სიყვარული და სიკეთე - აი, რისი მოსწრება და კეთება ევალება ადამიანს ცხოვრებაში - პოეტი ია ნანეიშვილი გარდაიცვალა
პოეტი ია ნანეიშვილი 37 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის მძიმე სენს ებრძოდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო დღეებში განსაკუთრებით დამძიმდა.
მწერალი ია კარგარეთელი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
„წავიდა ია...
ადამიანი, რომელიც მზესავით გვათბობდა თავისი კეთილი გულით.
როგორ მამხნევებდა, რამხელა სითბოს მჩუქნიდა (თუმცა მხოლოდ მე არა, ყველას გვჩუქნიდა, თავისი ყოველი სიტყვით)
როგორ მტკივა გული...
ამდენ სიძულვილით და ღვარძლით სავსე ადამიანში (რაც ჩვენს სფეროში ასე მრავლადაა) ია ერთადერთი იყო, რომელსაც არავისი შურდა, მის გულში მხოლოდ იმედი, სიკეთე და სიყვარული იყო.
ია, შენ დარჩი ჩემს გულში სამუდამო თბილ მოგონებად, ადამიანად, რომელიც ყველასგან განსხვავდებოდა თავისი უბრალოებით და თბილი გულით.
მადლობა "თეთრი ოცდაოთხი თვისთვის", წიგნისთვის, რომელიც ბოლოს მისახსოვრე და მადლობა ყველა იმ თბილი სიტყვისთვის, რაც ჩემთვის გითქვამს.
"ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ისე, რომ თავადაც ბედნიერები ვიყოთ და სხვებსაც ბედნიერება მივანიჭოთ...
სიცოცხლე მხოლოდ სიკეთის კეთებაში უნდა გაიღოს ადამიანმა! სიყვარული და სიკეთე - აი, რისი მოსწრება და კეთება ევალება ადამიანს ცხოვრებაში, ბოროტი ადამიანი განწირულია...
ბოროტებით ნუ იცხოვრებთ ადამიანებო"!..
წერდა თავის წიგნში, და წერდა მაშინ, როდესაც სიკვდილს ებრძოდა, ეს ყველას როდის შეუძლია, ეს იამ შეძლო“.
წერს ია კარგარეთელი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
ასევე საინტერესოა:
🔵 ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 61 პაციენტი გარდაიცვალა
1792146087
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი მალტის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მალტის პარლამენტის - წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე კარმელო აბელას შეხვდა და ამ თანამდებობაზე არჩევა მიულოცა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ო...
1792144924
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: ეუთოს თავმჯდომარის ვიზიტი არის მკაფიო დასტური, რომ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მნიშვნელოვანი საკითხი არის ორგანიზაციის დღის წესრიგში
ეუთოს თავმჯდომარის რანგში დღეს საქართველოს სტუმრობს შვეიცარიის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელი იგნაციო კასისი. მიმდინარე წლის განმავლობაში ჩვენ არა...
1792144022
საზოგადოებალევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სარჩელზე: ვასრულებთ მოსახლეობის დაკვეთას და ეს იყო ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება, პოლიტიკურად ისინი ქართველი ხალხის გვერდში დგომით - გავანულეთ
მომდევნო კვირიდან საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური სუბიექტის აკრძალვის საკითხზე პირველ სხდომას გამართავს. უმრავლესობა „ნაციონალური მოძრაობის“, „ახალის“, „ლელოს“, „ფედერალისტებისა“ და პარტია „ს...
1792143521
საზოგადოებაპრემიერი ოპოზიციაზე: არსად აქვთ შანსი, არც არჩევნებში, არც ქუჩაში, არც საკონსტიტუციო სასამართლოში, ქართველი ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ ამ პოლიტიკურ ძალებს და არ არიან მართლები არც კანონის, არც კონსტიტუციისა და არც ხალხის წინაშე
„ამ ძალებს არსად აქვთ შანსი - არც არჩევნებში, არც პარლამენტში, არც ქუჩაში, არც საკონსტიტუციო სასამართლოში. აქედან გამომდინარე, სრულ გაურკვევლობაში არიან და ხან ერთს აანონსებენ, ხან მეორეს, თუმცა ყოველ...
1792142218
საზოგადოებალევან მახაშვილი: პოლიტიკა, რომელმაც დააზიანა ყველა მხარის ინტერესები, ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს, უნდა მოვიდნენ გონს ზოგიერთები ბრიუსელში, რომლებიც იზოლაციას ამჯობინებენ დიალოგს
„ის პოლიტიკა, რომელმაც კრახი განიცადა და რომელმაც დააზიანა ყველა მხარის ინტერესები, უნდა შეწყდეს ერთხელ და სამუდამოდ, უნდა მოვიდნენ გონს ზოგიერთები ბრიუსელში, რომლებიც იზოლაციას ამჯობინებენ დიალოგს“,...


























