სოზარ სუბარი: როდესაც ვუსმენდით დაზარალებულებს, ის საშინელება ისე ცოცხლდებოდა, რომ წარმოუდგენელი იყო ემოციის გარეშე მოსმენა - ადამიანური განცდა დაწერილ ტექსტში ვერ გადმოვა, მაგრამ ფაქტები ასახულია და ეს მნიშვნელოვანია

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, კომისიის მდივანმა, სოზარ სუბარმა, გაწეული სამუშაო შეაფასა.
მისი თქმით, საზოგადოებაში დიდი მოლოდინი იყო კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით, რაც დოკუმენტში აისახა. სუბარმა ასევე აღნიშნა ისიც, რომ დასკვნაში არსებული ფაქტები მნიშვნელოვანია არამხოლოდ წარსულის შეფასებისთვის, არამედ, მომავლის პრევენციისთვის, რათა მსგავსი რამ საქართველოში აღარასდროს განმეორდეს.
„უზარმაზარი სამუშაო ჩატარდა, ძალიან დიდი იყო მოლოდინი საზოგადოებაში და მგონია, რომ ეს მოლოდინი აისახა. აქ ვართ ადამიანები, რომლებმაც ეს ყველაფერი თითქოს ვიცოდით, მაგრამ, როდესაც ვუსმენდით დაზარალებულებს, თითოეული ჩვენგანისთვისაც ეს განცდა იმდენად მძაფრი იყო, ის საშინელება ისე ცოცხლდებოდა, რომ წარმოუდგენელი იყო ამ ყველაფრის მოსმენა ემოციის გარეშე და ვფიქრობ, ეს ყველაფერი მეტ-ნაკლებად ასახულია დასკვნაში. რა თქმა უნდა, ადამიანური განცდა დაწერილ ტექსტში ვერ გადმოვა, მაგრამ ფაქტები ასახულია და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არა მხოლოდ წარსულის შეფასებისთვის, არამედ, მომავლის პრევენციისთვის, რომ მომავალში არასდროს განმეორდეს მსგავსი რამ და არ გაეხსნას გზა მსგავს დამნაშავე ხელისუფლებას", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
1754296179
საზოგადოებასოზარ სუბარი: განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა თეა წულუკიანს, მისი გამოცდილება იყო ძალიან მნიშვნელოვანი - თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის მაღალპროფესიული, დასაბუთებული დასკვნა, თითოეული სიტყვის უკან დგას უამრავი ფაქტი და წყარო
ძალიან დიდი მუშაობა ჩატარდა კომისიის თითოეული წევრის, დამხმარე პერსონალის, აპარატის მხრიდან, მაგრამ, განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ქალბატონ თეა წულუკიანს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის დრო...
1754295756
საზოგადოებაშარმანაშვილი კომისიის დასკვნაზე: ჩვენს შემდგომ ვინც გააკეთებს ასეთ დასკვნას ამაზე ქვემოთ ვეღარ ჩამოვა, ეს თამასა უკვე ძალიან მაღალია, რაც ჩვენი სამართლებრივი და პოლიტიკური კულტურის განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობის მქონეა
მართლა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენი კომისიის თავმჯდომარის უზარმაზარ გამოცდილებას და მე ძალიან მიხარია, რომ ასეთი ტიპის დასკვნების სტანდარტმა აიწია. უკვე ჩვენს შემდგომ ვინც გააკეთებს ასეთ დასკვნას ამა...
1754294462
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი: ელდარ შენგელაიას გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია მთელი ქვეყნისთვის, მან თავისი შემოქმედებით წარუშლელი კვალი დატოვა არა მხოლოდ კინემატოგრაფიაში, არამედ ქართულ კულტურაში
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი კინორეჟისორ ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი კინორეჟისორის, ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო...
1754292882
საზოგადოებარიყისა და ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება
თბილისის მერიის ინფორმაციით, რიყისა და ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა, გეგმური ტექნიკური სამუშაოების გამო, 5 აგვისტოს მგზავრებს ვერ მოემსახურება. „საბაგირო ჩვეულ რეჟიმში მუშაობას 6 აგვისტოს გა...
1754292663
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გენიალური ქართველი კინორეჟისორის ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, რეჟისორის ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გენიალური ქართველი კინორეჟისორის ელდარ შენგე...