"ყოვლად წმინდა ღვთისმშობელი არის ყოველი ჩვენგანის ზეციური დედა, ის იხსნის ჩვენს სულებს სიკვდილისგან" - მეუფე შიო

ყოვლად წმინდა ღვთისმშობელი არის ყოველი ჩვენგანის ზეციური დედა, ჩვენი ნუგეშის მცემელი და შემწე ცხოვრებისეული ჯვრის ტვირთვაში, მაგრამ მხოლოდ ამით არ შემოიფარგლა მისი სიყვარული, ის იხსნის ჩვენს სულებს სიკვდილისგან, ამას გვასწავლის დღევანდელი დღესასწაული და წმინდა ეკლესია, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა და მრევლს მარიამობის დღესასწაული მიულოცა.

მან აღნიშნა, რომ დღეს განსაკუთრებული დღეა და როგორც არასდროს, ამ დღეს ვგრძნობთ ღვთისმშობლის სიახლოვესა და მის მფარველობას.

„ღვთისმშობელი ჩვენთან არის და ჩვენც, ქართველებს გვაქვს ეს განსაკუთრებული ნუგეში, რომ მან იწილხვედრა ჩვენი ქვეყანა და გამოავლინა განსაკუთრებული მფარველობა ჩვენი ერის მიმართ. ჩვენ გვაქვს ეს გამოცდილება, როცა მივმართავთ ყოვლად წმინდა ღვთისმშობელს ჩვენი განსაცდელების ჟამს, იგი ისმენს ჩვენს ლოცვებს, შეხვედრებს და გვეხმარება, გვეწევა.

ყოვლად წმინდა ღვთისმშობელი არის ყოველი ჩვენგანის ზეციური დედა და იგი არის ჩვენი მეოხე, მფარველი, ჩვენი ნუგეშის მცემელი და შემწე ჩვენი ცხოვრებისეული ჯვრის ტვირთვაში, მაგრამ მხოლოდ ამით არ შემოიფარგლა მისი სიყვარული, მეოხება და შუამდგომლობა. ის იხსნის ჩვენს სულებს სიკვდილისაგან.

ამას გვასწავლის დღევანდელი დღესასწაული და წმინდა ეკლესია. სიკვდილისგან იხსნის ღვთისმშობელი ჩვენს სულებს. ყველანი მოკვდავნი ვართ, ადრე თუ გვიან, ვიცით, რომ ყველანი გარდავიცვლებით, მაშინ რომელი სიკვდილის გამოხსნაზეა საუბარი.

სიკვდილი არსებობს სხვადასხვაგვარი.

ხორციელი, მარადიული სიკვდილი.

ჩვენ ყოვლად წმინდა ღვთისმშობელს შევთხოვთ, რომ გვიხსნას და გვიხსნის მარადიული სიკვდილისგან, გვაცხოვნებს ჩვენ. წმინდანებს ვევედრებით, ასე ვლოცულობთ. ევედრეთ ღმერთს. მხოლოდ ყოვლად წმინდა ღვთისმშობელს ვეუბნებით და ვევედრებით, გვაცხოვნე ჩვენ, იმიტომ, რომ მას აქვს ეს მადლი, ძალა და კადნიერება ღვთის წინაშე.

რას ნიშნავს გვაცხოვნე? როგორ გვაცხოვნებს, როდესაც ჩვენ მიცვალებულებისთვის ვლოცულობთ, რომ დაამკვიდრე ისინი, აცხონე ისინი. ცოტა ხნის წინ იყო ფერიცვალების დღესასწაული. იქ არის სიტყვები, არ მოგვიჩინე ჩვენ ცოდვილთან ნათელი შენი მიუაჩრდილებელი. ამ მიუაჩრდილებელ ნათელში შევყავართ ყოვლად წმინდა ღვთისმშობელს, სადაც ბრწყინავს ეს ნათელი, სადაც ბრწყინავს უფალი იესო ქრისტეს ნათელი. იქ ამ დიდებაში შევყავართ ყოვლად წმინდა ღვთისმშობელს.

ეს ნიშნავს, რომ იგი გვაცხოვნებს ჩვენ, ე.ი იგი ლოცულობს ჩვენთვის, მეოხია, რომ ამ ნათელში შეგვიყვანოს, რაც არის მარადიული ცხოვრება და უფალთან ერთად ყოფნა მარადიულ ცხოვრებაში, ამაზე არის დღესასწაული.

ამას გვასწავლის დღევანდელი საგალობელი, ლოცვები, ამისთვის ვევედრებით ღვთისმშობელს დღეს.

ვლოცულობთ ქვეყნისთვის, ერისთვის, სამშობლოსთვის, მისი გაერთიანებისთვის, რომ ყოვლად წმინდა ღვთისმშობელმა კალთა გადააფაროს ქვეყანას და გადაარჩინოს. რა თქმა უნდა, დღეს ვლოცულობთ სნეულთათვის“, – განაცხადა მეუფე შიომ.

28 აგვისტოს მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს - მარიამობას აღნიშნავს.

ამავე თემაზე: 

"ის ჩვენ გვასწავლის მოწიწებას ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის მიმართ", - მეუფე შიო პატრიარქზე

28 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია, ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს      

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1750705598

ახალი ამბები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში ცვლილებაზე იმსჯელა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაზე პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით იმსჯელა. კანონპროექტის ერთ-ე...

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი

1750704394

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: მიმდინარე კვირაში მესამე მოსმენით მივიღებთ კანონს, რომლის მიხედვითაც გამარტივდება საქართველოში არალეგალურად მყოფი პირების გაძევების პროცედურა

„მიმდინარე კვირაში მესამე მოსმენით მივიღებთ კანონს, რომლის მიხედვითაც გამარტივდება საქართველოში არალეგალურად მყოფი პირების გაძევების პროცედურა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმ...

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე

1750702763

ახალი ამბები

ეკა სეფაშვილი: ქართულ საზოგადოებაში ევროსკეპტიციზმის ზრდა უცხოელ რადიკალ პოლიტიკოსებს უკავშირდება, რომლებიც საქართველოში ხელისუფლების შესაცვლელად ყველა მეთოდს იყენებენ, რათა ქვეყანა ომში ჩართონ

„[უცხოელი პოლიტიკოსების, მათ შორის, პაველ ჰერჩინსკის მხრიდან რადიკალური განცხადებების] მიზანი, რა თქმა უნდა, ევროსკეპტიციზმის გაღვივება არ არის, თუმცა, იმდენად იტყუებიან, ისეთ ცრუ ინფორმაციებს ავრცელე...

ეკა სეფაშვილი

1750700378

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე ოპოზიციის ბრალდებაზე: კომისიაზე არ გამოცხადება ისჯება კანონით, არ გამოცხადდნენ და დაისაჯნენ, სად არის პოლიტიკა? და თავად თუ ვინმეს უნდა თავის შეფარება ციხისთვის იმიტომ, რომ მეტი არაფრის თავი არ აქვს

„დანაშაული ჩაიდინა ადამიანმა და მას სასჯელი მიესაჯა შესაბამისი სასჯელი, მარტივი ამბავია“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ...

მამუკა მდინარაძე

1750699217

ახალი ამბები

ირანმა კატარს დაარტყა - ადგილობრივი მედია

ირანმა კატარს დაარტყა. დედაქალაქ დოჰაში აფეთქებების ხმა ისმის. ინფორმაციას ადგილობრივი მედია გვატყობინებს. „როგორც ვაცხადებდით, ქვეყანაში, სადაც აშშ-ის უზარმაზარი საჰაერო ბაზაა განთავსებული, ირანული ს...

ირანმა კატარს დაარტყა - ადგილობრივი მედია