შალვა პაპუაშვილი თურქეთში ვიზიტზე: შევთანხმდით, რომ საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის ფორმატი პარლამენტის თავმჯდომარეების დონეზე, რომლის იდეაც ორი წლის წინ წარმოიშვა, გამოვაცოცხლოთ და პირველი შეხვედრა წელსვე გაიმართოს

მნიშვნელოვანია, რომ შევთანხმდით, რომ საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სამმხრივი ფორმატი პარლამენტის თავმჯდომარეების დონეზე, რომლის იდეაც ორი წლის წინ წარმოიშვა, მაგრამ თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო ვერ განხორციელდა, უნდა გამოვაცოცხლოთ და პირველი შეხვედრა წელსვე გაიმართოს, - განუცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თურქეთში ვიზიტის დროს განხილული საკითხების შესახებ საუბრისას ჟურნალისტებს.
მისი განცხადებით ასევე განხილვის თემა იყო ის მემორანდუმი, რომელიც სამი წლის წინ დაიდო.
„სამი წლის წინ, როდესაც თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარე სტუმრობდა საქართველოს, დაიდო თანამშრომლობის მემორანდუმი, სადაც გაწერილია ის ჩარჩო, რომელშიც პარლამენტი, მეგობრობის ჯგუფები, კომიტეტები, აპარატი თანამშრომლობს და ზუსტად ამ თანამშრომლობის ერთი მხრივ განხილვა მოხდა და მეორე მხრივ, სამომავლო გეგმების დასახვა. უახლოეს პერიოდში გვექნება კომიტეტების ვიზიტები როგორც თურქეთიდან საქართველოში, ისე საქართველოდან თურქეთში.
მნიშვნელოვანია, რომ შევთანხმდით, რომ საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სამმხრივი ფორმატი პარლამენტის თავმჯდომარეების დონეზე, რომლის იდეაც ორი წლის წინ წარმოიშვა, მაგრამ თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო ვერ განხორციელდა, უნდა გამოვაცოცხლოთ და პირველი შეხვედრა წელსვე გაიმართოს”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
1750252039
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 18 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7276 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7283 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...
1750250751
მსოფლიოგანგაშის უმაღლესი დონე კუნძულ ბალიზე - ვულკანის ამოფრქვევის გამო, გაუქმებულია ავიარეისები
ვულკანის ამოფრქვევის გამო, ინდონეზიის საკურორტო კუნძულ ბალის მიმართულებით ათეულობით ავიარეისი გადაიდო ან გაუქმდა. შეფერხებულია ბალიდან მომავალი რეისებიც. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ქვეყნის ვულკანოლოგი...
1750250616
საზოგადოებადავით ბაციკაძე, მეორე ვადით, ევროპის რეგიონთა ასამბლეის (AER, ერა) ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - დავით ბაციკაძე, მეორე ვადით, ევროპის რეგიონთა ასამბლეის (AER, ერა) ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. ინფორ...
1750249635
საზოგადოებარომის პაპი: ეკლესიის გული ტყდება საომარი ადგილებიდან გამოსული ხმაურით, განსაკუთრებით უკრაინიდან, ირანიდან, ისრაელიდან და ღაზიდან გამოსული ყვირილით, ჩვენ არ უნდა შევეჩვიოთ ომს
ახლო აღმოსავლეთსა და მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტებზე ისაუბრა რომის პაპმა. ლეონ მე-14 მოუწოდებს ყველა დაპირისპირებულ მხარეს, არჩევანი მშვიდობაზე გააკეთონ და თავი აარიდონ ძლიერი სამხედრო ტექნიკის გამოყ...
1750249369
საზოგადოებაწმინდა საყდართან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რწმუნებათა სიგელი რომის პაპ ლეონ XIV-ს გადასცა
17 ივნისს, წმინდა საყდართან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, დავით მექვაბიშვილმა რწმუნებათა სიგელი გადასცა რომის პაპ ლეონ XIV-ს. ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ გაიმართა ელჩის შე...