"თუ ასე გააგრძელებთ, ქართველი ხალხი აიყვანს მძევლად ბიძინა ივანიშვილს" - ლევან ხაბეიშვილი
"თუ ასე გააგრძელებთ, ქართველი ხალხი აიყვანს მძევლად ბიძინა ივანიშვილს", - ამის შესახებ რუსთავის ციხესთან მიმდინარე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
"ვპირდები ღარიბაშვილს და ივანიშვილს, ხვალ შევიკრიბებით ათიათასობით ადამიანი და მოვითხოვთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას.
მინდა ტელეეკრანებიდან გავაფრთხილო ყოველგვარი სუსის და მოსმენების გარეშე, მივმართავ ღარიბაშვილსაც, სუსის ხელმძღვანელსაც და ბიძინა ივანიშვილსაც:
თქვენ ტყვედ გყავთ მიშა სააკაშვილი, თუ ასე გააგრძელებთ, ქართველი ხალხი აიყვანს მძევლად ბიძინა ივანიშვილს და ეს იქნება ასე. ეს ბრძოლა იქნება უკომპრომისო. დღეის შემდეგ იცოდეს ყველამ, მშვიდად ვერ გადაადგილდება ვერც ღარიბაშვილი, ვერც კობახიძე, ვერც სალომე ზურაბიშვილი და ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი. როგორ არ მინდა გარბოდეთ და ქართველი ხალხი მოგსდევდეთ.
ეს ბრძოლა დამთავრდება ქართველი ხალხის გამარჯვებით, მიშა გამხნევდი, მთავარსარდალო", - მიმართა ციხესთან შეკრებილ ადამიანებს ლევან ხაბეიშვილმა.
რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული, ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. "თავისუფლება მიშას", - ეს არის აქციის მთავარი სლოგანი, რომელიც ბათუმში მიმდინარე ოპოზიციის საპროტესტო აქციის, პარალელურად დაიწყო. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები აცხადებენ, აქციები იქნება პერმანენტული, რომელიც სხვადასხვა ქალაქში გაიმართება.
ამავე თემაზე:
🔵 "გადავდივართ ბრძოლის ახალ ეტაპზე" - რუსთავის ციხესთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება
🔵 "წინ პოსტსაარჩევნო რევოლუცია გვაქვს" - მიხეილ სააკაშვილის გზავნილი საზოგადოებას
1791791295
საზოგადოება12 ოქტომბრის მდგომარეობით, კახეთში 252 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა
კახეთში მიმდინარე წლის საპროგნოზო მოსავალი 320 ათასი ტონის ფარგლებშია. ყურძნის მოსავალი 16 500-მდე მევენახემ დააბინავა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. კახეთში გადამუშავებული 252 091 ტ...
1791790659
ახალი ამბებიამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი - ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოსა და აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივა...
1791789581
ახალი ამბებიძამას ხეობაში ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავარდა - დაშავებულია 6 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი
ძამას ხეობაში ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავარდა. დაშავდა 6 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა „ქართლის ამბები“ ავრცელებს. ავტოსაგზაო შემთხვევა გვერძინეთი-ტყემლოვანის მონ...
1791788318
მსოფლიომექსიკაში ქარიშხალმა წყალდიდობა გამოიწვია
ქარიშხალმა „საიმონმა“ მექსიკის წყნარი ოკეანის სანაპიროზე წყალდიდობა გამოიწვია. მე-4 კატეგორიის ქარიშხალმა ქუჩები და საცხოვრებელი სახლები დატბორა, მეტეოროლოგები შტორმის გაძლიერებას და ახალ წყალდიდობებს...
1791784951
მსოფლიოვოლოდიმირ ზელენსკი: ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადება ჩემთვის სიახლე იყო, მაგრამ რუსები თუ ენერგეტიკულ ზავზე დათანხმდებიან, უკრაინაც დათანხმდება
ენერგეტიკულ ზავზე დონალდ ტრამპის განცხადება მოულოდნელი აღმოჩნდა ვოლოდიმირ ზელენსკისთვის, თუმცა უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მხარს უჭერს ომის დასრულების ყველა რეალურ და სანდო ფორმატს და რომ კიევი...


























