექტორზე არ უნდა აისახოს, რადგან ახალი შტამით ინფიცირებულებს სტაციონარული მკურნალობა ორჯერ ნაკლებად სჭირდება.
"ომიკრონის შემთხვევებს ჰოსპიტალიზიცია ნაკლები სჭირდება, თითქმის ორჯერ ნაკლები ჰოსპიტალიზაცია სჭირდება, თუმცა გავრცელების ინტენსივობა არის სამჯერ და ოთხჯერ და ხუთჯერ მეტიც, შესაბამისად, რა თქმა უნდა გაიზრდება მომართვიანობა, მაგრამ არა შემთხვევების რაოდენობის პროპორციულად, უფრო მეტი დატვირთვა გადავა ალბათ პირველად ჯანდაცვაზე, თუ სწორად იქნება მართული და ყველა კოვიდპაციენტი კლინიკაში არ მოხვდება,"- ამბობს დავით რეხვიაშვილი.
წყარო: „რუსთავი 2“
ასევე საინტერესოა:
🔵 რა ქონებით მოდის ჯანდაცვის მინისტრის პოზიციაზე ზურაბ აზარაშვილი
1788269421
საზოგადოებადაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ორ ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ორ ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა. პროკურორის განმარტებით, საბა ბოჭორიშვილი ნარკოტიკული საშუალების მიღების შემდეგ კლინიკაშიც კი მოხვდა, გივი გუდაძეს კი გულყრ...
1788268048
ახალი ამბები1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6250 ლარი გახდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. პირველი სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.6250 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6156 ლარი იყო. გამყარდა ევრო...
1788267568
საზოგადოებასურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხონში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ფიზიკური პირი ტ. ა.-ის (მისამართი: ხონი, სოფელი გოჩაჯიხაიში) კუთვნილი ყველის საწარმო შეამოწმეს. ინსპექტი...
1788266753
საზოგადოებასაქართველოს პარლამენტის აპარატი სტაჟირების მსურველთა შესარჩევად კონკურსს აცხადებს
საქართველოს პარლამენტის აპარატი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიციირებული სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, სტაჟიორთა შესარჩევად კონკურსს აცხადებს, - ინფორმაციას საქართველ...
1788265704
საზოგადოებასაქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრა გამართა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს მუსტაფა ჩიფთჩის, რომელიც ოფიციალური ვიზიტით თბილისში დელეგაციასთან ერთად იმყოფება, შინაგან საქმ...



























