შალვა პაპუაშვილი: ილია II-მ შეძლო შეუძლებელი - როგორც ქრისტიანმა აღასრულა ქრისტეს რჯული, როგორც ბერმა დაიცვა აღთქმა, როგორც პატრიარქმა ზიდა თავისი ერის უმძიმესი ჯვარი
მან შეძლო შეუძლებელი - როგორც ქრისტიანმა აღასრულა ქრისტეს რჯული, როგორც ბერმა დაიცვა აღთქმა, როგორც პატრიარქმა ზიდა თავისი ერის უმძიმესი ჯვარი. დასრულდა მისი მიწიერი გზა, მაგრამ დარჩა სიყვარული, მისი სიყვარული ჩვენს მიმართ, რომელიც ამ დღეებში მთელმა ერმა მადლიერებით დავუბრუნეთ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიაზე.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, პატრიარქის მთავარი ოცნება იყო ეხილა ქრისტეს ეკლესიაში გამთლიანებული თავისი ერი.
„მან ეს შეძლო. და სწორედ ასე წარსდგა უფლის წინაშე - პირნათელი და მადლმოსილი.
ეს ვართ ჩვენ, მისი თაობა, რომელთაც ვიცხოვრეთ მასთან ერთად, ვიხილეთ იგი, ვიგრძენით მისი მადლი და ვამოწმებთ მის სიდიადეს. მაგრამ მისი ისტორია აქ არ სრულდება. ჩვენს შემდეგ, გზას ისევ მისი თაობა გააგრძელებს, მისი ნათლულების თაობა, ჩვენი შვილები, რომლებიც მის სახელს, მის კურთხევას და მის მადლს ატარებენ. ასე გასდო მან ხიდი დროთა შორის და შეადუღაბა ჩვენი ერი.
“დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენი”. საუკუნოდ იყოს ჩვენი პატრიარქის ხსენება! მისმა ლოცვამ და მეოხებამ დაიფაროს სრულიად საქართველო!“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში, სადაც პატრიარქია დასვენებული, ღვთისმსახურება აღასრულა სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად.
წირვის დასრულების შემდეგ, კონსტანტინოპოლის-ახალი რომის მთავარეპისკოპოსმა და მსოფლიო პატრიარქმა, ყოვლადუწმინდესმა ბართლომეოს I, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, მიტროპოლიტ შიოსა და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად შეასრულეს უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის წესის აგების მსახურება.
1774174584
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი: დღეს ყველამ დაინახა, შინ თუ გარეთ, როგორი ზეწოლაც არ უნდა იყოს ჩვენზე, ქართველი კაცი არ შეიცვლება. ჩვენი რეალური სახე სწორედ აქ არის: ამ ტაძარში, ამ საერთო ტკივილსა და მოწიწებაში
დღეს აქ, ამ დიდებულ ტაძარში, რომელიც ჩვენი სახელმწიფოებრივი აღორძინების, ერის სიმტკიცისა და მარადიულობის სიმბოლოა, საქართველო ქედს იხრის თავისი პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის უკვდავ...
1774174123
საზოგადოებამსოფლიო პატრიარქი: შესაძლოა, განვლილი დროის ღირსეულ კათოლიკოსთაგან ვერავინ ისე ვერ გააიგივა თავისი სახელი საქართველოსთან, ეკლესიასთან, ერთან, მშვიდობისმყოფელთან იმგვარად, როგორც ილია მეორემ
შესაძლოა, განვლილი დროის ღირსეულ კათოლიკოსთაგან ვერავინ ისე ვერ გააიგივა თავისი სახელი საქართველოსთან, ეკლესიასთან, ერთან, სახელმწიფოებრიობასთან, კავკასიის რეგიონში მშვიდობისმყოფელთან იმგვარად, როგორც...
1774173786
საზოგადოებასანტიაგო ბუენოს-აირესისა და სრულიად არგენტინის მიტროპოლიტი, ანტიოქიის საპატრიარქოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარეპისკოპოსი, ილია II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
სანტიაგო ბუენოს-აირესისა და სრულიად არგენტინის მიტროპოლიტი, ანტიოქიის საპატრიარქოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარეპისკოპოსი, ილია II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. როგორც სამ...
1774172584
საზოგადოებასაპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო: გლოვობს სრულიად საქართველო, ჩვენი ერი და ეკლესია და ამქვეყნიური ცხოვრებიდან აცილებს ჩვენს საყვარელ სულიერ მამასა და წინამძღოლს
გლოვობს სრულიად საქართველო, ჩვენი ერი და ეკლესია და ამქვეყნიური ცხოვრებიდან აცილებს ჩვენს საყვარელ სულიერ მამასა და წინამძღოლს, უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა...
1774171885
საზოგადოებასამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის წესის აგების მსახურება დასრულდა
სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის წესის აგების მსახურება დასრულდა. მსახურებაა კონსტანტინოპოლის - ახალი რომის მთავარეპისკოპოსმა და მსოფლიო პატრიარქმა, ყოვლადუწმინდესმა ბართლომეოს I-მა, საპატრიარქო ტ...


























