"არ ვიზიარებ საავადმყოფოში სააკაშვილის წამების ვერსიას. მტკიცებულების გარეშე მედპერსონალს სადისტის იარლიყი მიაკერო, დანაშაულია" - ნათია ფანჯიკიძე მიხეილ სააკაშვილზე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას ეხმაურება. მისი აზრით, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა პატიმრობაში მყოფი წინამორბედი უნდა შეიწყალოს:
“მიხეილ სააკაშვილი ძალიან მძიმე სანახავია და დიაგნოზი, პროგრესირებადი დემენცია თუ მართლა დასვა მოწვეულმა ექსპერტმა და როგორც ჩანს, დასვა, იმდენად მწვავე ნევროლოგიური პრობლემაა, ასეთი დიაგნოზით შეუძლებელიცაა პატიმრობა გრძელდებოდეს. არ მიყვარს ფამილარული მონიშვნა თანამდებობის პირების, ამ შემთხვევაში პრეზიდენტის. ისედაც დარწმუნებული ვარ, არსებობენ ფბ მიმომხილველები ირგვლივ და ხედავენ პოსტებს. ახალი წელი რომ სააკაშვილის შეწყალებით დაიწყოს, რას წავაგებთ? – არაფერს. რას მოვიგებთ? უამრავს და მათ შორის – ქვეყანაში ბევრად გაჯანსაღდება განწყობა, ბევრად შერბილდება პოლარიზება.
პ.ს. არ ვიზიარებ საავადმყოფოში სააკაშვილის წამების ვერსიას. მტკიცებულების გარეშე მედპერსონალს სადისტის იარლიყი მიაკერო, დანაშაულია. არ მინდა ერთი ადამიანის დანდობის თხოვნა სხვების მიმართ დაუნდობლობას ეფუძნებოდეს. ამგვარი რიტორიკისგან დამოუკიდებლად, ვუერთდები თხოვნას, საკმარისად ჩაითვალოს სასჯელი” – წერს ფანჯიკიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
1753809425
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე რიჩარდ რასის შეხვდა. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და სლოვაკეთს შორის მეგობრული ურთიერთობები. ყურადღება გ...
1753807851
ახალი ამბებილუკა კურტანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
ვეტერან მოჭიდავეს ლუკა კურტანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროკურატურამ ქალის და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო ყოფილ მეუღლეზე ძალადობის, ოჯახის წევრის ნივთის განზრა...
1753806770
საზოგადოებანიკოლოზ სამხარაძე: სლოვაკეთი რჩება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერად. ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობები მომავალშიც გაგრძელდება
სლოვაკეთი რჩება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერად, - განუცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ შვეიცარიაში ქართველ ჟურნალისტებს. მისი...
1753805201
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში, შესაძლებლობა მექნება კოლეგებთან შეხვედრის, კომუნიკაციის და ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე საკითხების განხილვის
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჟენევაში იმყოფება, სადაც პარლამენტების თავმჯდომარეთა მსოფლიო კონფერენციაში (IPU) მონაწილეობს. შალვა პაპუაშვილი კონფერენციის ფარგლებში გამართულ გენე...
1753805154
საზოგადოებაგურამ გურამიშვილი: საქართველოში მეზღვაურის პროფესიის პოპულარობას საზღვაო სექტორში მთავრობის მიერ გატარებულმა რეფორმებმა შეუწყო ხელი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა მონაწილეობა მიიღო საინფორმაციო შეხვედრაში, რომელიც ბათუმის საზღვაო აკადემიაში გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ განათლების...