ახლა წარმოიდგინეთ, თქვენ როგორ მოგსპობენ, თუ ეს ტელევიზიები არ იარსებებს - ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს:

"წლებია, სუსი ყველა საძაგლობას კადრულობს ტელევიზიების წინააღმდეგ. ივანიშვილის დავალებით, ძალისხმევას არ იშურებს, გაანადგუროს თავისუფალი მედია. თანამდებობაზე ყოფნის დროს გოგაშვილი ამ სისტემის განუყოფელი ნაწილი იყო და ივანიშვილის დავალებებს ისიც ბეჯითად ასრულებდა.
ახლა შეკითხვა - სად ისმის გოგაშვილის ოჯახის ხმა ?
ისმის იმედზე ? არ ისმის და ვერც ვერასოდეს გაიგონებთ. მისმა ცოლმა პრესკონფერენციაზე პოსტივის მიკროფონი მოისროლა და იმედის მიკროფონს ეძებდა, რომ ნაგავში გადაეგდო.
ქართული ოცნების მხარდამჭერებო, იფიქრეთ ამაზე. ივანიშვილს გოგაშვილზე ბინძური მსახური ერთი-ორი თუ ჰყოლია, მაგრამ ახლა მის ოჯახს ხმის მიწვდენა დასჭირდა ხალხისთვის და წარსულში მისი ქმრისგან დევნილ მედიას მიაშურა სიტყვის სათქმელად.
რომ არა კრიტიკული ტელევიზიები, გოგაშვილის ოჯახის ხმას ვერავინ გაიგონებდა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ხმამაღლა ყვირის.
ახლა წარმოიდგინეთ, თქვენ როგორ მოგსპობენ, თუ ეს ტელევიზიები არ იარსებებს. გოგაშვილი მონაგონი იქნება. მეზობლებიც კი ვერ შეიტყობენ, რა გაგიკეთეს.
იფიქრეთ ამაზე. თუ არ მოგწონთ რომელიმე არხი, ეს არ ნიშნავს, რომ ხელისუფლებას ხელი შეუწყოთ მის განადგურებაში.
20 წელია, ამ პროფესიაში ვარ, ბევრი ჩემი კოლეგა - უფრო დიდი ხანია. იმდენი ჩინიანი და უჩინო, რომელიც ჩვენს მოსპობას ცდილობდა და ხელს უწყობდა ხმამაღლა ან დუმილით, გვინახავს ტელევიზიის კართან ატუზული, სიტყვა მათქმევინეთ, ვიღუპებიო, ვერც დავითვლით მათ რაოდენობას",-წერს, ვახო სანაია.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵ავიაკატასტროფა საბერძნეთში - მაშველები დაღუპულებს ეძებენ

🔵მძღოლის თქმით, მაგისტრალზე ორი საბურავის გარეშე კოვიდის გამო გადაადგილდებოდა

🔵მშობლებისგან გამოსასყიდის მიღების მიზნით, 29 წლის კაცმა საკუთარი გატაცება დადგა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1752782973

საზოგადოება

პაპუაშვილი მოლდოვასა და საქართველოზე: მე ვუყურებ ფაქტებს - რა მოსდის ქვეყნის ეკონომიკას, როდესაც ბრიუსელის რეკომენდაციებს უჯერებ და რა მოსდის ქვეყნის ეკონომიკას, როდესაც შენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს მიყვები

მე ვუყურებ ფაქტებს, საქართველო -მოლდოვა - რა მოსდის ქვეყნის ეკონომიკას, როდესაც უჯერებ ბრიუსელის რეკომენდაციებს და რა მოსდის ქვეყნის ეკონომიკას როდესაც შენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს მიყვები, - გან...

 შალვა პაპუაშვილ

1752782928

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: პირდაპირ გვაშინებენ, რომ ევროკავშირი არის ბუა - ვიზის აუცილებლობა თუ იქნება, რა თქმა უნდა, ის ჩვენ დაგვტანჯავს, გაგვაწვალებს, მოგვეპყრობიან არაადამიანურად

პირდაპირ გვაშინებენ, რომ ევროკავშირი არის ბუა - ვიზის აუცილებლობა თუ იქნება, რა თქმა უნდა, ის ჩვენ დაგვტანჯავს, გაგვაწვალებს, მოგვეპყრობიან არაადამიანურად, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომ...

შალვა პაპუაშვილი

1752782894

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ გვაქვს მწარე გამოცდილება 26 ოქტომბრის არჩევნების, რომელშიც ევროკავშირი სხვადასხვა გამოვლინებით, მისი წევრი ქვეყნებით, თუ სხვადასხვა ინსტიტუციით ჩაერია საქართველოს არჩევნებში, ეს არის ფაქტი

ჩვენ გვაქვს მწარე გამოცდილება 26 ოქტომბრის არჩევნების, რომელშიც ევროკავშირი სხვადასხვა გამოვლინებით, მისი წევრი ქვეყნებით, თუ სხვადასხვა ინსტიტუციით ჩაერია საქართველოს არჩევნებში, ეს არის ფაქტი, - გან...

შალვა პაპუაშვილშალვა პაპუაშვილ

1752782862

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წერილზე: ევროკავშირმა დაარღვია საერთაშორისო სამართალი და დაარღვია საქართველოსთან დადებული საერთაშორისო ხელშეკრულება, რაც სირცხვილია

ამ წერილიდან გავიგეთ ორი რამ: გავიგეთ რომ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტისთვის ვიზის აუცილებლობის შემოღება იყო 2010 წლის ხელშეკრულების დარღვევა ევროკავშირის მხრიდან და ფაქტია, რომ ევროკავშირმა...

შალვა პაპუაშვილი

1752782134

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: წარმოგიდგენიათ მაკა ბოჭორიშვილი რომ ჩავიდეს ესტონეთში და ოპოზიციის აქციაში მიიღოს მონაწილეობა?! იტყვიან, რომ ევროპული ღირებულებები ამას ეწინააღმდეგება. თვითონ რომ ამას აკეთებენ, ეს რატომაც ჩვეულებრივი მომენტია

წარმოგიდგენიათ მაკა ბოჭორიშვილი რომ ჩავიდეს ესტონეთში და იქაური ოპოზიციის აქციაში მიიღოს მონაწილეობა?! იტყვიან, რომ ევროპული ღირებულებები ამას ეწინააღმდეგება. თვითონ რომ ამას აკეთებენ, ეს რატომაც ჩვეუ...

შალვა პაპუაშვილ