შემოსავლების სამსახური ლევან ხაბეიშვილს დეზინფორმაციის მიზანმიმართულად გავრცელებაში ადანაშაულებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს ლევან ხაბეიშვილს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი, სიცრუეა თითქოს სანქცირებული საწვავით დატვირთული გემი ბათუმის პორტიდან გაიპარა.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საზოგადოების ინფორმირების მიზნით კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აცხადებს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მიერ, სოციალურ ქსელში გავრცელებული გადაუმოწმებელი ინფორმაცია (მათ შორის 2022 წელს, სანქცირებული საწვავით დატვირთული გემის ბათუმის პორტიდან თითქოს „გაპარვის“ შესახებ) არის მორიგი დეზინფორმაცია. ლევან ხაბეიშვილი ამჯერადაც სიცრუით, მიზანმიმართულად ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მიმდინარე წლის 3 აგვისტოს, ბათუმის საზღვაო ნავსადგურში შემოვიდა ინდონეზიის დროშის ქვეშ მცურავი გემი - ,,CAPIBARA”, რომელზეც დატვირთული იყო ერთ-ერთი რუსული კომპანიიდან ქართული კომპანიისთვის (უწყება თავს იკავებს კომპანიების სახელწოდებების დასახელებისგან და საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან) გამოგზავნილი, იმპორტის საბაჟო პროცედურებში მოქცევისთვის განკუთვნილი- 15 000 ტონა დიზელის საწვავი.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ განხორციელებული სკრინინგის შედეგად დადასტურებულია, რომ გემსა და გემის მფლობელ კომპანიაზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები. ამასთან, შემოსავლების სამსახურის მიერ გადამოწმების შედეგად, დადგინდა, რომ საერთაშორისო სანქციები არც ტვირთზე ვრცელდება, ვინაიდან საქონლის ფასი არ აღემატება სანქციებით დაწესებული ფასის ზედა ზღვარს. ინფორმაცია ხელმისაწვდომია ღია წყაროებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბაჟო კონტროლის პროცედურების დასრულების შემდეგ, ტვირთი დაიცალა და კანონმდებლობის შესაბამისად მოექცა იმპორტის პროცედურაში“, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1754398121

საზოგადოება

პრემიერი: არის რაღაცები, პირველ რიგში, ღირებულებები, რაც არაფერში არ იცვლება, ამას თუ დავანახვებთ წინასწარ ევროპულ ბიუროკრატიას, უფრო მეტად გაგვიმარტივდება საკუთარი ფასეულობების და ღირებულებების დაცვა

არის რაღაცები, პირველ რიგში, ღირებულებები, რაც არაფერში არ იცვლება. ამას თუ დავანახებთ წინასწარ ევროპულ ბიუროკრატიას, დამიჯერეთ, უფრო მეტად გაგვიმარტივდება საკუთარი ფასეულობების და ღირებულებების დაცვა...

ირაკლი კობახიძე

1754398076

საზოგადოება

პრემიერი: სტრასბურგის სასამართლომ დაგვავალა გამოძიების განახლება 20 ივნისის საქმეზე თუ რატომ მივიდა საქმე რეზინის ტყვიების გამოყენებამდე, პოლიტიკური შეფასებები გაკეთებული გვაქვს, ახლა უნდა გაკეთდეს სამართლებრივი შეფასება ც

ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია 20 ივნისის საქმეზე - რატომ მივიდა საქმე რეზინის ტყვიების გამოყენებამდე, ამ მთავარ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი და დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, - განუცხადა საქართველოს პრემ...

ირაკლი კობახიძე

1754398010

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: დღეს ჩვენ ვემსახურებით ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყანას გლობალურ სავაჭრო მარშრუტებზე წვდომის მოსაპოვებლად, რაც დაკავშირებადობას, საიმედოობასა და ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს მათ

დღეს ჩვენ ვემსახურებით ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყანას გლობალურ სავაჭრო მარშრუტებზე წვდომის მოსაპოვებლად, რაც დაკავშირებადობას, საიმედოობასა და ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს მათ, - განაცხადა საქ...

ირაკლი კობახიძე

1754396723

საზოგადოება

პრემიერი: საქართველო არის ერთგვარი მშვიდობის კუნძული რეგიონში, განსაკუთრებულ როლს ასრულებს დაკავშირებადობის კუთხით და მაქსიმალურ ძალისხმევას გამოვიჩენთ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ

მაქსიმალურ ძალისხმევას გამოვიჩენთ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ და გავაძლიეროთ ქვეყნის სტრატეგიული დატვირთვა როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური კუთხით...

ირაკლი კობახიძე

1754396673

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: პირველი აღიარება მოვისმინეთ, აღიარებულია ის, რომ გადასახადებს არ იხდიდა ხაზარაძე, კონკრეტული გარიგების საფუძველზე, თუმცა, კიდევ უფრო საინტერესოა, რეალურად, არსებობდა თუ არა ასეთი გარიგება და ეს არის მთავარი კითხვა

პირველი აღიარება მოვისმინეთ, აღიარებულია ის, რომ გადასახადებს არ იხდიდა ხაზარაძე, კონკრეტული გარიგების საფუძველზე, თუმცა, კიდევ უფრო საინტერესოა, რეალურად, არსებობდა თუ არა ასეთი გარიგება და ეს არის მ...

ირაკლი კობახიძე