შალვა პაპუაშვილი: საქართველოს პარლამენტის სახელით, გილოცავთ ახალ წელს და თითოეულ თქვენგანს, თქვენს ოჯახებს ვუსურვებ ჯანმრთელობას, მშვიდობას და კეთილდღეობას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მოსახლეობას, პარლამენტის სახელით, ახალი წლის დადგომას ულოცავს.

როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, 2022 წელს პარლამენტი აქტიურად გააგრძელებს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებას, ხელს შეუწყობს ევროპულ ოჯახში საქართველოს ღირსეული ადგილის დამკვიდრებას და უზრუნველყოფს მოქალაქეებისთვის უკეთესი მომავლის შექმნას.

„ძვირფასო თანამოქალაქეებო!

საქართველოს პარლამენტის სახელით, გილოცავთ ახალ წელს და თითოეულ თქვენგანს, თქვენს ოჯახებს ვუსურვებ ჯანმრთელობას, მშვიდობას და კეთილდღეობას.

ახალ წელს განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს აფხაზ და ოს დებსა და ძმებს, საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს.

ახალი წლის ღამეს ყველა თაობისთვის საყვარელი ტრადიციები ცოცხლდება და ყველა ოჯახში განსაკუთრებული გარემოა.

მინდა, გამორჩეულად მივულოცო ახალი წელი ჩვენი ოჯახების ასაკოვან წევრებს, რომლებმაც ეს ტრადიციები შემოგვინახეს და ჩვენს ბავშვებს, რომლებიც ახალი წლის ღამის განსაკუთრებულობას არ გვავიწყებენ“, –განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე მადლობას უხდის ექიმებს, პოლიციელებს, ჯარისკაცებსა და პედაგოგებს, რომლებიც, მისი თქმით, პანდემიით გამოწვეული სირთულეების დაძლევაში იყვნენ მთავარი.

„დღეს, ყველა ერთად ვემშვიდობებით ურთულესი გამოწვევებით სავსე წელს და მომავალს იმედით ვხვდებით.

პანდემიით გამოწვეული სირთულეების დაძლევაში მთავარი იყავით თქვენ, ჩვენი ექიმები, ჩვენი პოლიციელები, ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი პედაგოგები.

დიდი მადლობა თქვენ და ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდით ედგა სახელმწიფოს ამ ურთულეს პერიოდში.

2022 წელს პარლამენტი, როგორც ხალხის ნების უშუალო განმახორციელებელი, აქტიურად გააგრძელებს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებას, ხელს შეუწყობს ევროპულ ოჯახში საქართველოს ღირსეული ადგილის დამკვიდრებას და უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეებისთვის უკეთესი მომავლის შექმნას.

სწორედ ამიტომ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საერთო სახელმწიფოებრივი მიზნების გარშემო გაერთიანება; ამ პროცესში საქართველოს თითოეული მოქალაქის ჩართულობა და აქტიურობა კი – გადამწყვეტი. ყველა ამ ქვეყნის შვილები ვართ და ჩვენ საერთო მომავალი გვაერთიანებს.

მჯერა, თითოეული ჩვენგანის ყოველდღიური საფიქრალია საქართველოს ერთიანობა, წინსვლა და განვითარება.

ამიტომ, დღევანდელი გამოწვევების ფონზე, ისე როგორც არასდროს, საქართველოს ერთსულოვნება და ურთიერთთანადგომა სჭირდება.

ეს არის ის, რასაც გვავალდებულებს ჩვენი საამაყო ისტორია, უნიკალური კულტურა და პასუხისმგებლობა ჩვენი შვილების მომავლის წინაშე.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს და დარწმუნებული ვარ, რომ 2022 წელი ჩვენი ქვეყნისთვის მშვიდობისა და განვითარების წელი იქნება“, – აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მილოცვაში.

სხვა სიახლეები: 

📍პრემიერ - მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის საახალწლო მილოცვა

📍,,რა გითხრათ, რით გაგახაროთ? რა მოვულოცოთ ჩვენს თავს?“ - საქართველოს პრეზიდენტის საახალწლო მილოცვა (ვიდეო)

📍საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საახალწლო მილოცვა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792139276

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: საქართველო კვლავაც ერთგულია საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის, რათა დავიცვათ ბიომრავალფეროვნება, გავაძლიეროთ ბუნების დაცვის ძალისხმევა და უზრუნველვყოთ, ბუნებრივი გარემოს შენარჩუნება

რეგიონულ თანამშრომლობასთან ერთად, საერთაშორისო პარტნიორობას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ბუნების დაცვის სფეროში აღებული ვალდებულებების პრაქტიკულ შედეგებად გარდაქმნაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ...

ირაკლი კობახიძე

1792139205

საზოგადოება

პრემიერი: საქართველო კავკასიის ბიომრავალფეროვნების რეგიონში მდებარეობს, საქართველოს მიდგომის საფუძველს სწორედ ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა, ეკოლოგიური კავშირების შენარჩუნება და დაზიანებული ეკოსისტემების აღდგენა წარმოადგენს

„მოხარული ვარ, რომ ვმონაწილეობ ბიოლოგიური მრავალფეროვნების საკითხებზე ერევანში გამართულ ლიდერთა სამიტში. მსურს, გულწრფელი მადლობა გადავუხადო გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და სომხეთის მთავრობას სა...

ირაკლი კობახიძე

1792139087

საზოგადოება

პრემიერი: საქართველო კვლავაც ინარჩუნებს ეკონომიკური განვითარების მაღალ ტემპს, რვა თვის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 7,6 პროცენტი შეადგინა, პრიორიტეტია, უზრუნველვყოთ, შედეგები სოფლისა და მთიანი რეგიონების მოსახლეობაზეც აისახოს

საქართველო კვლავაც ინარჩუნებს ეკონომიკური განვითარების მაღალ ტემპს. 2026 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 7,6 პროცენტი შეადგინა, - ამის შესახებ საქართველოს პრე...

ირაკლი კობახიძე

1792136823

საზოგადოება

საპატრიარქო: სამთავროს მონასტერში საღვთო ლიტურგია რუსულ ენაზე არ ჩატარებულა და ამის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება

„სამთავროს მონასტერში საღვთო ლიტურგია რუსულ ენაზე არ ჩატარებულა და ამის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება“, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს....

საპატრიარქო საპატრიარქო

1792135570

საზოგადოება

ნიკოლოზ სამხარაძე: იტალია ევროკავშირში ჩვენი ერთ-ერთი დიდი მხარდამჭერია, მათ შორის იმ ძალიან რთულ პროცესში, რომელსაც დღეს ევროკავშირთან ურთიერთობებში გავდივართ

იტალია ევროკავშირში ჩვენი ერთ-ერთი დიდი მხარდამჭერია, მათ შორის იმ ძალიან რთულ პროცესში, რომელსაც ჩვენ დღეს ევროკავშირთან ურთიერთობებში გავდივართ. ამიტომ ამ საკითხზეც გვქონდა საუბარი, - განაცხადა საგა...

ნიკოლოზ სამხარაძე