სოზარ სუბარი დავით ცინდელიანისა და პაატა ქარდავას საქმეებზე: ორივე გაიყვანეს, მოკლეს, მოაბეს ფეხზე ბეტონის ნაჭრები და ჩაძირეს ზღვაში, დადგენილია დამნაშავეც, რომელიც სასჯელს იხდის, ეს არის აფხაზეთის კუდის უფროსი, რომან შამათავა

რატომ მივიდნენ [ცინდელიანები] პაატა ქარდავას ოჯახში და სად დაინახეს მსგავსება? ორივე საქმეზე დადგენილია სასამართლოს განაჩენი, ორივე საქმეს ჰყავს დამნაშავე და ორივე საქმე იდენტურია. ორივე საქმეზე მოხდა ამ ორი ადამიანის გატაცება, წამება, დახვრეტა პირდაპირ, - განაცხადა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანმა, სოზარ სუბარმა, კომისიის სხდომაზე, სადაც დავით ცინდელიანის სიცოცხლის უფლების ხელყოფის საქმის განხილვა მიმდინარეობს.
სუბარის თქმით, დადგენილია დამნაშავე, აფხაზეთის კუდის უფროსი რომან შამათავა, რომელიც ამ საქმეებზე სასჯელს იხდის.
„ორივე გაიყვანეს, მოკლეს, მოაბეს ფეხზე ბეტონის ნაჭრები და ჩაძირეს ზღვაში - დადგენილია. დადგენილია დამნაშავეც, რომელიც სასჯელს იხდის, ეს არის აფხაზეთის კუდის უფროსი, რომან შამათავა, რომელმაც ეს ყველაფერი გააკეთა.
გამოძიება მოხდა 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ, 2013 წელს. პაატა ქარდავაც ზუსტად ასე, ზუგდიდის ცენტრში დღისით, ბაზართან ახლოს, 27 აგვისტოს ჩასვეს მანქანაში, მოიტაცეს უამრავი ხალხის წინაშე, არავის იქაც სახე არ დაუმალავს, ყველამ იცოდა იქაც, რომ სამართალდამცავებზე იყო ლაპარაკი.
ძალიან ხშირად მოდიოდნენ ჩემთან როგორც ქალბატონი თამარ არღვლიანი, ისე პაატა ქარდავას შვილები, ბექა და ქრისტინე ქარდავები. ხშირად ვსაუბრობდით ამ თემაზე, ბევრი წერილი გვაქვს გაგზავნილი ამ თემაზე, პასუხი ყველა მხრიდან იყო ნული. ორივე შემთხვევაზე მაშინ საქმე აღძრული იყო თავისუფლების უკანონო აღკვეთით“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
1750334272
ახალი ამბებისაპროკურორო საბჭოს წევრებმა გენერალური პროკურორობის კანდიდატად გიორგი გვარაკიძე ხმათა უმრავლესობით აირჩიეს
საპროკურორო საბჭოს წევრებმა, 10 ხმით, გენერალური პროკურორობის კანდიდატად საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე გიორგი გვარაკიძე აირჩიეს, - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა...
1750333640
ახალი ამბებიკახა კალაძე ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაზე: როდესაც საქართველოში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები, რა თქმა უნდა, მოწვეულნი იქნებიან საერთაშორისო ორგანიზაციები - დღეს ამის აუცილებლობა არ არის
როდესაც საქართველოში იქნება საპარლამენტო არჩევნები, რა თქმა უნდა, როგორც ყველა არჩევნების დროს, მოწვეულნი და წარმოდგენილნი იქნებიან საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები - დღეს ამის აუცილებლობა არ...
1750332179
ახალი ამბებიკახა კალაძე: გაზრდილი ბიუჯეტის თანხები მიმართული იქნება ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სოციალურ პროგრამებზე
თბილისის მერის დედაქალაქის გაზრდილი ბიუჯეტის თანხები ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სოციალურ პროგრამებზე იქნება მიმართული. როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს დედაქალაქის ბიუჯეტის, დაახლოებით, 62 მილიონი...
1750331566
სპორტიგურამ თუშიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში გურამ თუშიშვილმა (+100) პირველი გამარჯვება მოიპოვა – ქართველმა მეორე წრეში სლოვაკი მარიუს ფიზელი იპონით დაამარცხა. წინასწარი ორთაბრძ...
1750331273
საზოგადოებაგიორგი ჭოლაძე ჩორჩანას საგუშაგოზე: შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ მამუკა ბახტაძის ნათქვამი, რომ [საგუშაგოს გახსნაზე] არ იცოდა
საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის აპარატის ხელმძღვანელმა, გიორგი ჭოლაძემ, ჩორჩანას საგუშაგოს გახსნასთან დაკავშირებით, პარლამენტი...