"შეშფოთებული ვართ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და აქტიურად ვაკვირდებით ვითარებას, მათ შორის ვაშინგტონში" - კელი დეგნანი
"ჩვენ შეშფოთებული ვართ ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და აქტიურად ვაკვირდებით ვითარებას, მათ შორის ვაშინგტონში, რათა დავრწმუნდეთ, რომ მას შესაბამის ყურადღებას აქცევენ", – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს უნდა მოექცნენ საქართველოს კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად.
„მე არ ვარ ევროპული სამართლის ექსპერტი, მაგრამ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ბატონ სააკაშვილს მოექცეს სამართლიანად, მიუკერძოებლად, საქართველოს კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად.
ასევე უნდა ითქვას, რომ უკრაინის ინტერესშია, უკრაინის მოქალაქე იყოს დაცული. ჩვენ მოვუწოდებთ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, დააკვირდნენ ბატონი სააკაშვილის მდგომარეობას ყურადღებით და უზრუნველყონ შესაბამისი მომსახურებით.
მე არ ვარ ჯანდაცვის ექსპერტი, თუმცა სახალხო დამცველმაც თქვა, რომ დაწესებულებას, სადაც სააკაშვილი იმყოფება, აქვს სამკურნალო საშუალებების ნაკლებობა, რაც შეიძლება, სააკაშვილს დასჭირდეს. საბოლოო განმსაზღვრელი უნდა იყოს ისეთი მკურნალობა, რაც ნებისმიერ პაციენტს სჭირდება. არიან სამედიცინო ექსპერტები, რომლებიც კონსულტაციას გაუწევენ, რომ იყოს სამართლიანი და მიუკერძოებელი მიდგომა. ქვედა ზღვარი არის ადამიანის ჯანმრთელობა, რათა უზრუნველყოფილი იყოს, ნებისმიერი ადამიანი იღებდეს ისეთ ზრუნვას, რაც მას სჭირდება. ეს უნდა იყოს პრიორიტეტი",- განაცხადა კელი დეგნანმა.
🔵 ზუგდიდში მე-20 უბანზე ხმაური იყო - პოლიციამ გიორგი მუმლაძე დააკავა (ვიდეო)
🔵 საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს
🔵 10:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 7,38% შეადგინა
1791797536
საზოგადოებაკახა კალაძე სპორტსმენების ბულინგზე: ყველა წარმატებული ადამიანი ეზიზღებათ, ვისაც სამშობლო უყვარს
„ყველა წარმატებული ადამიანი ეზიზღებათ, ვისაც სამშობლო უყვარს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მხრიდან სპორტსმენების, მათ შორის ძიუდოისტ ლაშა ბექაუ...
1791795942
საზოგადოებაკახა კალაძე შესაძლო დასანქცირებაზე: როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესს, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ არანაირი პირადი ინტერესი არ გამაჩნია
„საერთოდ არ გვაქვს ინტერესი, რისთვის იკრიბებიან, რაზე იმსჯელებენ იმიტომ, რომ ყველა მათი განცხადება, არასამართლიანობასა და სიცრუეზეა დაფუძნებული“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთა...
1791795429
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: მარტა კოსს შეუძლია, რამდენჯერაც უნდა გამოიყენოს ყალბი ხატოვანი გამოთქმა, მაგრამ პასუხი ერთია, სჯობს, ვიყოთ ქაღალდზე კანდიდატი სახელმწიფო, ვიდრე ვიყოთ ქაღალდზე სახელმწიფო
„სჯობს, ვიყოთ ქაღალდზე კანდიდატი სახელმწიფო, ვიდრე ვიყოთ ქაღალდზე სახელმწიფო“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, ევროკომისარ მარტა კოსის კომენტარზე საუბრისას განაც...
1791794633
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: კარგად გამოჩნდა, რომ ევროკომისრები არიან არა დიალოგის, არამედ ბოიკოტის მხარეს, რაც პრინციპულად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს
„პასუხებში კარგად გამოჩნდა, რომ ევროკომისრები არიან არა დიალოგის, არამედ ბოიკოტის მხარეს, რაც საერთო ჯამში, პრინციპულად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავ...
1791793758
ახალი ამბები🎥 ხანძარი ბათუმში - მიმდინარეობს ლიკვიდაციის სამუშაოები
ბათუმში, თამარის დასახლებაში მაღალსართულიან მშენებარე კორპუსში ხანძარია გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ლიფტის შახტს გაუჩნდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ამ დრ...


























