"ღმერთი ისე ნამდვილად არ მომკლავს, რომ ერთხელ, თავაწეულმა არ გავიარო გამარჯვებული ბათუმის ბულვარში" - მიხეილ სააკაშვილის წერილი ბათუმელებს

"საქართველოს გადარჩენისთვის ბრძოლაში უკან დასახევი ყველა გზა ჩახერგილია და სამშობლოს გადარჩენას ალტერნატივა არ აქვს!" - ამის შესახებ აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის წერილში, სადაც იგი ბათუმელებს მიმართავს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის წერილი, ბათუმში აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე წაიკითხეს.

"მოგესალმებით გამარჯვებულ ბათუმს!

მოგესალმებით კოალიციურ ერთობას!

ახლა საქართველოს გადარჩენისთვის ბრძოლაში უკან დასახევი ყველა გზა ჩახერგილია და სამშობლოს გადარჩენას ალტერნატივა არ აქვს!

ამიტომ ყველა უნდა გაერთიანდეს, ისინიც კი, ვინც აქამდე მიმდინარე პროცესებს თვალს გვერდიდან ადევნებდნენ.

თქვენ ივანიშვილი დიდი უპირატესობით უკვე დაამარცხეთ, რაც მთელმა საქართველომ და ყველა საერთაშორისო დამკვირვებელმა იცის.

ახლა ეს გამარჯვება ბოლომდე უნდა მივიყვანოთ!

თავისუფლების კვარტალი თქვენი მოგონილია, ესაა თქვენი ლამაზი, ამაყი თვითმყოფადი, დამოუკიდებელი განწყობის ქალაქი.

ახლა მთავარია, თავისუფლების კვარტლად მთელი საქართველო ვაქციოთ და ყველგან, სადაც თავისუფლებისთვის ვიბრძვით ისინი უნდა გავხსნათ!

აქაც, ციხესთან, თავისუფლების კვარტალმა უნდა გამიხსნას დილეგის კარი.

ღმერთი ისე ნამდვილად არ მომკლავს, რომ ერთხელ, თავაწეულმა არ გავიარო გამარჯვებული ბათუმის ბულვარში!

ბრძოლის დროშა, რომელსაც ახლა მაღლა ბათუმი წევს აღარასდროს უნდა დაეშვას!", - წერს მიხეილ სააკაშვილი წერილში.

ცნობისთვის, ბათუმში გაერთიანებული ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგებს, აპროტესტებენ. მათი მთავარი მოთხოვნაა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლება.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 "თუ ასე გააგრძელებთ, ქართველი ხალხი აიყვანს ტყვედ ბიძინა ივანიშვილს" - ლევან ხაბეიშვილი

🔵 "გადავდივართ ბრძოლის ახალ ეტაპზე" - რუსთავის ციხესთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

🔵 "წინ პოსტსაარჩევნო რევოლუცია გვაქვს" - მიხეილ სააკაშვილის გზავნილი საზოგადოებას

🔵 "მირჩევნია, მიხეილ სააკაშვილთან ერთად საკანში ვიჯდე, მირჩევნია საერთოდ არ ვიყო ცოცხალი, ვიდრე ამ უნამუსობას ვუყურო" - ნიკა მელია

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791788318

მსოფლიო

მექსიკაში ქარიშხალმა წყალდიდობა გამოიწვია

ქარიშხალმა „საიმონმა“ მექსიკის წყნარი ოკეანის სანაპიროზე წყალდიდობა გამოიწვია. მე-4 კატეგორიის ქარიშხალმა ქუჩები და საცხოვრებელი სახლები დატბორა, მეტეოროლოგები შტორმის გაძლიერებას და ახალ წყალდიდობებს...

მექსიკაში ქარიშხალმა წყალდიდობა გამოიწვია

1791784951

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადება ჩემთვის სიახლე იყო, მაგრამ რუსები თუ ენერგეტიკულ ზავზე დათანხმდებიან, უკრაინაც დათანხმდება

ენერგეტიკულ ზავზე დონალდ ტრამპის განცხადება მოულოდნელი აღმოჩნდა ვოლოდიმირ ზელენსკისთვის, თუმცა უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მხარს უჭერს ომის დასრულების ყველა რეალურ და სანდო ფორმატს და რომ კიევი...

უკრაინა

1791783740

საზოგადოება

„კიდევ ერთხელ მოვისმინეთ გარკვეული პოლიტიკური ტენდენციურობით გაჟღენთილ განცხადებას“ - ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა გაიმართება

ლუქსემბურგში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა გაიმართება. ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ. შეხვედრას ევ...

ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა გაიმართება

1791782429

საზოგადოება

ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტს დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ

საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტს დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ, რის შემდეგაც, ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, პარლამენტის შენიშვნებით, საქა...

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი

1791781504

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 12 ოქტომბერს საქართველოში

12 ნოემბერს ქუთაისში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +30 და ღამით +22 გრადუსია მოსალოდნელი. ასევე უნალექო დღეა ნავარაუდევი ოზურგეთში, დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19. ბათუმშიც მზიანი დღე...

ამინდი - ამინდი