თამაზ წულაია: „უნივერმაღის“ შენობის გარდა [ახალაიამ] წაგვართვა 21 ობიექტი. ვის მისცა, რა გააკეთა არ ვიცი. სულ ორი ობიექტია დარჩენილი დღეს, რომელიც არაა გასხვისებული, დანარჩენი ყველაფერი მიითვისა, „უნივერმაღი ენგური“ თავის შვილს გადასცა

პარლამენტში 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა მიმდინარეობს, სადაც ბიზნესის რეკეტზე, წამებაზე და არაადამიანურ მოპყრობაზე, უფლებების უხეში შელახვის სხვა ფაქტებთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დაზარალებული თამაზ წულაია საუბრობს.
„ახალაიამ ყველაფერი იცოდა. ციხეში იმიტომ დამაყოვნა, რომ ეს საქმე გაკეთებულიყო. ახალაიამ იცოდა, დავით როგავამ როგორ მიითვისა ენგური, აქციის საფასურად მიითვისა ჩემი წილი და ყველაფერი. ახალაია იმის კაცი არ იყო 50 ათასი დოლარი აეღო?! რომ მიეცათ ნახევარი მილიონი დოლარი, აიღებდა. ეს შენობა ღირდა სამიდან ხუთ მილიონამდე. ახალაიამ რომ წაართვა ამათ ეს და რომ გააქცია ეს ხალხი რომ შეაშინა, რადგან ფული არ მიიღო იმდენი, რამდენიც უნდოდა, იცოდა ამათი გაფუჭებული საქმე რა იყო, შეეშინდათ ამათ და გაიქცნენ. ორს გამოუტანეს ხუთ ნახევარი წელი დაუსწრებლად. უნივერმაღის შენობის გარდა [ახალაიამ] წაგვართვა 21 ობიექტი. ყველაფერი წაგვართვა. ეს ყველაფერი ვის მისცა, რა გააკეთა არ ვიცი, სულ ორი ობიექტია დარჩენილი დღეს, რომელიც არ არის გასხვისებული, დანარჩენი ყველაფერი მიითვისა. „უნივერმაღი ენგური“ გადასცა თავის შვილს“, - განაცხადა თამაზ წულაიამ.
1747311614
ახალი ამბებიპარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში პარტიული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის აღმასრულებელ მდივანთან მამუკა მდინარაძესთან და გენერალურ მდივანთან კახა კალაძესთან ერთად, პარტიულ სტრუქტურებს ა...
1747309278
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე პოლოლიკაშვილზე: უკადრებელი იკადრა და ჩვენი გადაწყვეტილება რომ იყო სწორი, მისივე პირველივე სიტყვებიდან გამოჩნდა
„უკადრებელი იკადრა და ჩვენი გადაწყვეტილება რომ იყო სწორი, მისი პირველივე სიტყვებიდან გამოჩნდა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ზურაბ პოლოლიკაშვილთან დაკავში...
1747307824
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ქალბატონი რასა იუკნევიჩიენე, როგორც ჩანს, ვერ გამოვიდა საბჭოთა გამოცდილებიდან, ის არის დიქტატორ სააკაშვილის მეგობარი
რასა იუკნევიჩიენე არის საბჭოური მიდგომების ერთ-ერთი გამხმოვანებელი და დიქტატორ სააკაშვილის მეგობარი ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც სააკაშვილი იყო რეჟიმის ხელმძღვანელი, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურ...
1747306780
ახალი ამბებიმტკვარში მაშველებმა კიდევ ერთი კაცის ცხედარი იპოვეს
მტკვარში, სამძებრო სამუშაოების ფარგლებში, კიდევ ერთი პირის ცხედარი იპოვეს. დაღუპული კაცის ცხედარი ორი დღის წინ მომხდარ შემთხვევას არ უკავშირდება, ის სხვა პერიოდში დაკარგული პირია. ინფორმაციას საგანგებ...
1747306422
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: გვაქვს იმედი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია აღმოჩნდება უფრო ძლიერი, ვიდრე „დიფ სთეითი“, ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, ახალი ადმინისტრაციის მხრიდან გადმოიდგმება შემხვედრი კონკრეტული ნაბიჯები
გვაქვს იმედი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია აღმოჩნდება უფრო ძლიერი, ვიდრე „დიფ სთეითი“, შეასუსტებს „დიფ სთეითს“, ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ გადმოიდგმება შემხვედრი ძალიან კონკრეტული ნაბიჯები ახალი ადმინი...