ვიქტორ სანეევი ავსტრალიაში ორი ქართული სიმღერით „ზამთარია“ და „საქართველო ლამაზო“ გააცილეს უკანასკნელ გზაზე - გოგა ჩანადირი
ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი ოლიმპიური ჩემპიონის, ვიქტორ სანეევის დაკრძალვაზე წერს. ჩანადირის ინფორმაციით, სანეევი უკანასკნელ გზაზე, ორი ქართული სიმღერით „ზამთარია“ („ცისფერი ტრიოს“ შესრულებით) და „საქართველო ლამაზო“ გააცილეს.
"თბილისის დროით დილის 6 სთ-ზე საათზე სიდნეიში დაკრძალეს საქართველოს მე-20 საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი ვიქტორ სანეევი. ის უკანასკნელ გზაზე ორი ქართული სიმღერით „ზამთარიათი“ („ცისფერი ტრიოს“ შესრულებით) და „საქართველო ლამაზოთი“ გააცილეს.
ქართულ სპორტში სანეევის მე-20 საუკუნის ოლიმპიური მიღწევა უნიკალურია. ის სამმხტომში მეხიკოს (მე-19), მიუნხენის (მე-20), მონრეალის (21-ე) ოლიმპიადების ჩემპიონი გახდა. მოსკოვის 22-ე ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
მაღალი სპორტული მიღწევების გამო, ვიქტორმა სწორედ ამ ოლიმპიადაზე შემოიტანა ოლიმპიური ჩირაღდანი სტადიონზე.
სანეევი პირველი იყო, ვინც სამმხტომში საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა. უამრავი ოქროს მედალი მოიპოვა და არაერთი რეკორდი დაამყარა.
ის 1945 წელს სოხუმში დაიბადა. 77 წლის ასაკში კი სიდნეიში გარდაიცვალა, სადაც 1992 წლიდან ცხოვრობდა.
კარგი სპორტსმენი ხომ იყო და ასევე, კარგი ადამიანი იყო ვიქტორ სანეევი.
დიდი იმედი მაქვს, მის ნეშტს ოდესმე მაინც მშობლიურ საქართველოში გადმოასვენებენ",- წერს გოგა ჩანადირი.
ასევე საინტერესოა:
🔵იტალია: წითელი ზონის რისკის ქვეშ მყოფი რეგიონები
🔵სოფელ სურხახთან "კანონიერი ქურდის" ცხედრი იპოვეს - რა კავშირი ჰქონდა მას ტარიელ ონიანთან
1792152002
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: სად არიან ხაზარაძე, გახარია, ვაშაძე, საით უნდა გაქცევა სააკაშვილს? – უცხოეთში, არ დავუშვებთ, საქართველოში ტარდებოდეს უცხო ხელისუფლებების დღის წესრიგი
„რა განწყობა უნდა ჰქონდეს ხალხს, რომელიც საკუთარ ქვეყანას, საკუთარ კონსტიტუციას ღალატობს, იციან რა, რომ სასამართლოზე მათ წინაშე იქნება ყველა პოლიტიკური ბრალი წარდგენილი, რომელიც კონსტიტუციის დარღვევას...
1792151345
საზოგადოებაპრემიერი: იუნესკოს გენერალურ დირექტორთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოს და იუნესკოს მრავალწლიანი თანამშრომლობა, განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იუნესკოს გენერალურ დირექტორ ხალედ ელ-ენანისთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება. მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს და იუნესკ...
1792149727
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის წარმომადგენლობის დღევანდელმა განცხადებამ სახელმწიფოებრიობა გაგვიუქმა, გამოგვაცხადა პირველყოფილ თემურ წყობილებად, ალბათ ეგზარქოსსაც დაგვინიშნავენ
„მინდა, ყველამ სერიოზულად გავიაზროთ, რა გვითხრა დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობამ, რომ მას პირდაპირი ურთიერთობა სურს, ჰქონდეს ხალხთან და არა სახელმწიფოსთან“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თა...
1792148918
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ საზოგადოებას წარვუდგენთ დეტალურ ინფორმაციას განხილულ საკითხებთან დაკავშირებით
საკონსტიტუციო სარჩელის განხილვამდე, შაბათს 17 ოქტომბერს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა ჩაინიშნა ქართული ოცნების გორგასლის ოფისში. განსახილველი თემები ყველა აქტუალური საკითხი, მათ შორის ქვეყანაში და...
1792147365
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: საერთაშორისო ინსტიტუტი, რომელსაც იარაღად იყენებენ, უკვე აღარ არის ინსტიტუტი, ის ვიღაცის ინტერესების გამტარებელია
„წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი თავისთავად არ ირღვევა. ის მაშინ ირღვევა, როდესაც სუსტდება საერთაშორისო ინსტიტუტები, რომლებიც ჩვენს საერთო ღირებულებებსა და წესებს ეფუძნება“, - განაცხადა საქარ...


























