ვერაფრით ვიოკებ ცხოველურ სიძულვილს ყველა გაცხადებული და ფარული ანტივაქსერის, პროფესიონალი დეზინფორმატორებისა და ტლუსა და უბირის მიმართ - მარინე ჩიტაშვილი

ფსიქოლოგი მარინე ჩიტაშვილი, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს, რომ მას და მის ოჯახს, კორონავირუსი დაუდასტურდა. მისივე ინფორმაციით, ვაქცინის წყალობით, მისი და მამამისის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ჩიტაშვილი მკაცრად აკრიტიკებს ანტივაქსერებს.

„ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე და კიდევ უფრო ბევრჯერ ჩავირტყი ხელში რომ არაფერი არ დამეწერა, მაინც ვერ გაუძელი და ვწერ.

უკვე მეცხრე დღეა სახლში კოვიდი ბუდობს, პირველი პსრ მხოლოდ მამას დაუდასტურდა და სამი დღის შემდეგ, მეორეჯერ პსრ, მე. მამა საავადმყოფოშია, მე სახლში. ორივეს არა გვიშავს ვაქცინის წყალობით და კიდევ უფრო მეტად სანათესაო-სამეგობრო და  რელაური სოციალური ქსელის მეშვეობით.

მე ვარ ცუდად და თან ძალიან. ვერაფრით ვიოკებ ცხოველურ სიძულვილს ყველა გაცხადებული და ფარული ანტივაქსერის, პროფესიონალი დეზინფორმატორებისა და ტლუსა და უბირის მიმართ, რომლებიც უარს ამბობენ აცრაზე.  პირველად ვერ ვაკონტროლებ სიბრაზეს და ეს სიძულვილი მთრგუნავს.

ამიტომ, არავისთან არ ვაპირებ დებატებში შესვლას, აქ თუ რეალურ სივრცეში სადაც გადაგეყრებით უბრალოდ ზურგს გაქცევთ და გაგეცლებით. რამდენიც გინდა იმდენი მიძახეთ უზრდელი. ნება თქვენია!!!

პ.ს. იმედი მაქვს რეალურ მეგობრებში ცოტანი აღმოჩნდებით ასეთები“,-წერს, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე პროფესორი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵კაცი, ერთ დღეში კორონავირუსზე 10-ჯერ აიცრა

🔵თურქეთში "ომიკრონის" პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

🔵ქალიშვილი არ ხარო და პირველივე ღამეს ქმარმა სახლიდან გამოაგდო… მიცვალებული დედის თხოვნით საქორწინო კაბით დაკრძალეს... - პეტრე კოლხი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792162018

ახალი ამბები

ბექა ოდიშარია გიორგი ქარდავას: აიღეთ მაგალითი „ხალხის ძალისგან“ - შემოდით კონკრეტული ინიციატივით და ვიმსჯელოთ

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას კოლეგა ოპოზიციონერ დეპუტატ გიორგი ქარდავას მოუწოდა მაგალითი პარტია „ხალხის ძალი...

ბექა ოდიშარია

1792159555

ახალი ამბები

არასრულწლოვანი გერის მიმართ წამების და ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე არასრულწლოვანი გერის მიმართ წამების და ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნ...

პროკურატურაპროკურატურა

1792157386

ახალი ამბები

ნოდარ ბოკერია: ჩვენი კონსტიტუცია იცავს პარტიების თავისუფლებას, თუმცა მკაფიოდ ავლებს ზღვარს, რომლის გადაკვეთის შემთხვევაში სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს რეაგირება და პასუხი

თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობის წევრი ნოდარ ბოკერია პარტია „ლელოს“ წარმომადგენელთა განცხადებებს გამოეხმაურა და სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა ისინი. ნოდარ ბოკერიამ ოპოზიციის წა...

ნოდარ ბოკერია

1792156009

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 16 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5982 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5987 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რო...

ბიზნესი

1792154901

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: სერიოზულად არავინ აღიქვამს ევროკავშირს, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას ითხოვენ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით და არავინ სვამს ამ მაგიდასთან მაშინ, როდესაც ეკონომიკურად და მოსახლეობით მნიშვნელოვანი მოთამაშე უნდა იყოს

„სერიოზულად არავინ აღიქვამს ევროკავშირს. მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას ითხოვენ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით და არავინ სვამს ამ მაგიდასთან მაშინ, როდესაც ეკონომიკურად და მოსახლეობით მნიშვნელოვ...

შალვა პაპუაშვილი