შარმანაშვილი კომისიის დასკვნაზე: ჩვენს შემდგომ ვინც გააკეთებს ასეთ დასკვნას ამაზე ქვემოთ ვეღარ ჩამოვა, ეს თამასა უკვე ძალიან მაღალია, რაც ჩვენი სამართლებრივი და პოლიტიკური კულტურის განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობის მქონეა

მართლა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენი კომისიის თავმჯდომარის უზარმაზარ გამოცდილებას და მე ძალიან მიხარია, რომ ასეთი ტიპის დასკვნების სტანდარტმა აიწია. უკვე ჩვენს შემდგომ ვინც გააკეთებს ასეთ დასკვნას ამაზე ქვემოთ ვეღარ ჩამოვა, ეს თამასა უკვე ძალიან მაღლა არის გადებული, ეს ჩვენი სამართლებრივი და პოლიტიკური კულტურის განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობის მქონეა. ეს გააკეთა ქალბატონმა თეამ და ამისთვის დიდი მადლობა მინდა ვუთხრა, - განაცხადა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნით სხდომაზე კომისიის წვერმა, თენგიზ შარმანაშვილმა.

თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ასე ცალკეულად ყველაფრის შესახებ ჰქონდათ ინფორმაცია, აღმოჩნდა, რომ ბევრია ისეთი ფაქტი რომელთა შესახებაც აქამდე არაფერი სცოდნიათ.

„მიუხედავად იმისა, რომ ყველას ჰქონდა განცდა იმისა, რომ ჩვენ ხომ ყველაფერი ვიცით, ეს ფაქტები, ხომ ის რაც ცნობილია, აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ ყოფილა. როდესაც ადამიანებს, პირადად ესაუბრები, პირადად ხდება მათი გამოკითხვა უფრო მძაფრად დგება შენს თვალწინ ის მასშტაბები, რასთან გაქვს საქმე და მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ასე ცალკეულად ყველაფრის თაობაზე ვიცოდით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ყველაფერიც არ გვცოდნია, ერთმანეთშიც ვსაუბრობდით შემდგომ, რომ ბევრი ფაქტი იყო ისეთი, რომელიც აქამდე არ ვიცოდი, მაგრამ მასშტაბია უკვე ეს ამ დასკვნაშიც არის ასახული და ყველა მიმართულებით ეს არის ძალიან მძიმე მასალა. ძალიან მძიმე წუთები გავიარეთ ყველამ ერთად აქ და გავიაზრეთ რასთან გვქონდა თურმე საქმე. დავეთანხმები სოზარს და ვიტყვი, რომ მნიშვნელობა მხოლოდ იმიტომ კი არ აქვს, რომ შევაფასოთ რაც მოხდა, მთავარი არის ის, რომ ეს საქართველოში არასოდეს აღარ უნდა განმეორდეს. მხოლოდ ამისთვისაც კი ღირდა ამ კომისიის შექმნა, რათა ჩვენ ამ ყველაფრისთვის თავი ერთად მოგვეყარა, რათა სამომავლოდ ჩვენმა არც საზოგადოებამ და არცერთმა ჩვენგანმა აღარ დავუშვათ ამის განმეორება ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1754296179

საზოგადოება

სოზარ სუბარი: განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა თეა წულუკიანს, მისი გამოცდილება იყო ძალიან მნიშვნელოვანი - თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის მაღალპროფესიული, დასაბუთებული დასკვნა, თითოეული სიტყვის უკან დგას უამრავი ფაქტი და წყარო

ძალიან დიდი მუშაობა ჩატარდა კომისიის თითოეული წევრის, დამხმარე პერსონალის, აპარატის მხრიდან, მაგრამ, განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ქალბატონ თეა წულუკიანს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის დრო...

სოზარ სუბარი

1754295676

საზოგადოება

სოზარ სუბარი: როდესაც ვუსმენდით დაზარალებულებს, ის საშინელება ისე ცოცხლდებოდა, რომ წარმოუდგენელი იყო ემოციის გარეშე მოსმენა - ადამიანური განცდა დაწერილ ტექსტში ვერ გადმოვა, მაგრამ ფაქტები ასახულია და ეს მნიშვნელოვანია

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქ...

სოზარ სუბარი

1754294462

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი: ელდარ შენგელაიას გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია მთელი ქვეყნისთვის, მან თავისი შემოქმედებით წარუშლელი კვალი დატოვა არა მხოლოდ კინემატოგრაფიაში, არამედ ქართულ კულტურაში

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი კინორეჟისორ ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი კინორეჟისორის, ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო...

მიხეილ ყაველაშვილი

1754292882

საზოგადოება

რიყისა და ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

თბილისის მერიის ინფორმაციით, რიყისა და ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა, გეგმური ტექნიკური სამუშაოების გამო, 5 აგვისტოს მგზავრებს ვერ მოემსახურება. „საბაგირო ჩვეულ რეჟიმში მუშაობას 6 აგვისტოს გა...

რიყისა და ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა

1754292663

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გენიალური ქართველი კინორეჟისორის ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, რეჟისორის ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გენიალური ქართველი კინორეჟისორის ელდარ შენგე...

შალვა პაპუაშვილი