მარია ზახაროვა - სომხეთ-აზერბაიჯანის შერიგება უნდა იყოს ინტეგრირებული რეგიონულ კონტექსტში, დაფუძნებული ინტერესთა ბალანსზე, მეზობელი სახელმწიფოების პრიორიტეტების პატივისცემაზე

სამხრეთ კავკასიის პრობლემების გადაჭრის ოპტიმალური ვარიანტია იმ გადაწყვეტილებების ძიება და განხორციელება, რომლებსაც რეგიონის ქვეყნები შეიმუშავებენ თავიანთი უშუალო მეზობლების – რუსეთის, ირანისა და თურქეთის მხარდაჭერით. რეგიონგარეშე მოთამაშეების ჩართულობა უნდა ემსახურებოდეს სამშვიდობო დღის წესრიგის გაძლიერებას და არა დამატებითი სირთულეებისა და გამყოფი ხაზების შექმნას, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებაშია ნათქვამი.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, გათვალისწინებული იყოს სომხეთის წევრობა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ერთიან საბაჟო სივრცეში, კერძოდ, რესპუბლიკის ტერიტორიაზე სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვის ორგანიზების თვალსაზრისით.
„რუსეთის ფედერაცია დაინტერესებულია სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და აყვავების ზონის ჩამოყალიბებით, ამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ყოვლისმომცველი ნორმალიზაცია, რომელიც ორივე ქვეყნის ხალხის ინტერესების გათვალისწინებაზე იქნება დაფუძნებული. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ მუდმივად ვუჭერთ მხარს ყველა ძალისხმევას. ვაშინგტონში სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკების ლიდერთა შეხვედრა, ამერიკული მხარის შუამავლობით, დადებით შეფასებას იმსახურებს. იმედი გვაქვს, ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს სამშვიდობო დღის წესრიგის წინსვლას. ამავდროულად, ცოტა ხნის წინ ბაქო და ერევანი აცხადებდნენ, რომ უპირატესობას ანიჭებდნენ პირდაპირი დიალოგის წარმოებას, გარე დახმარების გარეშე. აღსანიშნავია, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის ნორმალიზაციის ამჟამინდელი ეტაპი დაიწყო რუსეთის პირდაპირი დახმარებით და ცენტრალური როლით, 2020 წლის 9 ნოემბერს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტისა და ყველა საომარი მოქმედების შესახებ სამმხრივი მაღალი დონის განცხადების მიღებით. რეგიონში განლაგდა რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტი, რომელმაც შეუცვლელი წვლილი შეიტანა სიტუაციის სტაბილიზაციაში“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური წარმოამდგენლის, მარია ზახაროვას კომენტარში.
მისივე თქმით, სამხრეთ კავკასიის პრობლემების გადაჭრის ოპტიმალური ვარიანტია იმ გადაწყვეტილებების ძიება და განხორციელება, რომლებსაც რეგიონის ქვეყნები შეიმუშავებენ თავიანთი უშუალო მეზობლების – რუსეთის, ირანისა და თურქეთის მხარდაჭერით.
„რეგიონგარეშე მოთამაშეების ჩართულობა უნდა ემსახურებოდეს სამშვიდობო დღის წესრიგის გაძლიერებას და არა დამატებითი სირთულეებისა და გამყოფი ხაზების შექმნას. ჩვენ გვსურს, თავიდან ავიცილოთ დასავლეთის დახმარების სამწუხარო გამოცდილება ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტების მოგვარებაში. სამხრეთ კავკასიიდან მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ყოფნა სომხეთში, რომლის საქმიანობაც მუდმივად იწვევს გაღიზიანებას სხვა რეგიონალურ მოთამაშეებში. ჩვენ დამატებით გავაანალიზებთ ვაშინგტონის განცხადებებს რეგიონული კომუნიკაციების განბლოკვასთან დაკავშირებით. ამ სფეროში რუსეთის მონაწილეობით სამმხრივი შეთანხმებები, რომლებიდანაც არცერთი მხარე არ გამოსულა, აქტუალური რჩება.
ასევე მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ სომხეთის წევრობა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ერთიან საბაჟო სივრცეში, კერძოდ, რესპუბლიკის ტერიტორიაზე სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვის ორგანიზების თვალსაზრისით. ასევე, შეუძლებელია, უგულებელვყოთ ის ფაქტი, რომ სომხეთის საზღვარს ირანთან იცავენ რუსი მესაზღვრეები, რომლებიც განლაგებულნი არიან 1992 წლის 30 სექტემბრის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების შესაბამისად.
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა, ძალაში შესვლა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარება უმნიშვნელოვანესი იქნება ორ სამხრეთკავკასიურ რესპუბლიკას შორის მშვიდობის დამყარებისთვის. ორ ქვეყანას შორის შერიგება უნდა იყოს ინტეგრირებული რეგიონულ კონტექსტში და დაფუძნებული იყოს ინტერესთა ბალანსზე და მხარეებისა და მეზობელი სახელმწიფოების პრიორიტეტების უპირობო პატივისცემაზე“, – აღნიშნულია მარია ზახაროვას განცხადებაში.
1754747377
ახალი ამბებიპოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისბრა...
1754747316
მსოფლიოThe Wall Street Journal: პუტინი ამბობს, რომ ომს უკრაინის მიერ ტერიტორიების დათმობის შემთხვევაში შეწყვეტს
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ ომს მხოლოდ უკრაინის მიერ ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ შეწყვეტს. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის...
1754745385
მსოფლიოდიდი ბრიტანეთის მთავრობა ადასტურებს, რომ ტრამპ-პუტინის სამიტის წინ ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლების შეხვედრას უმასპინძლებს
დიდი ბრიტანეთი შაბათს, 9 აგვისტოს, აშშ-ის, უკრაინისა და ევროპის ოფიციალური პირების შეხვედრას უმასპინძლებს, სადაც რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის შეჩერების გზებს განიხილავენ. ამის შესახებ ბრიტანეთის...
1754744051
მსოფლიოალასკის გუბერნატორი: ალასკა ტრამპისა და პუტინის ისტორიული შეხვედრის მასპინძლობისთვის მზად არის
ალასკის შტატის გუბერნატორმა, მაიკ დანლივიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ მისი შტატი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის ისტორიული შეხვედრის მასპინძლობისთვის მზად...
1754741870
მსოფლიოთურქეთი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმებულ სამშვიდობო დეკლარაციას მიესალმება
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ოფიციალური ანკარა მხარს უჭერს პროგრესს, რომელსაც აზერბაიჯანმა და სომხეთმა მყარი მშვიდობის დამყარების გზაზე მიაღწიეს. კ...