"220-ე საჯარო სკოლას უკრაინული სექტორი დაამატეს, ვიფიქრე საინტერესო იქნებოდა და ვთხოვე ინტერვიუ დირექტორს, მითხრა განათლების სამინისტროს უნდა დავეკითხოო - ტეხავს აღარ ჰქვია ამას" - რას წერს "ფორმულას" ჟურნალისტი?

ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტი სალომე ჩადუნელი სოციალურ ქსელში წერს:

"დღეს სწავლა დაიწყო, 220-ე სკოლაში მოვედი, 220-ე საჯარო სკოლას უკრაინული სექტორი დაამატეს და ვიფიქრე, რომ ორმაგად საინტერესო იქნებოდა, ვთხოვე ინტერვიუ დირექტორს, მითხრა განათლების სამინისტროს უნდა დავეკითხოო (დირექტორმა უნდა ჰკითხოს უწყებას, აქვს თუ არა უფლება თავის სკოლაზე ისაუბროს, ეს ცალკე კოშმარი, მაგრამ კარგი))...

სანამ დირექტორი არკვევდა, გარეთ ინტერვიუზე დამთანხდა უკარგესი, ულამაზესი და პოზიტიური მასწავლებელი, შუა ინტერვიუს დროს შემოვარდა დირექტორი, რატომ ნებართვა არ აიღე, სამინისტრომ თქვა, კომენტარი არ გააკეთოთ, მხოლოდ კადრებიო))

უდიდეს უხერხულობაში ჩააგდო ეს ახალგაზრდა პედაგოგი, სხვას ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეთიკას და ავტონომიურობის, თავისუფლების განცდას ვგულისხმობ.

ცოტა ხანში, ქალბატონ რიმა ბერაძეს უმასპინძლა და იმასაც ჩაეწერა, ვისაც უთხრეს...

ტეხავს აღარ ჰქვია ამას, ყველაფერს ანადგურებთ, ყოფთ საზოგადოებას და პოლარიზაციას უწყობთ ხელს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალს არაფერს ვწერ, მაგრამ მაინც...

100%-ით დარწმუნებული ვარ, ჩემი იტრიის სკოლის არც ერთი მასწავლებელი ამას არ იკადრებდა.

ვულოცავ ჩემს დას, ბიძაშვილებს და ყველას, პედაგოგებს, ვისაც მხოლოდ სწავლის, შემეცნების და თავისუფლების სურვილი ამოძრავებს...",- წერს ჩადუნელი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, სწავლის დაწყების პირველ დღეს ყველა საჯარო სკოლაში საქართველოს ჰიმნი გაჟღერდება და დროშა აღიმართება. ახალ სასწავლო წელს სკოლები მნიშვნელოვანი სიახლეებით ხვდებიან.

ასევე დაგაინტერესებთ:

📍მთელი საქართველოს მასშტაბით სკოლებში საგანმანათლებლო პროცესი განახლდა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793538014

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე: ფაქტია, რომ ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს იმასთან დაკავშირებით, კანონის უზენაესობის ფარგლებში მიმდინარეობს ეს პროცესები თუ არა

„როდესაც ამ ტიპის მიდგომებს თესავენ სხვა სახელმწიფოებში, ადრე თუ გვიან საკუთარ ქვეყანაში მოიმკიან ხოლმე“, - განაცხადა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა პოლონეთის საკონსტიტუციო სას...

ლევან მახაშვილი

1793533138

მსოფლიო

ლონდონში აშშ-ის საელჩოსთან გამართული საპროტესტო აქციის დროს 130-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

 ლონდონის პოლიციის განცხადებით, დიდ ბრიტანეთში აკრძალული ორგანიზაციის, „პალესტინის მოქმედების“ მხარდასაჭერად საპროტესტო აქციაზე 139 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას  Associated Press-ი ავრცელებს. მედიას...

დაკავება

1793528397

ახალი ამბები

ცოტნე ანანიძე ბერა ივანიშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე: „ტვ პირველის“ დაუდასტურებელი ინფორმაციით, აეროპორტში მამამ შვილი გააცილა - შემდეგი სკანდალი ალბათ ის იქნება, რომ ოჯახის წევრებმა ერთმანეთს დაბადების დღე მიულოცეს

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, „ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად, ბერა ივანიშვილი საქართველოდან გაფრინდა, ხოლო, აეროპორტ...

ცოტნე ანანიძე

1793526713

ახალი ამბები

სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია

2026 წლის 31 ოქტომბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირ...

სუსისუსი

1793523531

მსოფლიო

ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. როგორც Report-ი იტყობინება, ადგილობრივი დროით 07:00 საათზე ქვეყნის მასშტაბით 12 ათასზე მეტი საარჩევნო უბანი გაიხსნა, სადაც 6.6 მილიონ ამომრჩეველ...

ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს