ცესკომ საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრები აირჩია

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სხდომაზე მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების 219 დროებითი წევრი აირჩია.

კანდიდატების შერჩევის პროცესი ღიად და გამჭვირვალედ წარიმართა. ბოლო წლებში დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციამ ამჯერადაც შესთავაზა კონკურსანტებს გასაუბრება და ამ პროცესის ლაივ
რეჟიმში გადაცემა.

254 კონკურსანტიდან გასაუბრებაზე თანხმობა განაცხადა 119-მა კონკურსანტმა, მათგან 51-მა კი, ასევე, განაცხადა თანხმობა ცესკოს სოციალური ქსელის მეშვეობით გასაუბრების ლაივ რეჟიმში გადაცემაზე.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს საშუალება ჰქონდათ კონკურსანტებს გასაუბრებოდნენ.

ბოლო ექვსი საერთო არჩევნების ანალიზი აჩვენებს, რომ 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკოს მიერ არჩეული საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრებიდან:

📌საუბნო საარჩევნო კომისიაში ხელმძღვანელ პირად მუშაობის გამოცდილება ჰქონდა 69 კომისიის წევრს, რაც საერთო რაოდენობის 32 პროცენტს შეადგენს;

📌 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად მუშაობის გამოცდილება ჰქონდა კომისიის 22 წევრს, რაც საერთო რაოდენობის 10 პროცენტს შეადგენს;

📌საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად მუშაობის გამოცდილება ჰქონდა კომისიის 188 წევრს, რაც საბოლოო რაოდენობის 86 პროცენტს შეადგენს;

📌სადამკვირვებლო ორგანიზაციის დამკვირვებლად ყოფნის გამოცდილება ჰქონდა 48 წევრს, რაც საერთო რაოდენობის 22 პროცენტს შეადგენს;

📌 საგანმანათლებლო პროექტებში 2020 წელს მონაწილეობა მიღებული ჰქონდა კომისიის 92 წევრს, რაც საერთო რაოდენობის 42 პროცენტს შეადგენდა, ხოლო 2022 და 2023 წლებში - 76 წევრს, რაც 35 პროცენტს შეადგენდა და 2024 და 2025 წლებში - 24 წევრს, რაც 11 პროცენტს შეადგენდა.

73-ივე საოლქო საარჩევნო კომისიაში დროებითი წევრების ვაკანტურ ადგილებზე კონკურსი ცესკომ 5 აგვისტოს გამოაცხადა. თითოეულ ოლქში სამი ვაკანტური ადგილი იყო.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1754809033

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო, მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს: 11 აგვისტომდე საქართველოში, მაღალი ტემპერატურის ფონზე, მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების...

ამინდიამინდი

1754808348

ახალი ამბები

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს...

დაკავებადაკავება

1754808290

ახალი ამბები

ქვემო ქართლის პოლიციამ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ინტერპოლის წითელიცირკულა...

შსს

1754806808

მსოფლიო

თელ-ავივში მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით მორიგი აქცია გაიმართა

 თელ-ავივში ათასობით ადამიანი ქუჩაში გავიდა და „ჰამასის“ მიერ დატყვევებული მძევლების გათავისუფლება კიდევ ერთხელ მოითხოვა. Reuters-ის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები ეწინააღმდეგებიან პრემიერ-მინისტრ ბე...

აქციაა

1754771799

მსოფლიო

„უკრაინის მეორედ დაყოფა არ მოხდება“ - ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა აშშ-სთან კონტაქტებს სხვადასხვა დონეზე ინარჩუნებს

 კიევი „უკრაინის გაყოფის მეორე მცდელობას“ არ დათანხმდება. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა რუსეთის მოთხოვნებს მთელი დონბასის მისთვის გა...

ზელენსკი