სურსათის ეროვნული სააგენტო აჭარაში ყველის მწარმოებლებსა და ნაყინის რეალიზატორებს ამოწმებს

 სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორები აჭარის ქალაქებსა და მაღალმთიან რეგიონებში რძის გადამმუშავებელ საწარმოებსა და ყველის სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებენ. სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება ბათუმში, ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

საწარმოების ინსპექტირების დროს, კრიტიკული შეუსაბამობები არ გამოვლენილა, ბიზნესოპერატორებთან დაცული იყო სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, სურსათის წარმოების, შენახვის პირობები და ტემპერატურული რეჟიმი.

აჭარაში დღეისათვის 11 აღიარებული რძის გადამმუშავებელი საწარმოა, თუმცა, კვლავ გამოწვევად რჩება არარეგისტრირებული საწარმოები, რომლებიც სააგენტოს აღიარების გარეშე საქმიანობენ.

სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის 2025 წლის პროგრამით, რძის გადამმუშავებელი საწარმოების შემოწმება პრიორიტეტია და სურსათის ეროვნული სააგენტო კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ახორციელებს. მიმდინარე წელს, რძისა და რძის მწარმოებელ ბიზნესოპერატორებთან ჩატარდა 4000-მდე სახელმწიფო კონტროლი, გამოვლენილია 40-მდე არარეგისტრირებული საწარმო.

ნაყინზე გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით, სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება სანაყინეებშიც, სადაც განსაკუთრებული ხალხმრავლობაა. აჭარის მაღალმთიან კურორტებზე სააგენტოს ინსპექტორებმა გამოავლინეს რამდენიმე არარეგისტრირებული სანაყინე, სადაც დარღვეული იყო სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, ნაყინის შენახვისა და რეალიზაციის პირობები, რის გამოც მეწარმეები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1753537617

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი ევროკავშირის პრესსპიკერის განცხადებაზე: მეგობრულ, პარტნიორულ ურთიერთობებს ფარისევლობა არ სჭირდება, ამ ურთიერთობებს უნდა გულწრფელი, პარტნიორული დამოკიდებულება - ეს წერილი ღიმილის მომგვრელია

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ევროკავშირის პრესსპიკერის განცხადება მედიასთან შეაფასა და მას ღიმილის მომგვრელი უწოდა. „რაღაც დახმარებისა და მხა...

დავით მათიკაშვილი

1753535919

საზოგადოება

საერთაშორისო სწავლების, „მტკიცე სული 2025“-ის ფარგლებში, ქართულ-ამერიკული ტაქტიკური კონვოი სენაკიდან ვაზიანში ჩავიდა

საერთაშორისო სწავლების, „მტკიცე სული 2025“-ის ფარგლებში, ამერიკული სამხედრო ტექნიკა, საქართველოს თავდაცვის ძალების კუთვნილ ჯავშანმანქანებთან ერთად, სენაკიდან ვაზიანში თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგი...

ქართულ-ამერიკული ტაქტიკური კონვოი

1753532458

საზოგადოება

გივი მიქანაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრთან ერთად ახალგაზრდული ფორუმი გახსნა

ბაქოში აზერბაიჯანულ-ქართული ახალგაზრდული ფორუმი მიმდინარეობს, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტ...

გივი მიქანაძე

1753531926

საზოგადოება

მათიკაშვილი ტრამპისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემაზე: იმედს გვაძლევს, რომ კიდევ ერთი კონსტრუქციული ნაბიჯი გადაიდგა, რათა საქართველო-ამერიკის ურთიერთობები გადაიტვირთოს, დაიწყოს ახალი ნიშნულიდან და იყოს ურთიერთსასარგებლო ორივე ერისთვის

საზოგადოებამ რაც იხილა, ეს ჩვენ იმედს გვაძლევს, რომ კიდევ ერთი კონსტრუქციული ნაბიჯი გადაიდგა იმისთვის, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობები გადაიტვირთოს, დაიწყოს ახალი ნიშნულიდან და ის იყოს ურთიერთსას...

დავით მათიკაშვილი

1753529915

საზოგადოება

თბილისის მერია თვალჭრელიძის N1-ში კერძო ტერიტორიაზე შეჭრილი მოქალაქეებისთვის მერიის მიერ შეთავაზებულ პირობებზე დეტალურ განმარტებას ავრცელებს

„საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გვინდა, კიდევ ერთხელ გავაკეთოთ განმარტება თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩის N1-ში მდებარე კერძო ტერიტორიაზე შეჭრილი მოქალაქეებისთვის თბილისის მერიის მიერ შეთ...

თბილისის მერია