გიორგი გამსახურდია დიპლომატთა რეორგანიზაციაზე: სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, „ოცნების“ ვერცერთმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ვერ შეძლო იმ რეფორმის გატარება, რასაც მაკა ბოჭორიშვილი ატარებს დღეს სამართლიანად

გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში ეხმიანება დიპლომატების ნაწილის განცხადებას, რომელთა თქმითაც რეორგანიზაციის პროცესში ცვლილებები მიმართულია 28 ნოემბრის განცხადებაზე ხელმომწერი დიპლომატების წინააღმდეგ და აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ვერცერთმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ვერ შეძლო იმ რეფორმის გატარება, რასაც მაკა ბოჭორიშვილი სამართლიანად ატარებს დღეს.
გამსახურდია ასევე აღნიშნავს, რომ ყველა საჯარო უწყების კარი უნდა იყოს დახურული უსამშობლო და შლეგი ადამიანებისთვის, რომლებიც ქვეყნის გარეთ და შიდა მავნებელი აქტორების დაკვეთით მოქმედებენ და ვერ გაურკვევიათ, რა არის მათი სამშობლო და რა არის საქართველოს ინტერესი.
„გამოდის, რომ ამ წვრილფეხა უსამშობლო აგენტების გარეშე, არ ჰქონია საქართველოს არანაირი სამომავლო პერსპექტივა, არც ევროატლანტიკური და საერთოდ არანაირი. არასდროს არ მქონია აი ამ საგარეოს კედლებში ჩაბუდებულ, ამ უსაქმურების და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენების მქონე კლასტერზე დიდი წარმოდგენა და უფრო მეტიც, საშუალებების ფარგლებში, ყოველთვის ვებრძოდი მათ. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, ოცნების ვერცერთმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ვერ შეძლო (უფრო მეტიც. ბევრმა ხელი დააფარა) იმ რეფორმის გატარება, რასაც მაკა ატარებს და სამართლიანად დღეს.
ყველა საჯარო უწყების კარი უნდა იყოს დარაზული ამისთანა უსამშობლო და შლეგი ადამიანებისთვის, რომლებსაც ვერ გაურკვევიათ, რა არის მათი სამშობლო და რა არის ჩვენი სახელმწიფო ინტერესი, ქვეყნის გარეთ და შიდა მავნებელი აქტორების დაკვეთით ვინც მოქმედებს და აზიანებს ჩვენ ქვეყანას.
P.S. მე მაინც არ ვიცოდე რა უსაქმურები და მავნებლები ხართ, თანაც ფაქტებით თქვე უსამშობლოებო მართლა!“, - წერს გამსახურდია.
1750966014
საზოგადოებავატო შაქარიშვილი: ჩანაცვლებითი პროგრამების და ფსიქოტროპული მედიკამენტების კონტროლის სახელმწიფოს ხელში გადასვლა დიდი და პოზიტიური ნაბიჯია ნარკოტიკებთან ბრძოლის ურთულეს საქმეში
დღეს, ნარკომანიას განიხილავენ, როგორც ჰიბრიდული ომის სახეობას და არაერთი ქვეყანა ბრალს დებს სხვა სახელმწიფოებს ამ გზით მათ წინააღმდეგ ბრძოლაში. თუ ვნახავთ იმ უმძიმეს შედეგებს, რაც ნარკოტიკებს ქვეყნისთ...
1750958785
მსოფლიოორბანის განცხადებით, მან მიიღო მანდატი, რომ ევროკავშირში უკრაინის წინააღმდეგ კიდევ უფრო ხმამაღლა ისაუბროს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ე.წ. „რეფერენდუმის“ შედეგებმა მას უფლებამოსილება მისცა, ყველა პლატფორმაზე კიდევ უფრო ხმამაღ...
1750958666
მსოფლიოერდოღანის თქმით, ტრამპმა მას უთხრა, რომ თურქეთში უკრაინისა და რუსეთის ლიდერებს შორის პოტენციურ სამშვიდობო მოლაპარაკებებს დაესწრება, თუ პუტინიც დათანხმდება მონაწილეობას
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, დონალდ ტრამპმა მას უთხრა, რომ თურქეთში უკრაინისა და რუსეთის ლიდერებს შორის პოტენციურ სამშვიდობო მოლაპარაკებებს დაესწრება, თუ ვლადიმირ პუტინიც დათანხმდ...
1750956768
საზოგადოებაირაკლი კირცხალია შრომითი მიგრაციის კანონპროექტზე: ეს კანონი მოემსახურება იმას, რომ მაქსიმალურად გავიაროთ ოქროს შუალედი, მაქსიმალურად დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის ინტერესები და უსაფრთხოება
ეს კანონი მოემსახურება იმას, რომ მაქსიმალურად გავიაროთ ოქროს შუალედი. პირველ რიგში მაქსიმალურად დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის ინტერესები და უსაფრთხოება, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის...
1750954641
საზოგადოებაპროკურატურამ ძალადობისა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ თბილისში, 25 ივნისს, შავთელის ქუჩაზე მომხდარი ძალადობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მძიმე ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს...