ზაზა ფაჩულია: როცა საკუთარი ქვეყანა და ხალხი გაფასებს, ეს ყველაზე ძვირფასი ჯილდოა. ჩემთვის დიდი პატივია წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარდგენა

როცა საკუთარი ქვეყანა და ხალხი გაფასებს, ეს ყველაზე ძვირფასი ჯილდოა. ჩემთვის დიდი პატივია წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარდგენა - წერს სოციალურ ქსელში ყოფილი კალათბურთელი, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი და NBA-ს სამგზის გამარჯვებული ზაზა ფაჩულია.

სპორტსმენი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ მას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი გადაეცემა.

„მიღწევები და აღიარებები არის ის, რაც სპორტსმენებს ყველაზე დიდ ბედნიერებას გვანიჭებს, თუმცა როცა საკუთარი ქვეყანა და ხალხი გაფასებს, ეს ყველაზე ძვირფასი ჯილდოა. ჩემთვის დიდი პატივია წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარდგენა. ვფიქრობ, სპორტსმენები საკუთარ საქმეს ვაკეთებთ, იმას, რაც ყველაზე მეტად გვიყვარს და რაც ყველაზე კარგად გამოგვდის. ჩვენი საქმით წარმატების მიღწევა და თაობების ინსპირირება არის ყველაზე დიდი, რისი მიცემაც შეგვიძლია ქვეყნისთვის.

შემთხვევითი არ არის, ასეთი პატარა ქვეყნიდან ამდენი წარმატებული სპორტსმენი რომ გვყავს. ამიტომ, მინდა, განსაკუთრებით მოზარდებმა და სპორტსმენებმა დაიჯერონ, რომ ყველაფერი შესაძლებელია. ჩვენი როლიც ამაშია, რომ მათ შთაგონება მივცეთ და სწორი გზა ვაჩვენოთ.

2007 წელს, უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩს დავესწარი, რომელშიც მილანმა ლივერპული დაამარცხა. კახა კალაძემ იმ დღეს, ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ჯილდო მეორედ მოიგო და მახსოვს, როგორი ამაყი ვიყავი მაშინ, ჩემს მეგობრებთან ერთად. ეს მომენტი განსაკუთრებით კარგად დამამახსოვრდა, ამდენი გახარებული ქართველის ნახვამ, ამ სიამაყემ ჩემზეც დადებითად იმოქმედა. წლების შემდეგ, როცა არჩევანი სხვადასხვა კლუბებს შორის გოლდენ-სტეიტ უორიორსზე შევაჩერე, ამის ერთ-ერთი მთავარი ინსპორაცია სწორედ ის წარმატება იყო, რომელსაც კახამ მიაღწია. მეც მქონდა ნატვრა, რომ გამეხარებინა ჩემი ქვეყანა და ხალხი ისეთივე ამაყი ყოფილიყო, როგორიც მე ვიყავი ათენში, ფინალის შემდეგ. ეს სპორტის და წარმატების ძალაა.

მიხარია, რომ წლების შემდეგ, იტალიაში, საკუთარი თვალით ვნახე, რა გავლენა ჰქონდა ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლის ჩემპიონობაზე, როგორ იქცა ის ათასობით მოზარდისთვის მთავარი ინსპირაციის წყაროდ და როგორ შემოატრიალა გულშემატკივარი ფეხბურთისკენ. ვფიქრობ, რაც ხვიჩამ გააკეთა ეს წარუშლელ კვალს დატოვებს მოზარდებზე, სპორტის და ფეხბურთის გულშემატკივარზე.

სპორტი ახერხებს ჩვენს გაერთიანებას და მიღწეული წარმატებები ერთ მუშტად გვკრავს. მადლობა ყველა ქართველ სპორტსმენს, ვინც საკუთარი კარიერით, გადაწყვეტილებებით და მიღწევებით ასახელებს ჩვენს სამშობლოს და მილიონობით ადამიანს უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს.

კიდევ ერთხელ, მადლობა დაფასებისთვის და წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარდგენისთვის! წარმატებები ჩვენს ქვეყანას!“,- წერს ფაჩულია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1749147959

სპორტი

საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ფარერის კუნძულები დაამარცხა

საქართველოს ნაკრებმა ივნისის სანაკრებო შეკრებაზე პირველი შეხვედრა ფარერის კუნძულების ეროვნულ ნაკრებთან გამართა და მეტოქე 1:0 დაამარცხა. ფაქტები: საქართველოს ნაკრებისთვის ეს ფარერებთან გამართული მესამე...

საქართველოს ნაკრებ

1749146280

მსოფლიო

ილონ მასკი: ტრამპი ჩემს გარეშე არჩევნებს წააგებდა

ჩემ გარეშე ტრამპი წააგებდა არჩევნებს, - განაცხადა ილონ მასკმა. „ჩემ გარეშე ტრამპი წააგებდა არჩევნებს, „დემოკრატები“ გააკონტროლებდნენ წარმომადგენელთა პალატას, ხოლო „რესპუბლიკელები“ სენატში 51-49 იქნებო...

ილონ მასკი

1749145146

მსოფლიო

დონალდ ტრამპი - ძალიან იმედგაცრუებული ვარ ილონ მასკით

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ძალიან გაკვირვებული და იმედგაცრუებულია საბიუჯეტო კანონპროექტის შესახებ ილონ მასკის კომენტარებით. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გერმანიის კანცლერ...

ამერიკის ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი

1749142416

საზოგადოება

თენგიზ შარმანაშვილი აშშ-ის ელჩის პენსიაში გასვლაზე: მან არ დატოვა აქტიური ელჩის შთაბეჭდილება იმ თვალსაზრისით, რომ დიდი ნაბიჯები ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებაში არ გადაუდგამს

მან არ დატოვა აქტიური ელჩის შთაბეჭდილება იმ თვალსაზრისით, რომ დიდი ნაბიჯები ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებაში არ გადაუდგამს, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმ...

თენგიზ შარმანაშვილი

1749140800

საზოგადოება

დავით სონღულაშვილი: დღეს გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა, უნდა გვახსოვდეს, რომ გარემოს დაცვა ყველას საქმეა - სახელმწიფოს, ბიზნესის და თითოეული ჩვენი თანამოქალაქის

დღეს გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა. გარემოს დაცვა, ბუნების სიყვარულთან ერთად, ჩვენი ჯანმრთელობის, ეკონომიკის და მომავალი თაობების დაცვასაც გულისხმობს. ვცდილობთ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მწვანე ეკონომიკ...

დავით სონღულაშვილი: