შალვა პაპუაშვილი: როცა ევროკავშირის წევრი ქვეყნები დეზინფორმაციას ავრცელებენ სხვა ქვეყნის მიმართ, ეს ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფუძემდებლურ პრინციპებს და ზოგადად ეწინააღმდეგება პოლიტიკის კეთილსინდისიერი წარმოების პრინციპებს

როდესაც დანიის მთავრობა ავრცელებს დეზინფორმაციას, ეს ძალიან შემაშფოთებელია. ვფიქრობ, რომ ევროკავშირის შიგნით, როცა ევროკავშირის წევრი ქვეყნები დეზინფორმაციას ავრცელებენ სხვა ქვეყნის მიმართ, ეს ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფუძემდებლურ პრინციპებს და ზოგადად ეწინააღმდეგება პოლიტიკის კეთილსინდისიერი წარმოების პრინციპებს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
„დანიის ელჩი და საელჩო ნაცვლად იმისა, რომ არ იყვნენ დაკავებული მოძალადეების გულშემატკივრობით და სასამართლოებზე სიარულით და ნაცვლად ამისა, დაკავებული იყვნენ თავისი ძირითადი ფუნქციით, რასაც ჰქვია ქვეყნის წარმომადგენლობა, წესით ისინი უნდა განმარტავდნენ რატომ ავრცელებს დანიის ხელისუფლება დეზინფორმაციას საქართველოსთან დაკავშირებით. კერძოდ არანაირი ევროპული ინტეგრაციის შეჩერება არასდროს მომხდარა, მით უმეტეს 28 ნოემბერს, როგორც ისინი ციტირებენ.გულდასაწყვეტია, რომ დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან გვესმის ტყუილი საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით .
დანიის პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტიდან გარკვეული პერიოდის წინ მივიღეთ წერილი, რომ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელი არ იქნება მიწვეული ე.წ. კოზაკის ფორმატზე დანიაში, რაც გულისხმობს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ევროპულ საკითხთა კომიტეტების და კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების ევროპულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სესიას. მე დღეს გავასაჯაროებ იმ წერის და ჩემს პასუხსაც. ამ წერილთან დაკავშირებით მე პასუხი მივწერე დანიის პარლამენტის თავმჯდომარეს, კიდევ ერთხელ მოვახსენე, რომ რა თქმა უნდა ეს არის დეზინფორმაცია, თითქოს საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ევროპული ინტეგრაცია და მეორე, ეს არის კოზაკის წესების დარღვევა. მივუთითე წესების მუხლები, რომლებიც უფლებას აძლევს კანდიდატ ქვეყნებს, რომ მონაწილეობა მიიღოს ამგვარ ფორმატებში და არანაირი უფლება არ აქვს მიცემული არავის, რომ შეზღუდოს ეს მონაწილეობა.
ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ დანიის ხელისუფლება არღვევს პროცედურებს და ნორმებს, რომელიც შეთანხმებულია. რაც არის წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის დარღვევა, რომელზედაც თითქოს ევროკავშირი წუხს და ებრძვის და ამავე დროს თავად არიან საერთაშორისო სამართლის დამრღვევები. ჩვენ ხომ ამას ედგებოდნენ, რომ ევროკავშირი არის წესები. აღმოჩნდა, რომ ევროკავშირი მაშინ არის წესები, როდესაც ეს წესები აწყობთ და როდესაც ეს წესები არ აწყობთ, მაშინ არის ჯუნგლების კანონი“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
1754398076
საზოგადოებაპრემიერი: სტრასბურგის სასამართლომ დაგვავალა გამოძიების განახლება 20 ივნისის საქმეზე თუ რატომ მივიდა საქმე რეზინის ტყვიების გამოყენებამდე, პოლიტიკური შეფასებები გაკეთებული გვაქვს, ახლა უნდა გაკეთდეს სამართლებრივი შეფასება ც
ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია 20 ივნისის საქმეზე - რატომ მივიდა საქმე რეზინის ტყვიების გამოყენებამდე, ამ მთავარ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი და დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, - განუცხადა საქართველოს პრემ...
1754398010
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: დღეს ჩვენ ვემსახურებით ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყანას გლობალურ სავაჭრო მარშრუტებზე წვდომის მოსაპოვებლად, რაც დაკავშირებადობას, საიმედოობასა და ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს მათ
დღეს ჩვენ ვემსახურებით ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყანას გლობალურ სავაჭრო მარშრუტებზე წვდომის მოსაპოვებლად, რაც დაკავშირებადობას, საიმედოობასა და ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს მათ, - განაცხადა საქ...
1754396723
საზოგადოებაპრემიერი: საქართველო არის ერთგვარი მშვიდობის კუნძული რეგიონში, განსაკუთრებულ როლს ასრულებს დაკავშირებადობის კუთხით და მაქსიმალურ ძალისხმევას გამოვიჩენთ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ
მაქსიმალურ ძალისხმევას გამოვიჩენთ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ და გავაძლიეროთ ქვეყნის სტრატეგიული დატვირთვა როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური კუთხით...
1754396673
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: პირველი აღიარება მოვისმინეთ, აღიარებულია ის, რომ გადასახადებს არ იხდიდა ხაზარაძე, კონკრეტული გარიგების საფუძველზე, თუმცა, კიდევ უფრო საინტერესოა, რეალურად, არსებობდა თუ არა ასეთი გარიგება და ეს არის მთავარი კითხვა
პირველი აღიარება მოვისმინეთ, აღიარებულია ის, რომ გადასახადებს არ იხდიდა ხაზარაძე, კონკრეტული გარიგების საფუძველზე, თუმცა, კიდევ უფრო საინტერესოა, რეალურად, არსებობდა თუ არა ასეთი გარიგება და ეს არის მ...
1754396629
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: გაეროს კონფერენცია იყო ძალიან საინტერესო და მაქსიმალურად გამოვიყენეთ ეს ფორმატი ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად
გაეროს კონფერენცია იყო ძალიან საინტერესო და მაქსიმალურად გამოვიყენეთ ეს ფორმატი ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს თურქმენე...