ვატო შაქარიშვილი: ჩანაცვლებითი პროგრამების და ფსიქოტროპული მედიკამენტების კონტროლის სახელმწიფოს ხელში გადასვლა დიდი და პოზიტიური ნაბიჯია ნარკოტიკებთან ბრძოლის ურთულეს საქმეში

დღეს, ნარკომანიას განიხილავენ, როგორც ჰიბრიდული ომის სახეობას და არაერთი ქვეყანა ბრალს დებს სხვა სახელმწიფოებს ამ გზით მათ წინააღმდეგ ბრძოლაში. თუ ვნახავთ იმ უმძიმეს შედეგებს, რაც ნარკოტიკებს ქვეყნისთვის მოაქვს მრავალი მიმართულებით, დავრწმუნდებით, რომ ეს მართლაც შეიძლება იქცეს მტრის ხელში იარაღად კონკრეტული ქვეყნის და მისი ხალხის წინააღმდეგ, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ბოლო პერიოდში ვხედავთ კომპლექსურ ნაბიჯებს ხელისუფლების მხრიდან, რაც გამოიხატება კანონმდებლობის გამკაცრებით, დაკავებების მასშტაბური ღონისძიებებით, საინფორმაციო კამპანიებით. პრემიერ-მინისტრის ინიციატივა კი, შაქარიშვილის შეფასებით, უმნიშვნელოვანესია და ჩანაცვლებითი პროგრამების და ფსიქოტროპული მედიკამენტების კონტროლის სახელმწიფოს ხელში გადასვლა, დიდი და პოზიტიური ნაბიჯია ნარკოტიკებთან ბრძოლის ურთულეს საქმეში.

„ნარკოტიკები - ეს არ არის ახალი პრობლემა, ეს სენი თითქოს თან სდევს ჩვენი ქვეყნის ცხოვრებას უკანასკნელი 30 წელია, რამაც არაერთი თაობის წარმომადგენელი შეიწირა, წაართვა ჯანმრთელობა, მომავლის პერსპექტივა, აქცია კრიმინალად... მოჩვენებითი ყურადღების ცენტრში ყოველთვის იყო აღნიშნული საკითხი - იღებდნენ კინოებს, იდგმებოდა სპექტაკლები, იმართებოდა დისკუსიები, მაგრამ პრობლემის რეალური არსისთვის ცოტას თუ ჩაუხედავს ან გადაუდგამს ქმედითი ნაბიჯები მის აღმოსაფხვრელად. „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის პირობებში, ახალგაზრდა მომხმარებლებს ცხოვრებას ართმევდნენ, წლებით ციხეში უშვებდნენ და იქ რა ჯოჯოხეთის გავლა უწევდათ ყველამ ვიცით. ამ დროს, ნარკოტიკები იმათ შემოჰქონდათ და ისინი ასაღებდნენ, ვისაც კანონით ევალებოდა ამ ყველაფრის წინააღმდეგ ბრძოლა. სოდი, კუდი და სხვა ძალოვანი სტრუქტურები აკონტროლებდნენ, როგორც ტრანზიტს, ასევე ქვეყნის შიგნით დისტრიბუციას . თვითონ შემოჰქონდათ, თვითონ ყიდდნენ და შემდეგ თვითონვე იჭერდნენ მომხმარებლებს, რომლებსაც მკურნალობის ნაცვლად, ცხოვრებას უნგრევდნენ. სისხლიანი რეჟიმის დასრულების შემდეგ, ამ საშინელი, მჩაგვრელი პოლიტიკიდან გადავედით ე.წ. „ლიბერალურ ნარკოპოლიტიკაზე“, რაც ვფიქრობ არ იყო შემთხვევითი და ნებაყოფლობითი არჩევანი, ისევე როგორც სხვა ბევრი ნაბიჯი ქართული ოცნების ხელისუფლების პირველ წლებში. დღეს, ნარკომანიას განიხილავენ, როგორც ჰიბრიდული ომის სახეობას და არაერთი ქვეყანა ბრალს დებს სხვა სახელმწიფოებს ამ გზით მათ წინააღმდეგ ბრძოლაში. თუ ვნახავთ იმ უმძიმეს შედეგებს, რაც ნარკოტიკებს ქვეყნისთვის მოაქვს მრავალი მიმართულებით, დავრწმუნდებით, რომ ეს მართლაც შეიძლება იქცეს მტრის ხელში იარაღად კონკრეტული ქვეყნის და მისი ხალხის წინააღმდეგ. ძალიან მარტივია ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანების მართვა და რაც მეტი ასეთი ადამიანი იქნება, ცხადია მით უფრო მარტივია ასეთი ქვეყნის მოსახლეობაზე სასურველი ზეგავლენის მოხდენა. თანაც ამ ყველაფერს თან ახლავს სხვა გვერდითი ნეგატიური ეფექტი - დემოგრაფიაზე, სოციალურ მდგომარეობაზე, საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე და ა.შ. საერთო ჯამში, ის ასუსტებს საზოგადოებას და ასუსტებს ქვეყანას. საბედნიეროდ, ბოლო პერიოდში ვხედავთ კომპლექსურ ნაბიჯებს ხელისუფლების მხრიდან - კანონმდებლობის გამკაცრება რეალიზატორების მიმართ, დაკავებების მასშტაბური ღონისძიებები, საინფორმაციო კამპანიები. გუშინ კი, ამ მიმართულებით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინიციატივა წარმოადგინა პრემიერმა. ყველასათვის ცნობილია, რომ ე.წ. ჩანაცვლების პროგრამების კერძო კომპანიების ხელში არსებობა, ვერ უზრუნველყოფს დამოკიდებული ადამიანების გამოჯანმრთელებას, რაც აღნიშნული პროგრამების მიზანს უნდა წარმოადგენდეს, არამედ ფინანსური სარგებლის მიღების გამო, ხდება ადამიანების წლებით ჩატოვება პროგრამაში და ნარკოტიკებზე მათი მიჯაჭვულობის ხარისხის გაზრდა. ჩანაცვლებითი პროგრამების და ფსიქოტროპული მედიკამენტების კონტროლის სახელმწიფოს ხელში გადასვლა, დიდი და პოზიტიური ნაბიჯია ნარკოტიკებთან ბრძოლის ურთულეს საქმეში. ბრუნვა-გავრცელების მიმართულებით კანონმდებლობის გამკაცრებასთან და სხვა ღონისძიებებთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანების მკურნალობის და რეაბილიტაციის კომპონენტის ამუშავება.

ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერების ნაყოფია, რომ ხელისუფლებამ ნარკოტიკებთან შეურიგებელი ბრძოლა გამოაცხადა. საქართველოს არაერთი გამოწვევა უდგას წინ, ყველაფერს გავუმკლავდებით, ყველაფერს დავძლევთ, მაგრამ უპირველესად ჩვენი ახალგაზრდები უნდა დავიცვათ ნარკოტიკებისგან და გადავარჩინოთ ყველაზე ძვირფასი - ადამიანის სიცოცხლე!”, - წერს ვატო შაქარიშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1750966662

საზოგადოება

ალუდა ღუდუშაური: ბოკუჩავა საერთოდ არავის აინტერესებს. კომისიას ის არც მოუწვევია. ვინც დავიბარეთ, ისინიც შეშინდნენ. ქართველი ხალხის და სიმართლის შეეშინდათ

ასე გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური გადაცემაში „იმედი LIVE“ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თა...

ალუდა ღუდუშაური

1750958785

მსოფლიო

ორბანის განცხადებით, მან მიიღო მანდატი, რომ ევროკავშირში უკრაინის წინააღმდეგ კიდევ უფრო ხმამაღლა ისაუბროს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ე.წ. „რეფერენდუმის“ შედეგებმა მას უფლებამოსილება მისცა, ყველა პლატფორმაზე კიდევ უფრო ხმამაღ...

ორბანი

1750958666

მსოფლიო

ერდოღანის თქმით, ტრამპმა მას უთხრა, რომ თურქეთში უკრაინისა და რუსეთის ლიდერებს შორის პოტენციურ სამშვიდობო მოლაპარაკებებს დაესწრება, თუ პუტინიც დათანხმდება მონაწილეობას

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, დონალდ ტრამპმა მას უთხრა, რომ თურქეთში უკრაინისა და რუსეთის ლიდერებს შორის პოტენციურ სამშვიდობო მოლაპარაკებებს დაესწრება, თუ ვლადიმირ პუტინიც დათანხმდ...

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

1750956768

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია შრომითი მიგრაციის კანონპროექტზე: ეს კანონი მოემსახურება იმას, რომ მაქსიმალურად გავიაროთ ოქროს შუალედი, მაქსიმალურად დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის ინტერესები და უსაფრთხოება

ეს კანონი მოემსახურება იმას, რომ მაქსიმალურად გავიაროთ ოქროს შუალედი. პირველ რიგში მაქსიმალურად დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის ინტერესები და უსაფრთხოება, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის...

ირაკლი კირცხალია

1750954641

საზოგადოება

პროკურატურამ ძალადობისა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში, 25 ივნისს, შავთელის ქუჩაზე მომხდარი ძალადობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მძიმე ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს...

გენ პროკურატურა