"ვერ ვხვდები, რა ეპოქა დასრულდა მისი გარდაცვალებით? - ამდენი თანაგრძნობა მგონი უკრაინაში დაღუპული ბავშვების მიმართაც კი არ ყოფილა"

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"ეს დღეებია რაღაც ჩამორჩენილად და გაუნათლებლად ვგრძნობ თავს, რადგან სრულიად აცდენილი ვარ დედოფალ ელისაბედის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს.

ბევრის გულისწყრომას გამოვიწვევ, მაგრამ აბსოლუტურად ვერ ვხვდები, რა ეპოქა დასრულდა მისი გარდაცვალებით, რატომ უნდა ეთმობოდეს ამდენი პოსტი ქართულ სოციალურ მედიაში (არც მსოფლიოსი მესმის, მაგრამ ეგ ცალკე საკითხია).

გასაგებია, რომ პატივსაცემი ფიგურა იყო, მაგრამ რატომ უნდა იყოს ასეთი განსხვავებული ემოციები სხვა რომელიმე ქვეყნის პოლიტიკური ლიდერის გარდაცვალებისგან.

ან პრინცი ჩარლზი რატომ უნდა გვაინტერესებდეს ასეთი ინტენსივობით ან მისი შვილები და რძლები. 

ამდენი თანაგრძნობა მგონი უკრაინაში დაღუპული ბავშვების მიმართაც კი არ ყოფილა.  

გასაგებია, რომ ყველას თავისი ადგილი აქვს და შეიძლება არასწორი შედარებაა, მაგრამ ზუსტად მაგ ადგილებს როგორ უჩენს საზოგადოება მოვლენებს და ადამიანებს, ამის აღქმის სერიოზული პრობლემა მაქვს.

მოკლედ, რაღაცას სწორად ვერ ვიგებ:)))", - წერს ბუწაშვილი.

ცნობისთვის, გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ასევე დაგაინტერესებთ:

* "პანდემია დასრულდა" - ჯო ბაიდენი

* ლარი გაუფასურდა - ვალუტის კურსი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793466011

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი Fitch Ratings-ის რეიტინგზე: ჩვენი ეკონომიკა განაგრძობს სტაბილურ განვითარებას, ზრდას და ეს პროგრესი, რომელიც ორგანიზაციამ აღნიშნა, კიდევ ერთი ინდიკატორი იქნება საერთაშორისო ინვესტორებისთვის

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი საკრედიტო-სარეიტინგო კომპანია Fitch Ratings-ის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებას ეხმაურება. „გა...

ლევან მაჭავარიანი

1793463904

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი: ორმაგი სტანდარტი, რომელიც მიკიტა პოტურაევისგან მოდის, საქართველოს სასამართლო სისტემაზე თავდასხმას მოასწავებს, არავის აქვს უფლება, ჩვენი ქვეყნის სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩაერიოს

მიკიტა პოტურაევი არის მიხეილ სააკაშვილის გამორჩეული მეგობარი, სააკაშვილის მეგობარი რომ საქართველოს მეგობარი ვერ იქნება, ეს აშკარაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა გ...

 დავით მათიკაშვილი

1793459017

საზოგადოება

რევაზ სოხაძე: აბასთუმნის შემოვლითი გზა მომავალი წლის შემოდგომაზე გაიხსნება

აბასთუმნის 15.9-კილომეტრიანი შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს და მისი გახსნა 2027 წლის შემოდგომაზე იგეგმება. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხა...

აბასთუმნის შემოვლითი გზა

1793456801

საზოგადოება

რევაზ სოხაძე: სამცხე-ჯავახეთის საგზაო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად 200 მილიონი ლარის ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოვლენილია

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით გამოცხადებულ 200 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოვლენილია. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინ...

რევაზ სოხაძ

1793456429

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სარჩელზე: ეს პარტიები წარმოადგენენ ერთიან ძალას, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, რომლებიც იმართებიან ქვეყნის გარედან და ასრულებენ უცხოელი პატრონების დავალებას - იმედი გვაქვს, ჩვენი სარჩელი დაკმაყოფილდება

ეს პარტიები არიან არაკონსტიტუციურები, წარმოადგენენ ერთიან ძალას, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, რომლებიც იმართებიან ქვეყნის გარედან და ასრულებენ თავიანთი უცხოელი პატრონების დავალებას - განაცხადა ფრაქცია „ქ...

ლევან მაჭავარიანი