პარლამენტი დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2024 წლის ანგარიშს მოისმენს

დღეს პარლამენტი, პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2024 წლის ანგარიშს მოისმენს. კანონმდებლებს ანგარიშს უწყების ხელმძღვანელი, ანრი ოხანაშვილი წარუდგენს.

ანგარიში შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებს, სახელმწიფო უსაფრთხოებასა და კონტრდაზვერვით საქმიანობას, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, ასევე, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, სამართლებრივი ბაზის განვითარებას და სასამართლოებთან ურთიერთობას, პერსონალურ მონაცემთა დაცვას, საერთაშორისო თანამშრომლობასა და უწყებათაშორის კოორდინაციას, ასევე, მდგრადობასა და ინსტიტუციურ განვითარებას.

მმართველი გუნდი სუსის მიერ გაწეულ მუშაობას დადებითად აფასებს. ანგარიშის წარდგენის შემდეგ, კითხვა-პასუხის რეჟიმი გაიმართება.

„ანგარიშში წარმოდგენილია რეგიონში მიმდინარე პროცესები. იქნება გაკეთებული ანალიზი უსაფრთხოების თვალსაზრისით, იქნება საუბარი გამოწვევებზე. ჩვენ მანამდე არაერთი მოსმენა გვქონდა როგორც კომიტეტში, ასევე ნდობის ჯგუფის ფორმატში და ჩვენ რა თქმა უნდა ძალიან დადებითად ვაფასებთ მათ საქმიანობას. ეს არის ძალიან მაღალპროფესიული გუნდი, რომელიც უმაღლესი სტანდარტებით ასრულებს თავის მოვალეობას როგორც ქვეყნის შიგნით (ამ გადატრიალების მცდელობების თვალსაზრისით) ასევე ტერორიზმის კუთხით“, - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრე ტაბატაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1750745522

მსოფლიო

ირანის ნაკრებმა, შესაძლოა, მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ითამაშოს

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე გასვლის მიუხედავად, ირანის ნაკრებმა, შესაძლოა, ვერ შეძლოს ტურნირზე თამაში. გამოცემა Planet Football-ის ინფორმაციით, მომავალი ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი წელია დარჩენილი...

ირანის ნაკრები

1750744660

მსოფლიო

ტრამპი: ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ოფიციალურად ამოქმედდა. „ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა. გთხოვთ, ნუ დაარღვევთ მ...

ტრამპი

1750743138

მსოფლიო

Reuters: ირანის სასულიერო საბჭო აიათოლა ალი ხამენეის მემკვიდრის შერჩევის პროცესს აჩქარებს

ირანის სასულიერო საბჭო აიათოლა ალი ხამენეის მემკვიდრის შერჩევის პროცესს აჩქარებს. Reuters-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ განიხილება ორი კანდიდატი - ალი ხამენეის 56 წლის ვაჟი მოჯტაბა ხამ...

 აიათოლა ალი ხამენეი

1750741369

მსოფლიო

ირანული მედია: ირანმა ისრაელის წინააღმდეგ ცეცხლი ოფიციალურად შეწყვიტა

ირანმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ოფიციალურად აამოქმედა. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს. ცეცხლის შეწყვეტამდე ირანმა ისრაელს რაკეტებით შეუტია. მედიის თანახმად, რაკეტებით შეტევის სულ ოთხი ტალღა იყო....

ირანი-ისრაელი

1750741140

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე: ცილისმწამებელს მოუწევს იმის მტკიცება, რომ მიერ გაკეთებული განცხადება არის სიმართლე და არა ტყუილი

ცილისმწამებელს მოუწევს იმის მტკიცება, რომ მიერ გაკეთებული განცხადება არის სიმართლე და არა ტყუილი, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა. უმრ...

დავით მათიკაშვილი