შალვა პაპუაშვილი: ქართული ენის მიმართ დამოკიდებულება ჯერ კიდევ ილია ჭავჭავაძემ გამოხატა, როდესაც ტრიადაში - „მამული, ენა, სარწმუნოება“ მთავარ ქვაკუთხედად გამოკვეთა ჩვენი ეროვნული იდენტობისთვის

ქართული ენის მიმართ დამოკიდებულება ჯერ კიდევ ილია ჭავჭავაძემ გამოხატა, როდესაც ტრიადაში - „მამული, ენა, სარწმუნოება“ მთავარ ქვაკუთხედად გამოკვეთა ჩვენი ეროვნული იდენტობისთვის, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ამიტომ, რა თქმა უნდა, ენა, დედა ენა, ქართული ენა არის ჩვენი იდენტობის მთავარი განმსაზღვრელი.

„სწორედ ამიტომაც იყო, რომ 1978 წელს ჩვენი მოსახლეობა შეეწინააღმდეგა ზუსტად ჩვენი იდენტობის წინააღმდეგ წასვლას და ამით შეინარჩუნა ქართული ენა, როგორც სახელმწიფო ენა. დღესაც ისეთივე გამოწვევებია, როდესაც ჩვენს იდენტობას ებრძვიან, როდესაც უცხო იდეოლოგიებს გვახვევენ თავს, როდესაც ენაშიც გვერევიან, ტერმინოლოგიაში გვერევიან და სქესის სწორი დასახელების უფლებასაც არ გვაძლევდნენ ცოტა ხნის წინ, სანამ ამერიკაში არ შეიცვალა ხელისუფლება. აღმოჩნდა, რომ თურმე შეიძლება, ერთ დღეში ყველაფერი დაუბრუნდეს საღ აზრს. ერევიან ჩვენს ამ ტრიადაში, ყველაფერში ერევიან. ერევიან როგორც ენაში, სარწმუნოებაში, ჩვენი მამულის განცდაში და დღესაც ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოება კონსოლიდირებული იყოს თავისი მთავარი ღირებულებების დაცვის საქმეში. მათ შორის, ქართული ენის დაცვის საქმეში, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ეროვნული იდენტობის განმსაზღვრელია“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

14 აპრილი ქართული ენის დღეა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744738051

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: ცილი სწამო სოზარ სუბარს სააკაშვილის რეჟიმის „გაპრავებაში“ და კონფორმიზმში - მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც საკუთარ სინდისს, აქვს თუ არ აქვს, კატეგორია „არ მახსოვს“ მიაკუთვნებს

 „ენას ძვალი არა აქვს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შეურაცხადობას თუ ფეიკ-დემენციას აწვები და როდესაც სინდისი დიდი ხანია უცხო სუბსტანციად მიგაჩნია შენში,“ - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის...

დავით ქართველიშვილი - ანალიტიკოსი

1744735393

ახალი ამბები

ედიშერ გვენეტაძე პოლიციელის მიერ მხედველობის დაკარგვაზე: არასდროს იფიქროთ, რომ რომელიმე „სინდისის“ პატიმრის მშობელი იტყვის ოდესმე, ჩემმა შვილმა ეს რა უბედურება ჩაიდინაო

 მე რიგითი საქართველოს მოქალაქე ედიშერ გვენეტაძე მოვითხოვ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უცხო ქვეყნების აგენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რომელმაც პრეზიდენტობის მოვალე...

გვენეტაძე

1744732609

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

 საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ალი ასადოვს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბრის მთავარი...

ყაველაშვილჯ

1744730265

ახალი ამბები

ალექსანდრე ტაბატაძე: გასული წლის 29 ნოემბერს, აქციაზე თვალბუდის არეში ბლაგვი საგანი მოხვდა პოლიციელს, რომელმაც შედეგად დაკარგა მხედველობა - ეს არის მაგალითი, რომელიც უნდა იცოდეს, როგორც ჩვენმა, ასევე, საერთაშორისო საზოგადოებამ

 საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ალექსანდრე ტაბატაძე განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ის ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ნარატივს ეხმიანება, თითქოს გასული წ...

ტაბატაძდ

1744729905

ახალი ამბები

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა იყო

 თურქეთში, იზმირის ყურეში ძლიერ მიწისძვრა იყო. ბიძგების სიმძლავრემ 4.0 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტო ავრცელებს. უწყება ცნობით, მიწის...

ააა