,,რა გითხრათ, რით გაგახაროთ? რა მოვულოცოთ ჩვენს თავს?“ - საქართველოს პრეზიდენტის საახალწლო მილოცვა (ვიდეო)

,,რა გითხრათ, რით გაგახაროთ? რა მოვულოცოთ ჩვენს თავს?“- კითხულობდა 124 წლის წინ ილია და დღესაც მინდება იგივე კითხვის დასმა.

ამ საახალწლო, ტრადიციული მოლოცვის მაგიერ, მინდა, მოგასმენინოთ არა ჩემი, არამედ ჩვენი შვილების ხმა...

 მე ვარ მარი, 9 წლის. მყავს ორი ძმა. ვართ სოციალურად დაუცველები. არასდროს არ მითხოვია არაფერი. მინდა ნაძვის ხე, არ მაქვს. თუკი გაქვს საშუალება და გამახარებ კარგი იქნება. თუ არ გექნება, რითიც გამახარებთ მადლობელი ვიქნები. სოფელი დირბი

გამარჯობა. მე ვარ ვაკო, 7 წლის. მყავს პატარა დაიკო. ვართ დევნილები და სოციალურად დაუცველები. ძალიან გთხოვთ, კეთილ ადამიანებს, შეგვისრულეთ მე და ჩემს დაიკოს სურვილები. მე მაქვს თქვენი იმედი და დაგელოდებით. მჯერა ამისრულებთ ნატვრას. ქალაქი გორი

მე ვარ ნინი, 5 წლის ვხდები 5 მარტს. ვარ დევნილი. ძალიან მინდა, რომ თოვლის პაპამ მომიტანოს სამზარეულო. წინა წელსაც ველოდებოდი სამზარეულოს, მაგრამ არ მომიტანა. ქალაქი გორი.

• არ ვიცი, თუ გაქვთ საშუალება, რომ ჩვენც გაგვახარო. მაგრამ მე მაინც მაქვს იმედი. მე ვარ აკო, 11 წლის. მყავს ძმა 4 წლის და და ნანკა 1 წლის და 6 თვის. ვართ სოციალურად დაუცველები და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები. რისი საშუალებაც გექნება ყველაფერი გაგვიხარდება. განსაკუთრებით, ჩემი ძმა გაიხარებს თქვენი დანახვით. გელით დიდი სიხარულით. სოფელი დირბი

მე ვარ ანა 11 წლის. ვარ სოციალურად დაუცველი. მინდა თოვლის პაპამ გამახაროს და მომიტანოს პლანშეტი, დედა ვერ ყიდულობს, მყავს და-ძმა. ძმას აქვს ლეიკემია. ძალიან გვიჭირს, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი თანხა სჭირდება მის მკურნალობას. სოფელი ქიწნისი.

მე ვარ დათუნა 8 წლის. ვართ სოციალურად დაუცველი. მე მინდა, რომ მომიტანო ტელეფონი თუ შეგიძლია, რადგან კომპიუტერი გამიფუჭდა და ონლაინგაკვეთილებზე ვერ ვერთვები. მეც მინდა, რომ ვისწავლო თანატოლებივით. სოფელი ქვეში ამ ბავშვებს შევუსრულეთ ეს საახალწლო სურვილები, მაგრამ ბევრ სხვას ვერა და კიდევ მეტს ვერც შევუსრულებთ დიდხანს.

ილიასი არ იყოს ქვეყანა დგას უზარმაზარი თხრილის წინ, „და საკმაოა ხელი გვკრან და გადავიჩეხებით“. ოღონდ ილიას წუხილი უცოდინრობა, შრომის ნაკლებობა, მიზნის დაკარგვა თუ იყო...

ჩვენ დღეს უარესი გვჭირს: ერთმანეთი დავკარგეთ, ერთმანეთს ვეჯიკავებით ამ თხრილისკენ, მტერიც აღარ გვჭირდება რომ ხელი გვკრას, მის საქმეს ჩვენვე ვაკეთებთ და ერთმნეთს ვკრავთ ხელს. უკიდეგანო შური და ბოღმა, სიძულვილი და დაპირისპირება, მოკლევადიანი გეგმები და კიდევ უფრო მოკლემჭვრეტელი ხედვა, სამაგიეროდ, გრძელვადიანი და უსაფუძვლო ამბიციები! ამ დღეებში ჩემი მთელი ძალისხმევა და რასაც მომავალ წელსაც გავაგრძელებ (და სანამ ამ თანამდებობაზე ვიქნები, რამეთუ ამ თანამდებობაზე მხოლოდ და მხოლოდ ამისთვის ვარ) მიმართულია იმისკენ, რომ როგორმე ერთმანეთთან მისასვლელი გზა თუ გზები მოვნახოთ. მოვახერხოთ ის, რომ ერთმანეთის მოსმენითა და საუბრით და არა შუღლით მოვახერხოთ ამ ქვეყნის გადარჩენა. ჩემი ამოცანაც ესაა - ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის მოვნახოთ ეროვნული თანხმობის გზა.

არა როგორც ზოგზოგიერთი ავრცელებს, რომ ვითომც ეს ერთი რომელიმე ადამიანის გათავისუფლებისთვის კეთდება - არა! არა იმისთვის, რომ ვიღაცისთვის და ვიღაცასთან შერიგება მოვახერხო - არა!

ეს იმისთვის კეთდება, რომ ჩვენ შევძლოთ ერთმანეთის მოსმენა და ერთმანეთთან შევთანხმდეთ იმ რაღაცებზე, რაც ამ ქვეყანას ააშენებს, რაც ამ ქვეყანას არა თუ გადაარჩენს, მაგრამ მოგვცემს საშუალებას, რომ ხვალინდელ ანას და სხვებს არა თუ შევუსრულოთ სურვილები, არამედ მომავალ წელს და შემდეგ წლებში არასოდეს ვთქვათ: - რით გაგახაროთ?

გისურვებთ ბედნიერ ახალ წელს! ამ ქვეყნისათვის კი ვისურვებდი, რომ ამ წელსვე შევძლოთ ამ დიდი სურვილის ასრულება, შევძლოთ ერთმანეთის მოსმენა, შევძლოთ ერთმანეთისთვის აზრების გაზიარება!

მე იმედიანად ვარ, რადგან ამ დღეებში ერთი რამ მაინც დავამტკიცეთ, რომ ყველას შეუძლია ამ სასახლეში მოსვლა, ამ სასახლეში დაჯდომა და ერთმანეთთან საუბარი! გილოცავთ დღევანდელ დღეს!“

სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი 31.12.2021 წელი.

ასევე საინტერესოა:

🔵 ახალი წელი და ტრადიციები საქართველოს კუთხეებში

🔵 როდიდან და როგორ აღინიშნებოდა ახალი წელი საქართველოში?

🔵 ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790015734

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენის 35-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო და სომეხ ხალხს ისტორიული დღე მიულოცა. „საქართველოსა დ...

შალვა პაპუაშვილი

1790013180

საზოგადოება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბულგარელ კოლეგას შეხვდა

გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ველისლავა პეტროვა-ჩამოვას შეხვდ...

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ

1790011413

საზოგადოება

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გოგი აბუაშვილმა თანამდებობა დატოვა

გოგი აბუაშვილმა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა დატოვა. „საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჩემი პირადი...

გოგი აბუაშვილ

1790009163

მსოფლიო

პესკოვი: რუსეთი არც საფრანგეთისთვის და არც ევროპის რომელიმე სხვა სახელმწიფოსთვის საფრთხეს არ წარმოადგენს

რუსეთი არც საფრანგეთისთვის და არც ევროპის რომელიმე სხვა სახელმწიფოსთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. მისი თქმით, ეს რუსეთის პრე...

აა

1790007077

მსოფლიო

ტრამპი: აშშ მუშაობს მასშტაბურ გარიგებაზე ბელარუსისგან კალიუმის სასუქის შესყიდვასთან დაკავშირებით - ფასი საგრძნობლად დაბალი იქნება იმასთან შედარებით, რასაც ახლა კანადას ვუხდით

აშშ ბელარუსისგან კალიუმის სასუქის შესყიდვის მიზნით მასშტაბურ შეთანხმებას ამზადებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. ტრამპის თქმით, ახალი შეთანხმებით შეთავაზებული ფასი მნიშვნე...

 ტრამპი ტრამპი