სუსის ანგარიშის თანახმად, 2024 წელს საქართველოს სახელმწიფოსთვის მთავარ გამოწვევას კვლავ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია და ანექსიისკენ მიმართული პროცესი წარმოადგენდა

სუსის ანგარიშის თანახმად, გასული წლების მსგავსად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ განთავსებული რუსეთის საოკუპაციო ძალა, სხვა დესტრუქციულ აქტივობებთან ერთად, განაგრძობდა სხვადასხვა ტიპისა და მასშტაბის სამხედრო წვრთნას.
2024 წელს უმნიშვნელოვანესი იყო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV)“ (ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმე), რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის თანამდევი უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის შედეგად ადამიანის უფლებების დარღვევებს ეხებოდა და პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებდა.
ერთ-ერთ საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ეფექტური კონტროლის განხორციელების შეუძლებლობის მიუხედავად, ოფიციალურმა თბილისმა ოკუპირებულ რეგიონში პირთა საკუთრების უფლების დასაცავად ყველა შესაძლებელი და გონივრული ღონისძიება გაატარა.
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება განაგრძობს მის ხელთ არსებული მექანიზმებისა და სამართლებრივი ბერკეტების გამოყენებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების გასათავისუფლებლად.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეფექტიან და ნაყოფიერ თანამშრომლობას განაგრძობს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან (EUMM), ასევე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (UN), ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE), ევროპის საბჭოს (CoE) და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) წარმომადგენლებთან.
1745936412
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: მიჩნდება განცდა, რომ თვითონ ევროკავშირში სერიოზული დაბნეულობაა და ამის ძალიან ბევრი მიზეზი აქვთ
„მიჩნდება განცდა, რომ თვითონ ევროკავშირში სერიოზული დაბნეულობაა და ამის ძალიან ბევრი მიზეზი აქვთ, თუნდაც ეკონომიკა, ენერგეტიკული მატარებლები, უსაფრთხოების საკითხები და ა.შ.“ - ამის შესახებ ფრაქცია „ქა...
1745933642
საზოგადოებალევან მაჭავარიანი ვანო ჩხიკვაძეზე: პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ჯორჯ სოროსის ყურმოჭრილი მონა არის. მისი მხრიდან გრძელდება ის აქტიური კამპანია, რომელშიც მთლიანად ენჯეოსექტორია ჩართული
ვანო ჩხიკვაძე ჯორჯ სოროსის ყურმოჭრილი მონაა და მისი მხრიდან გრძელდება ის აქტიური კამპანია, რომელშიც მთლიანად ენჯეოსექტორია ჩართული, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლე...
1745933469
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 29 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7516 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7496 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კ...
1745932912
საზოგადოებაე.წ. სამხრეთ ოსეთში დააკავეს პირი, რომელიც, ცხინვალის მტკიცებით, ინფორმაციას ქართულ სპეცსამსახურებს გადასცემდა
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ძაუს რაიონში დააკავეს პირი, რომელიც, ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის მტკიცებით, საიდუმლო ინფორმაციას ქართულ სპეცსამსახურებს გადასცემდა. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება. ე.წ. უშიშ...
1745931804
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია ჩხიკვაძეზე: ერთ-ერთი ყველაზე ნათელი განსახიერება უსამშობლოსი არის ეს ბატონი
„ერთ-ერთი ყველაზე ნათელი განსახიერება უსამშობლოსი არის ეს ბატონი, ვანო ჩხიკვაძე და არა მხოლოდ, ასევე, მისი კოლეგები“, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი კირ...