" უცნაური გვარია კვარაცხელია... ბავშვობაში დავაკვირდი და ასე გამოდის, რომ თითო ასოს დაკლებისას, რაღაც აზრს მაინც ინარჩუნებს, აი ნახეთ" - რას წერს გიორგი კეკელიძე

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს:
"იმ პატარა ქალაქში, სადაც გავიზარდე, ეზოს მეზობლად კვარაცხელიები მყვანან.
უცნაური გვარია კვარაცხელია.
ბავშვობაში დავაკვირდი და ასე გამოდის, რომ თითო ასოს დაკლებისას, რაღაც აზრს მაინც ინარჩუნებს.
აი, ნახეთ:
ვა, რა ცხელია!
ა, რა ცხელია?!
რა ცხელია!
ა, ცხელია?!
ცხელია.
ხელია.
ელია.
ლია.
ია.
ა.
ეს დიადი აღმოჩენა მათაც გავანდე და ძალიან გაუხარდათ.
დიდწილად ხომ კვარაცხელიების მიდამოში ვთამაშობდი ოდესღაც ალბათ სახლის ასაშენებლად დაყრილ ქვიშის უზარმაზარ გორაზე - ისინი ოთხი, მე კი დედისერთა.
შესაბამისად, უმეტესწილად ეს გვარი მესმოდა.
ძნელად თუ ვიფიქრებდი, რომ ბავშვობისგან წლებით და თავგადასავლებით ასე გაქცეული, ფიქრებით და განცდით ზურგით მდგარი, ისევ ამ გვარს გავიმეორებდი ყველაზე ხშირად.
ამიტომაც მგონია, რომ ოდისევსი უზუსტესი და მარად განმეორებული გმირია გარდაუვალი ადამიანური გეზით - წასვლის და დაბრუნების ძალიან დედამიწური მითით.
აი, ახლაც, ვზივარ ეკრანთან და ისე ვიმეორებ, როგორც ოცდაათი წლის წინ - კვარაცხელია, ვა, რა ცხელია?
ა, რა ცხელია! და ასე შემდეგ და ასე შემდეგ", - წერს კეკელიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
1746813203
საზოგადოებავლადიმერ ბოჟაძე: სახელმწიფო და კონკრეტული თანამდებობის პირები ერთადერთი რამის გამო ვისჯებით - ვიცავთ მხოლოდ ჩვენი ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესებს
ჩვენ სასიცოცხლოდ ვართ დაინტერესებული, რომ რუსეთ-უკრაინის ომი მალე დასრულდეს. ჩვენი მოქალაქეები თავად დარწმუნდებიან, რომ როგორც კი ეს ომი დასრულდება, როგორ შეიცვლება დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ...
1746811099
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: არ გავხდით პროქსი ომის მონაწილე სახელმწიფო და ამას არასდროს გავაკეთებთ - „ქართული ოცნების“ პირობებში ვერავინ გამოიყენებს საქართველოს მარიონეტ ქვეყნად
არ გავხდით პროქსი ომის მონაწილე სახელმწიფო და ამას არასდროს გავაკეთებთ - „ქართული ოცნების“ პირობებში ვერავინ გამოიყენებს საქართველოს მარიონეტ ქვეყნად, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ფრა...
1746808898
მსოფლიოსიარტო: უნგრეთმა ორი უკრაინული დიპლომატი ჯაშუშობის ბრალდებით, ქვეყნიდან გააძევა
„უნგრეთმა ორი უკრაინული დიპლომატი ჯაშუშობის ბრალდებით, ქვეყნიდან გააძევა“, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიარტომ განაცხადა. როგორც სიარტომ აღნიშნა, ორი „ჯაშუში“, რომლებიც, სა...
1746807223
საზოგადოებამაჭავარიანი: ძალიან სამწუხაროა დიპლომატიური კორპუსის მხრიდან ასეთი მიდგომა - როდესაც უნდათ, რაღაცაში ერევიან, როდესაც არ აწყობთ, რომ ეს ხმამაღლა გააჟღერონ, მაშინ ამბობენ, რომ ჩვენ არაფერში არ ვერევითო
„ძალიან სამწუხაროა დიპლომატიური კორპუსის მხრიდან ასეთი მიდგომა, რომ როდესაც უნდათ, რაღაცაში ერევიან, როდესაც არ აწყობთ, რომ ეს ხმამაღლა გააჟღერონ, მაშინ ამბობენ, რომ ჩვენ არაფერში არ ვერევითო“, - ამის...
1746806350
საზოგადოებაირმა ხახუტაიშვილი: „ნიკორაში“ შევედი, 20 ახალგაზრდაა ჩემს წინ, ხელში აქვთ ევროპული ქვეყნების დროშები, უცებ სმ-ს მოდის ერთ-ერთის ტელეფონზე, მეორე ეუბნება, ხომ გითხარი შენც ჩაგერიცხებათქო, რამდენიაო - 200-იო პასუხობს - მოკლედ, რა ფულს ხარჯავს ევროპა
„ფეისბუკ“ მომხმარებელი ირმა ხახუტაიშვილი ერთ-ერთ სუპერმარკეტში მომხდარი ამბის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. როგორც ხახუტაიშვილი აღნიშნავს, სუპერმარკეტში სალაროსთან დგომისას, „სმს ხმა მოდის ჩემს წინ მდ...