შალვა პაპუაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე: ახლა ამით უნდა იცხოვროს ბრიუსელმა, რომ პარლამენტზე შტურმის განმახორციელებელი ხალხის მფარველები არიან

ახლა ამით უნდა იცხოვროს ბრიუსელმა, რომ პარლამენტზე შტურმის განმახორციელებელი ხალხის მფარველები არიან, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებით არის ორი რამ გამოვლენილი - დადასტურდა, რომ 20 ივნისს იყო ძალადობა და შტურმი საქართველოს პარლამენტზე, რომ ნიკა მელია ამ შტურმში ჩართული ადამიანი იყო. ნიკა მელია, რომელიც ევროკავშირმა გირაოთი დაიხსნა და ამ დანაშაულის გამო იყო პატიმრობაში. ამის შემდეგ ის უარესი ექსტრემისტი გახდა. ასევე დადასტურდა, რომ ევროკავშირი მფარველობდა მათ, ვინც 2019 წლის 20 ივნისს ძალადობრივ შტურმში იყო ჩართული პარლამენტის წინააღმდეგ. ახლა ამით უნდა იცხოვროს ბრიუსელმა, რომ პარლამენტზე შტურმის განმახორციელებელი ხალხის მფარველები არიან. ასევე გამოავლინა სტრასბურგის სასამართლომ, რომ გამოძიების დროს იყო ხარვეზები და ბოლომდე არ დადგინდა, რამდენად სწორად დაიგეგმა ძალადობრივი თავდასხმის მოგერიების ოპერაცია. ამ საკითხს ახლა იკვლევს პროკურატურა და გაეცემა პასუხი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1754398121

საზოგადოება

პრემიერი: არის რაღაცები, პირველ რიგში, ღირებულებები, რაც არაფერში არ იცვლება, ამას თუ დავანახვებთ წინასწარ ევროპულ ბიუროკრატიას, უფრო მეტად გაგვიმარტივდება საკუთარი ფასეულობების და ღირებულებების დაცვა

არის რაღაცები, პირველ რიგში, ღირებულებები, რაც არაფერში არ იცვლება. ამას თუ დავანახებთ წინასწარ ევროპულ ბიუროკრატიას, დამიჯერეთ, უფრო მეტად გაგვიმარტივდება საკუთარი ფასეულობების და ღირებულებების დაცვა...

ირაკლი კობახიძე

1754398076

საზოგადოება

პრემიერი: სტრასბურგის სასამართლომ დაგვავალა გამოძიების განახლება 20 ივნისის საქმეზე თუ რატომ მივიდა საქმე რეზინის ტყვიების გამოყენებამდე, პოლიტიკური შეფასებები გაკეთებული გვაქვს, ახლა უნდა გაკეთდეს სამართლებრივი შეფასება ც

ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია 20 ივნისის საქმეზე - რატომ მივიდა საქმე რეზინის ტყვიების გამოყენებამდე, ამ მთავარ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი და დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, - განუცხადა საქართველოს პრემ...

ირაკლი კობახიძე

1754398010

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: დღეს ჩვენ ვემსახურებით ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყანას გლობალურ სავაჭრო მარშრუტებზე წვდომის მოსაპოვებლად, რაც დაკავშირებადობას, საიმედოობასა და ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს მათ

დღეს ჩვენ ვემსახურებით ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყანას გლობალურ სავაჭრო მარშრუტებზე წვდომის მოსაპოვებლად, რაც დაკავშირებადობას, საიმედოობასა და ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს მათ, - განაცხადა საქ...

ირაკლი კობახიძე

1754396723

საზოგადოება

პრემიერი: საქართველო არის ერთგვარი მშვიდობის კუნძული რეგიონში, განსაკუთრებულ როლს ასრულებს დაკავშირებადობის კუთხით და მაქსიმალურ ძალისხმევას გამოვიჩენთ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ

მაქსიმალურ ძალისხმევას გამოვიჩენთ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ და გავაძლიეროთ ქვეყნის სტრატეგიული დატვირთვა როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური კუთხით...

ირაკლი კობახიძე

1754396673

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: პირველი აღიარება მოვისმინეთ, აღიარებულია ის, რომ გადასახადებს არ იხდიდა ხაზარაძე, კონკრეტული გარიგების საფუძველზე, თუმცა, კიდევ უფრო საინტერესოა, რეალურად, არსებობდა თუ არა ასეთი გარიგება და ეს არის მთავარი კითხვა

პირველი აღიარება მოვისმინეთ, აღიარებულია ის, რომ გადასახადებს არ იხდიდა ხაზარაძე, კონკრეტული გარიგების საფუძველზე, თუმცა, კიდევ უფრო საინტერესოა, რეალურად, არსებობდა თუ არა ასეთი გარიგება და ეს არის მ...

ირაკლი კობახიძე