"წალენჯიხაში უახლოეს ხანში ვიყიდი ბინას და დავუდგები წალენჯიხის ახალ არჩეულ მერს გვერდით, რომ წალენჯიხა ვაქციოთ მართლა ოაზისად" - მამუკა ხაზარაძე

"გადმოვსახლდები წალენჯიხაში, უახლოეს ხანში ვიყიდი ბინას და დავუდგები წალენჯიხის ახალ არჩეულ მერს გვერდით, რომ წალენჯიხა ვაქციოთ მართლა ოაზისად", - ამის შესახებ "ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ზუგდიდში გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე განაცხადა.

"მე უკვე ვაპირებდი ანაკლიაში გადმოსახლებას, მაგრამ არ დამცალდა, მე გადმოვსახლდები წალენჯიხაში, უახლოეს ხანში ვიყიდი ბინას, დავუდგები წალენჯიხის ახალ არჩეულ მერს გვერდით და მთელ გამოცდილებას მოვახმარ იმას, რომ წალენჯიხა ვაქციოთ მართლა ოაზისად.

ვისარგებლებ შემთხვევით და მოვუწოდებ ყველა ბიზნესმენს, გადმოიტანეთ თქვენი კომპანიების ანგარიშები და დატოვეთ მოგება წალენჯიხაში, ვაჩვენებთ, როგორ უნდა ნამდვილი დემოკრატია, ჩვენ ვაჩვენებთ, როგორ იმართება ნამდვილი თვითმმართველობა", - აღნიშნა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას მამუკა ხაზარაძემ.

ზუგდიდში გაერთიანებული ოპოზიცია და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები საპროტესტო აქციას მართავენ. "არა გაყალბებას", "თავისუფლება საქართველოს მესამე პრეზიდენტს" –  ეს არის აქციის ლოზუნგი, რომელიც ქალაქის ცენტრში იმართება. აქციაზე შეკრებილები, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 "როგორც კი "ნაციონალური მოძრაობა" გაცდება კანონს, ყველა ინსტიტუცია კანონის შესაბამისად იმოქმედებს" - ანრი ოხანაშვილი

🔵  "ჩემი პოზიცია ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებაზე მყარი და უცვლელია, არა და არასოდეს" - სალომე ზურაბიშვილი

🔵 "ღმერთი ისე ნამდვილად არ მომკლავს, რომ ერთხელ, თავაწეულმა არ გავიარო გამარჯვებული ბათუმის ბულვარში" - მიხეილ სააკაშვილის წერილი ბათუმელებს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791782429

საზოგადოება

ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტს დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ

საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტს დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ, რის შემდეგაც, ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, პარლამენტის შენიშვნებით, საქა...

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი

1791781504

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 12 ოქტომბერს საქართველოში

12 ნოემბერს ქუთაისში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +30 და ღამით +22 გრადუსია მოსალოდნელი. ასევე უნალექო დღეა ნავარაუდევი ოზურგეთში, დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19. ბათუმშიც მზიანი დღე...

ამინდი - ამინდი

1791750480

ახალი ამბები

თამაზ მოლაშვილი სულხან მოლაშვილზე: 11 თვე C ჰეპატიტი ჰქონდა, არ თქვა ეგ, თორემ უფროსებს, ზევით ეწყინებათო, შემდეგ 11 თვე რომ გავიდა, ყველგან რომ მოედო დაავადება, მერე დაუწყეს მკურნალობა

 „უნამუსობას და უსინდისობას საზღვარი არ აქვს, სპეციალურად დაბადებული უნდა იყო ეგეთად. 11 თვე C ჰეპატიტი ჰქონდა, არ თქვა ეგ, თორემ უფროსებს, ზევით ეწყინებათო და შემდეგ 11 თვე რომ გავიდა, ყველგან რომ მო...

მოლაშვილკ

1791749091

ახალი ამბები

ზაზა გვიმრაძე „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს ციხეებში არსებულ მდგომარეობაზე: პატიმრები მიჰყავდათ, რომ დაესაჯათ, მორგში მიცვალებულზე ზემოდან აწვენდნენ, აბამდნენ და აჩერებდნენ რამდენიმე ხანი

 „ისეთი პატიმრები მიჰყავდათ, რომ დაესაჯათ და მორგში პატიმარს მიცვალებულზე ზემოდან აწვენდნენ, აბამდნენ და აჩერებდნენ რამდენიმე ხანი“, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ყოფილმა პოლიტპატიმარმა ზაზა გ...

ზაზა გვიმრაძე

1791747453

ახალი ამბები

ყოფილი პოლიტპატიმარი „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდის ციხეზე: არ მეგულება ადამიანი, რომელსაც რაღაც ერთი საშინელება მაინც არ აქვს ნანახი. მე პირადად ნანახი მაქვს ერთი ადამიანის მკვლელობა, ერთი ადამიანის დაინვალიდება და უამრავი კატაფალკა

„კაცი არ იყო, რომელიც იქ შესული იყო და ნაცემი ან რაღაცნაირად დამცირებული არ იყო, არ მეგულება ადამიანი, რომელსაც რაღაც ერთი საშინელება მაინც არ აქვს ნანახი. მე პირადად ნანახი მაქვს ერთი ადამიანის მკვლე...

ყოფილი პოლიტპატიმარი