პარლამენტი: პრემიერ-მინისტრის მოხსენებით წარდგენისას პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს

საქართველოს პარლამენტი პრემიერ-მინისტრის მოხსენებასთან დაკავშირებით მიღებული უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
„მიმდინარე წლის 27 ივნისს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენებით წარდგება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 27 ივნისს, პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.
დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის: კომიტეტების და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.
შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს სამი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე.
აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
1750966014
საზოგადოებავატო შაქარიშვილი: ჩანაცვლებითი პროგრამების და ფსიქოტროპული მედიკამენტების კონტროლის სახელმწიფოს ხელში გადასვლა დიდი და პოზიტიური ნაბიჯია ნარკოტიკებთან ბრძოლის ურთულეს საქმეში
დღეს, ნარკომანიას განიხილავენ, როგორც ჰიბრიდული ომის სახეობას და არაერთი ქვეყანა ბრალს დებს სხვა სახელმწიფოებს ამ გზით მათ წინააღმდეგ ბრძოლაში. თუ ვნახავთ იმ უმძიმეს შედეგებს, რაც ნარკოტიკებს ქვეყნისთ...
1750958785
მსოფლიოორბანის განცხადებით, მან მიიღო მანდატი, რომ ევროკავშირში უკრაინის წინააღმდეგ კიდევ უფრო ხმამაღლა ისაუბროს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ე.წ. „რეფერენდუმის“ შედეგებმა მას უფლებამოსილება მისცა, ყველა პლატფორმაზე კიდევ უფრო ხმამაღ...
1750958666
მსოფლიოერდოღანის თქმით, ტრამპმა მას უთხრა, რომ თურქეთში უკრაინისა და რუსეთის ლიდერებს შორის პოტენციურ სამშვიდობო მოლაპარაკებებს დაესწრება, თუ პუტინიც დათანხმდება მონაწილეობას
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, დონალდ ტრამპმა მას უთხრა, რომ თურქეთში უკრაინისა და რუსეთის ლიდერებს შორის პოტენციურ სამშვიდობო მოლაპარაკებებს დაესწრება, თუ ვლადიმირ პუტინიც დათანხმდ...
1750956768
საზოგადოებაირაკლი კირცხალია შრომითი მიგრაციის კანონპროექტზე: ეს კანონი მოემსახურება იმას, რომ მაქსიმალურად გავიაროთ ოქროს შუალედი, მაქსიმალურად დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის ინტერესები და უსაფრთხოება
ეს კანონი მოემსახურება იმას, რომ მაქსიმალურად გავიაროთ ოქროს შუალედი. პირველ რიგში მაქსიმალურად დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის ინტერესები და უსაფრთხოება, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის...
1750954641
საზოგადოებაპროკურატურამ ძალადობისა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ თბილისში, 25 ივნისს, შავთელის ქუჩაზე მომხდარი ძალადობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მძიმე ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს...