"შენნაირ ადამიანს ეს გაუსაძლისი უსამართლობაც ვერ დათრგუნავს... ცხოვრება გრძელდება, და იმათ, ვისაც უჭირს, შენ ისევ სჭირდები" - ლანა ღოღობერიძე ნიკოლოზ წულუკიძეს მიმართავს
"შენნაირ ადამიანს ეს გაუსაძლისი უსამართლობაც ვერ დათრგუნავს... ცხოვრება გრძელდება, და იმათ, ვისაც უჭირს, შენ ისევ სჭირდები" - ლანა ღოღობერიძე ნიკოლოზ წულუკიძეს მიმართავს.
კინორეჟისორი სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს აქვეყნებს და წერს:
"ჩემო ნიკა, თბილისში არ ვარ და ამიტომ ვერ გნახე. მინდა როგორღაც გითხრა, რომ შენს გვერდით ვარ, მაგრამ სიტყვებს ვერ ვპოულობ. შენ ისეთი რამ დაგემართა, რაც ბუნების კანონებს ეწინააღმდეგება - ადამიანმა შვილი არ უნდა დაიტიროს. ამიტომ ამ დროს ნუგეშის სიტყვებიც არ არსებობს. და მაინც ვცდილობ მოვძებნო რაღაც, რაც შემიძლია გითხრა... ალბათ უბრალოდ იმისთვის, რომ ჩემი დამოკიდებულება გამოვხატო შენს მიმართ, იქნებ ეს იყოს სითბოს ერთი წვეთი შენს უსასრულო სასოწარკვეთაში. შენ ისეთი ახალგაზრდა ხარ, და იმდენი ადამიანია გარშემო, ვისაც ნამდვილად სჭირდები. მარტო ახლობლებს არ ვგულისხმობ. მე ჩემი თვალით მინახავს ისინი, ვისაც შენ ასაკით თუ უმწეობით მოგვრილი მარტოობის განცდა შეუმსუბუქე. თანაც მაშინ, როცა ამას თითქოს არაფერი არ გავალდებულებდა შენი ბუნებრივი მოთხოვნილების გარდა. ჰოდა, ცხოვრება გრძელდება, და იმათ, ვისაც უჭირს, შენ ისევ სჭირდები. ეს ადგილი შენ თვითონ მოიპოვე ცხოვრებაში, კაცთა შორის. შენი გახსნილობა, სხვისი ტკივილის გაგების უნარი, შენი გულწრფელობა, შენი იმედიანი ღიმილი...ეს ყველაფერი ისეთი იშვიათობაა დღეს და ისე გვჭირდება ყველას, ყველას! იმასაც კი, ვისაც ეს გააზრებულიც არა აქვს. ვინც თვითონ არის გაბოროტებული და გარშემო ყველა მტრად მიაჩნია.ვწერდი ამ წერილს და ყოველი სიტყვა ისე უსუსურად მეჩვენებოდა... იმ ტკივილთან შედარებით, რასაც შენ და შენი ოჯახი განიცდით. და მაინც,გულწრფელ სიტყვას ყოველთვის აქვს აზრი. მას შეუძლია დაგანახოს შენი განცდა საერთო კონტექსტში. ეს კონტექსტი კი გულისხმობს, რომ ცხოვრება ხშირად არის უსამართლო და უაზროდ ულმობელი. და მე მინდა გამოვხატო ჩემი რწმენა, რომ შენნაირ ადამიანს ეს გაუსაძლისი უსამართლობაც ვერ დათრგუნავს. შენ ვერ ჩაიკეტები საკუთარ ტკივილში, საკუთარ თავში. და პირიქით, ეს მართლაც უსასრულო ტანჯვა კიდევ უფრო გააღრმავებს შენს თანაგრძნობას ადამიანთა მიმართ. ჩემო ნიკა, მიგულე შენს გვერდით." - წერს ლანა ღოღობერიძე.
1794392253
საზოგადოებასაპატრიარქო: 15 ნოემბერს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში მესამე და შემდგომი ბავშვის საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთხუთმეტე ეტაპი ჩატარდება
ამა წლის 15 ნოემბერს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და შემდგომი ბავშვის საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთხუთმეტე ეტაპი ჩა...
1794391103
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილმა COP31-ის მსოფლიო ლიდერთა სამიტის ფარგლებში გამართულ დახვედრისა და მისალმების ოფიციალურ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა COP31-ის მსოფლიო ლიდერთა სამიტის ფარგლებში გამართულ დახვედრისა და მისალმების ოფიციალურ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია...
1794390379
ახალი ამბებისაქართველოს პრემიერ-მინისტრი დუბლინში EPC-ის სამიტში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, 11-12 ნოემბერს, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების(EPC) მე-9 სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც დუბლინში გაიმართება. 11 ნოემბერს, საქართველოს მთავრობის მ...
1794389644
ახალი ამბები2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება 3 მილიარდ ლარს აჭარბებს
2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 298 მილიონ ლარზე მეტით და 3 მილიარდ ლარს აჭარბებს. ამასთან აღსანიშნავია, რომ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურისა...
1794387993
ახალი ამბები„სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის 4 ფაქტი აღიკვეთა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სარფი“ საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ასევე მათი კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერები...





























