ამბავი ინფლუენსერ ნატაზე, რომელსაც თუ არ წაიკითხავთ არაფერს დაკარგავთ და თუ წაიკითხავთ ერთ ნაცნობ ნატოს ყველა იპოვით 

ამბავი ინფლუენსერ ნატაზე (მხატვრული ღირებულებებისგან დაცლილი, მაგრამ ცხოვრებისეული, გამოგონილი ამბავი ანიკოსგან) რომელსაც თუ არ წაიკითხავთ არაფერს დაკარგავთ და თუ წაიკითხავთ ერთ ნაცნობ ნატოს ყველა იპოვით 

არც ისე შორეულ წარსულში, როცა მე ბავშვი ვიყავი, ხოლო ინფლუები ჯერ კიდევ ადნაკლასნიკით სარგებლობდნენ ერთი ნაცნობი გოგონა მყავდა - ნატო ოქროპირიძე. ნატო ჩემი ნიჭიერი ფიზიკის მასწავლებლის, ჩემსავთ უნიჭო, ერთადერთი ქალიშვილი იყო, 4 წლით იყო ჩემზე უფროსი, თან ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში სწავლობდა.მახსოვს, როცა ერთხელ მათთან სახლში, გაკვეთილზე მისულმა ოთახში დავიმარტოხელე და რაღაცაზე დახმარება ვთხოვე ,ჩემსავთ პირი დააღო და მაშინ მივხვდი, რომ არც მისგან და არც ჩემგან ფიზიკოსი არ დადგებოდა. რამდენიმე წელში, ცოტა რომ წამოვიზარდე, მეც გავაკეთე სანატრელი ადნაკლასნიკი ნანათხოვარი მაილ რუთი. სიხარულით დავიმეგობრე ყველა ჩემი ნაცნობი და მათ შორის არც ნატო პირველი იყო.  

გადიოდა დღეები, ნატო სულ ხუთიანებს მიწერდა, მიკომენტარებდა და მეც რა თქმა უნდა ბავშვური სიხარულით და აღტაცებით ვხვდებოდი ამ ამბავს, თავს დიდად და საჭიროდ ვთვლიდი. მეც ვუკომენტარებდი და ვუკომენტარებდი!რამდენიმე წელიწადში სკოლა დავამთავრე და საცხოვრელად ქალაქში წავედი, ამ დროს უკვე ნატო ჩემს ონლაინ თვალსაწიერში კარგა ხნის მიკარგული იყო, აღარც კი მახსოვდა, რომ არა ჩვენი უცაბედი შეხვედრა დიდუბის სადგურში. გამოველაპარაკეთ ერთმანეთს, მე ჰუმანიტარულის პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი, მას ბიზნეს ადმინისტრირება დაუმთავრებია და უკვე მუშაობდა რაომელიღაც სოლარიუმის ადმინისტრატორად. გამოიარეო მითხრა, კარგი აქცია გვაქვს - წუთი 75 თეთრიო. ვნახოთ მეთქი და ის იყო დაშლას ვაპირბდით, რომ ვკითხე, მეთქი ადნაკლასნიკი გააუქმეთქო. აუ, კიო,ფეისბუკზე და ინსტაგრამზე გადავედიო. მეთქი მე არ მაქვს ინსტაგრამი და დავიშალეთ.

2-3 წლის შემდეგ ინსტაგრამი და ფეისბუკი გავაკეთე, გამოვიწერე ჩემი ძველი კლასელები, თანაქალაქელები, კურსელები, თანამშრომლები და შევუდექი ახალ ონლაინ ცხოვრებას, ამ დროს მე სპარში მოლარედ ვმუშაობდი და ინტერნეტისთვის სულ არ მეცალა, ერთ საღამოს, სქროლვისას, ნატოს პროფაილი შემხვდა მაგრამ სხვა სახელი ეწერა და თან უცებ „რეტრიკით“ გადაღებულ ფოტოში ვერც ვიცანი. მოკლედ შევედი, დავათვალიერე, დავრწმუნდი რომ ის იყო, დავაგულე, დავაკომენტარე თითქმის ყველა ახალი ფოტო, გამიხარდა მისი ხილვა და გამოწერაც გავუგზავნე, თავიდან დავმეგობრდით, ის აღარ იყო ნატო ოქროპირიძე, ის უკვე იყო - Natagold, მაგრამ რა აზრი ჰქონდა სახელს, მთავარი ხომ ის იყო, რომ ის ჩემი ბავშვობის ნაცნობი და ონლაინის ერთ-ერთი პირველი მეგობარი იყო.  

გადიოდა წლები, მე სულ ვუკომენტარებდი, ის ხანდახან და იშვიათად. მე ყველა ფოტოს ვულაიქებდი, ის ზოგიერთს და შიგადაშიგ. მე დაბადების დღებს დიდი ტექსტით ვულოცავდი, ის ჩემს მოლოცვებში არ მახსენდება. მიდოდა ასე ჩვენი ცოვრება და გულიც არ მწყდებოდა. მას ფეისბუკზე უამრავი მეგობარი ჰყავდა, მე დაახლოებით 400 და თავს იმით ვიმხნევებდი, იქნებ სულ არ უგდებს ახლა იმას ჩემს სურათს თორემ განა რა დავუშავე ისეთი-თქო...

ერთ დღეს, ნატას დედის, ჩემი ფიზიკის მასწავლებლის დაბადების დღეზე, ნატამ ფეისბუკზე დედამისის ფოტო დიდი ტექსტით და მილოცვით დადო, რა თქმა უნდა არ დავაყოვნე და მივულოცე ასევე დიდი ტექსტით სიყვარულით და პატივისცემით. არც კი დამგულა! - ძალიან მეწყინა. სამი დღე ვუთვალთვალებდი იმ სურათს და სამი დღის მერე აღმოვაჩინე, რომ თითქმის 200 კომენტარიდან, დაახლოებით 15-20 ადამიანისთვის ჰქონდა პასუხი გაცემული და ისინიც სათითაოდ "დავსტალკე" სულ ინფლუები და "საჭირო" ხალხი და რადგან მე ვერც ინფლუ გავხდი და ვერც "საჭირო" აღარასდროს, აღარაფერი დამიკომენტარებია მისთვის! ორი თვის წინ ნატას ინსტაგრამი და ფეისბუკი გაუტეხეს, ახალი გააკეთა და "მეგობრობა მთხოვა"  გუშინ ჩემმა დაქალმა ბილტმორის რომელიღაც სართულზე რესტორანში ფოტო გადამიღო, სადაც სრულიად შემთხვევით მოვხვდი, ჩემი დაქალის „ქრაშის“ წყალობით, ჰოდა კარგი გამოვიდა ეს ფოტო და ფეისბუკზეც დავდე, უცებ ნატას დაგულება და კომენტარი მომდის, რომელიც თითქმის ორი წელია ჩემს თვალებს აღარ უხილავს - ,,რა კარგი ხარ"-ო მითხრა ნატამ! არაფერი აღარ მითქვამს მე! მერე მისი პროფაილი დავაშეარე და ზედ წავაწერე, "მეგობრებო, გამოვიწეროთ ნატას ახალი გვერდი, ძველი გაუტეხეს" - ესეც დამიგულა და დამიწერა დიდი მადლობაო, წითელი გულით. გამეღიმა და „ანფოლოუ“ (გამოწერის გაუქმება) გავუკეთე, რაღა უნდა მექნა.

ავტორი: ანიკო ჩიხლაძე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1750788102

მსოფლიო

ისრაელის გენერალური შტაბის მეთაური: ირანის წინააღმდეგ კამპანია არ დასრულებულა, ახალ ფაზაში შევდივართ

„ფენომენალური მიღწევის მიუხედავად, მყარად უნდა ვიდგეთ. წინ მრავალი გამოწვევა გველის. ფოკუსირებულნი უნდა დავრჩეთ - დასვენების დრო არ არის,“ - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვითი ძალების გენერალური შტაბის...

ისრაელის გენერალური შტაბის მეთაურ

1750785763

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: საფუძვლის გარეშე ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე მსჯელობა ფუჭია და ეს ხაზს უსვამს იმას, რომ მცდელობაა ქართველ ხალხზე ზეწოლის

„მცდელობაა, რომ ქართველი ხალხი დასაჯონ და მათ ნებაზე გავლენა მოახდინონ. ის, რომ საქართველოს საკითხი განსახილველად ივლისში გადავადდა, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ თვითმმართველობის არჩევნებამდე და...

არჩილ გორდულაძე

1750783846

ახალი ამბები

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მიხეილ მაღლაკელიძე დაინიშნა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრის 2025 წლის 24 ივნისის ბრძანებით მიხეილ მაღლაკელიძე დაინიშნა. უწყების ინფორმაციით, 2019 წლიდან დღემდე, მას...

მიხეილ მაღლაკელიძე

1750782903

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: ამ ქვეყანაში, კანონის წინაშე, ვერ იქნება ინდულგენცია ვერც პოლიტიკოსობა, ვერც ჟურნალისტობა და ვერცერთი სხვა თანამდებობა სხვადასხვა დარგიდან გამომდინარე

„როდესაც ჩვენი ე.წ. ოპოზიცია აღქმებზე და აღქმების თეორიაზე საუბრობს, ზოგადად, ღიმილის მომგვრელია“, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მო...

ირაკლი კირცხალია

1750780899

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალი მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალი მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა. მთავრობის მეთაურმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარ...

მარიამ ქვრივიშვილი