საქართველოს პარლამენტში სახელმწიფო მინისტრს თეა ახვლედიანს მოუსმინეს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს თეა ახვლედიანს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის სხდომაზე მოუსმინეს.

სახელმწიფო მინისტრმა დეპუტატებს კომისიის დახურულ სხდომაზე შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის მიმდინარეობა და სამომავლო ხედვა გააცნო. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდობის ჩართულობისა და როლის გაძლიერებაზე.

თეა ახვლედიანმა ასევე მიმოიხილა 90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების, იდენტიფიცირების და ოჯახებისთვის გადაცემის პროცესი, განხორციელებული საქმიანობა და დასახული შემდგომი ნაბიჯები.

მინისტრმა ხაზი გაუსვა ჰუმანიტარული ხასიათის სახელმწიფო პროგრამის მნიშვნელობას. ასევე, დეპუტატებს გააცნო წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) სტრატეგიული კვლევის დასკვნებისა და რეკომენდაციების საფუძველზე მიმდინარე პროგრამის ტრანსფორმაციის პროცესი და ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო უწყებების მეტად გაზრდილ როლსა და შესაბამისი ფუნქციების განხორციელების გზებზე.

„ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის დროებითი საპარლამენტო კომისიის დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა სიღრმისეულად განგვეხილა შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის, ასევე სამშვიდობო ინიციატივების განხორციელების პროცესში მიღწეული პროგრესი და არსებული გამოწვევები, რომლებიც ძირითადად, უკავშირდება საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების მიმდინარე უკანონო ოკუპაციით გამოწვეულ მძიმე შედეგებს. განსაკუთრებით, დღეს გავაკეთეთ აქცენტი ჩვენი საქმიანობის ორ პრიორიტეტულ მიმართულებაზე, კერძოდ, ერთი მხრივ, ჩვენ ხაზი გაუსვით ახალგაზრდობის როლის გაძლიერების და მათი ჩართულობის მნიშვნელობას სამშვიდობო პროცესებში და ამ კუთხით ვისაუბრეთ და ვიმსჯელეთ, ჩვენ მიერ შექმნილ მხარდამჭერ შესაძლებლობებზე და დანერგილ ინიციატივებზე; მეორე მხრივ კი, ჩვენ ვისაუბრეთ 90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პროგრამის მიმდინარეობასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე, რაც საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით ხორციელდება. ვფიქრობ, შედგა ძალიან საინტერესო და სასარგებლო დისკუსია, რაც საპარლამენტო განზომილებით ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობით, დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ერთობლივ და კონსოლიდირებულ ძალისხმევას ჩვენი ერთიანი მიზნების მიღწევის პროცესში“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1747848544

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია - საქართველომ ყველაფერი მომცა, ვამაყობ, რომ ამ ქვეყნიდან ვარ

 „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა თავდამსხმელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ „სკაი სპორტის“ იტალიურ ბიუროსთან ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ ფინალზე, საქართველოსა და იტალიის სერია A-ში ყოფილი გუნდის, „ნაპოლის“ საჩემპ...

ხვიჩა კვარაცხელია

1747847573

ახალი ამბები

14 ივნისიდან სამგზავრო მატარებელი ერევანი-ბათუმი-ერევნის მიმართულებით იმოძრავებს

 ერევანი - ბათუმი - ერევნის სამგზავრო მატარებელი 14 ივნისიდან განახლდება - აღნიშნული მატარებლის მიმოსვლის შესახებ სს „საქართველოს რკინიგზამ“ ხელი მოაწერა შეთანხმებას სს „სამხრეთკავკასიის რკინიგზასთან“...

ბათუმი თბილისი

1747846875

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე: ბალტიისპირეთის ქვეყნების ხელისუფლებები გასულები არიან თავიანთი სუვერენიტეტიდან. სამწუხაროდ, გარკვეული თანამდებობის პირები დაემსგავსნენ იმ ბოლშევიკებს, რომლებსაც 1990-იან წლებში ვუთხარით უარი

 ბალტიისპირეთის ქვეყნების ხელისუფლებები საერთოდ გასულები არიან თავიანთი სუვერენიტეტიდან, დაკარგული აქვთ, - განუცხადა ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ....

არჩილ გორდულაძე

1747844850

საქართველო

მარკო რუბიომ საქართველოს შესახებ ჯო უილსონის კითხვას უპასუხა

 აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა. ჯო უილსონი: ტრამპის ადმინისტრაციის მადლობელი ვარ მტკიცე პოზიციის გამო...

 მარკო რუბიო

1747844443

ახალი ამბები

ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

 საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა. ნათია თურნავამ მისიის წევრებს, ალეხანდრო ჰაჟდენბერგის ხელმძღვანელობით, ქვეყნის მონეტარული პოლიტიკის სა...

ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა