ვახო სანაია: "ბოდიში იმ უდანაშაულო ბავშვებთან, რომლებიც გასახდელში აღმოჩნდნენ მშობლების რეგვენებოსა და თავხედობის გამო"
ჟურნალისტი ვახო სანაია:
"კალათბურთელთა გასახდელში შვილებთან ერთად ჩასული ,,ქართული ოცნების” ცეკას მდივნები თანამედროვე საქართველოს მოდელია.
რას უშვრებიან ეს გარეწრები თავიანთ შვილებს ან რას უკეთებენ სხვის შვილებს !
მერამდენედ აკეთებენ ეს არარაობები. მერამდენედ აჩვენებენ ამ ქვეყნის ბავშვებს, რომ თუ მამა ცეკას მდივანი არაა, ისე ვერც გასახდელში მოხვდებიან და საერთოდ, ვერაფერს მიაღწევენ. ხალხი უბრალოდ, მოურავებად სჭირდებათ.
ცეკას მდივნების შვილები უცხოეთში ივლიან სასწავლებლად და გასართობად, ყველა დანარჩენი ჩამორჩენილი რუსეთისთვის სჭირდებათ; ეს არარაობები ევროპასა და ამერიკას აგინებენ, შვილებს კი იქ გზავნიან უნივერსიტეტებში.
სტატუსს ქოცებისთვის ვწერ – თქვენს შვილებს ,,პრასვეტი” არასდროს ექნებათ. აი, თანამდებობის პირების შვილები თქვენს შვილებს რომ სცემენ კლუბებში და ვერაფერსაც ვერ გააწყობთ, მერე მიხვდებით, რასთან გაქვთ საქმე; მერე თქვენივე შვილი მოგთხოვთ პასუხს, რატომ უწყობდით ხელს ამ ნაძირალების ძალაუფლების განმტკიცებას; თქვენს შვილებსა და მათ შვილებს არასდროს ექნებათ სასტარტო პირობები; ისინი ისწავლიან, დაბრუნდებიან, აქ გამზადებულ სკამებსა და ბიზნესს დაახვედრებენ ირაკლი ღარიბაშვილისნაირი ცეკას მდივნები, თქვენი შვილები კი ისევ მათთან იმუშავებენ კოორდინატორებად; დააყენებენ საარჩევნო უბნებთან მზესუმზირით ხელში; სახელმწიფო კომპანიებში მიუგდებენ ფურცელზე გაფორმებულ რამე სამსახურს და საჭირო დროს ხმას მიაცემინებენ ბიძინასთვის. უბრავლესობა ამასაც ვერ მიიღებს. ისევ ლომბარდებთან ნახავთ თქვენს შვილებს. ყველა ის ადგილი დახურული იქნება მათთვის, სადაც ცეკას მდივნების შვილები ივლიან; ბევრიც საერთოდ გაგექცევათ საზღვარგარეთ სამუშაოდ, რადგან არ მოინდომებს ბერას მოსამსახურეობას.
აი, ეს არის რეალობა.
PS
ბოდიში იმ უდანაშაულო ბავშვებთან, რომლებიც გასახდელში აღმოჩნდნენ მშობლების რეგვენებოსა და თავხედობის გამო, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას", - წერს სანაია.
ასევე დაგაინტერესებთ:
* "ქრისტიანი, მაზიარებელი კაცი, თავის მოკვლაზე თავის ქვეყანაში არ უნდა ფიქრობდეს" – მეუფე იაკობი
1736947750
მსოფლიოReuters: ტრამპის მრჩევლები აღიარებენ, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმება უახლოეს თვეებში იქნება შესაძლებელი
აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მრჩევლები მიიჩნევენ, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმება უახლოეს თვეებში იქნება შესაძლებელი. ეს განსხვავდება ტრამპის წინასაარჩევნო განცხ...
1736946610
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 15 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8446 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8448 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...
1736943513
ახალი ამბებივარლამ ლიპარტელიანი: სამწუხაროდ, იქ არ ვიყავი, როცა ეს ამბავი მოხდა, თუ თავს დაგვესხმებოდა და ჭიქიან ხელს ჩაგვარტყამდა, ბუნებრივია, საკადრის პასუხს გავცემდი მეც, ისევე როგორც დიტომ გასცა
„თუ თავს დაგვესხმებოდა და ჭიქიან ხელს ჩაგვარტყამდა, ბუნებრივია, საკადრის პასუხს გავცემდი მეც, ისევე როგორც დიტომ გასცა საკადრისი პასუხი, თუმცა სამწუხაროდ, იქ არ ვიყავი როცა ეს ამბავი მოხდა. ამ დროს მე...
1736942251
ახალი ამბები„ამ დაპირისპირების ინიციატორი გახარია იყო და კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს“ - თამთა მეგრელიშვილი
„კადრში ნათლად ხედავთ, რომ გიორგი გახარიამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დიტო სამხარაძეს და მასთან მყოფ ადამიანებს და მათგან შესაბამისი პასუხი მიიღო, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი, გავ...
1736940214
ახალი ამბები„იმედი“ ავრცელებს მასალას, სადაც ჩანს, რომ ფიზიკური კონფლიქტი გიორგი გახარიას მიერ დიმიტრი სამხარაძისთვის ჭიქის სროლით იწყება - ფიზიკური დაპირისპირების ამსახველი ვიდეო
ვიდეო კადრები სასტუმრო შერატონის მისაღებიდან - ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა მასალა, სადაც ჩანს, რომ ფიზიკური კონფლიქტი იწყება გიორგი გახარიას მიერ დიმიტრი სამხარაძისთვის ჭიქის სროლით. ამ კადრის შემ...