"ბილეთი არასწორად ვიყიდე, ტესლას მანქანით ჩამიყვანეს სახლში. 43 კილომეტრის მანძილზე!" - ქართველი ემიგრანტის ამერიკული თავგადასავალი

აშშ-ში მცხოვრები  ქართველი ჟურნალისტი, ტატო ცეცხლაძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს:

დამღლელი დღის შემდეგ სეირნობით წავედი მატარებლის სადგურამდე. სადგურთან მოსულმა ნება-ნება მოვწიე სიგარეტი და ვუყურებდი როგორ ჩამოდგა მატარებელი. ჩემი რეისი 48 წუთში იყო და რატო უნდა მეჩქარა. მერე იქვე მდგომი ამერიკელი გამომელაპარაკა. ვიმუსაიფეთ და ნელნელა დავიძარი სადგურის ცენტრალური კარისკენ. იქვე მდგომ თანამშრომლებს მშვიდობიანი ღამე ვისურვე და სადგურის მეორე სართულზე ავედი.

ვცდილობ შლაგბაუმიან გასასვლელზე ბილეთი დავასკანერო, მაგრამ სისტემა არ იღებს ბილეთს.

დაცვა მოდის და მეუბნება ბილეთი მაჩვენეო. ვაჩვენებ და წარბი შეუშმუშნა.

სად მიდიხარო? მაიამიში-თქო. თქვენი ბილეთი მაიამიდან ფორტ ლადერდელშია ნაყიდი და ამ ბილეთით ფორტ ლადერდელიდან მაიამიში ვერ გაგიშვებთო.

მეთქი კაი ახალს ვიყიდი თქო. ღამის 1:25-ზე ბოლო მატარებელია, სადღაც 40 წუთი დარჩა და იმ მატარებლის ბილეთს ავიღებ-მეთქი. გაეცინა, ბოლო მატარებელი ის იყო, ქვოთ რო იდექით, სიგარეტს ეწეოდით და ხელს უქნევდითო.

სადგურიდან გამოსულს,  ნაცნობი შათლების (უფასო ელექტრონული მანქანების) მძღოლები დამხვდა.  რომელთა საქმეც არის სადგურზე ჩანოსული მგზავრი 8 კილომეტრის (5 მაილის) რადიუსში უფასოდ მიიყვანონ. ვუთხარი ასე დამემართა, ბილეთი არასწორად ვიყიდე თქო. ტაქსს გამოვიძახებ და წავალ-თქო.

იცით რა მოხდა ამის მერე? ტესლას მანქანით ჩამიყვანეს სახლში. 43 კილომეტრის მანძილზე!

მერე იტყვიან, ამერიკელებს სხვა ადამიანები ფეხზე კიდიათო ან ცუდი ხალხიაო.

God bless America! მიხარია ამ სოციუმის წევრი რო ვარ!

საქართველოს რკინიგზა ჩაგიყვანს ფოთიდან ბათუმში უფასოდ, იმიტო რო შენ ბილეთი არასწორი იყიდე?",-წერს, ტატო.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵26 დღის განმავლობაში არ გამომხმაურებია არცერთი მდიდარი ადამიანი და არცერთი სამშენებლო მაღაზია - დომენიკ მანგო ლაგოდეხში სოციალურად შეჭირვებულ ოჯახს, შემოწირულობებით სახლს უშენებს

🔵არ ენდოთ! 4 ღამე ვიყავი 3 შვილთან მეუღლესთან ერთად სადღათ ბუნკერში ჩაკეტილი, მაგათ იმედად სამსახური დავტოვე გადავწყვიტე მექსიკაში წასვლა - აშშ-ი მექსიკიდან გადასვლის მსურველის გამაფრთხილებელი წერილი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794392823

ახალი ამბები

დიმიტრი ხუნდაძე: ბიუჯეტი ბევრი სიკეთის შესაძლებლობას იძლევა, მაგრამ რამდენიმე ძირითადი აქცენტი მაინც გამოტოვებული გვაქვს - ესაა ტერიტორიული მთლიანობა და დემოგრაფიული კრიზისი

ვეტერანებისათვის შემწეობის გაზრდისა და დემოგრაფიული პრობლემის მოგვარებისათვის ცალკეული პროგრამების დაფინანსების ზრდის მნიშვნელობაზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ ლიდერ...

დიმიტრი ხუნდაძე

1794392253

საზოგადოება

საპატრიარქო: 15 ნოემბერს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში მესამე და შემდგომი ბავშვის საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთხუთმეტე ეტაპი ჩატარდება

ამა წლის 15 ნოემბერს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და შემდგომი ბავშვის საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთხუთმეტე ეტაპი ჩა...

შიო III-

1794391103

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილმა COP31-ის მსოფლიო ლიდერთა სამიტის ფარგლებში გამართულ დახვედრისა და მისალმების ოფიციალურ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა COP31-ის მსოფლიო ლიდერთა სამიტის ფარგლებში გამართულ დახვედრისა და მისალმების ოფიციალურ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია...

მიხეილ ყაველაშვილი

1794390379

ახალი ამბები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დუბლინში EPC-ის სამიტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, 11-12 ნოემბერს, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების(EPC) მე-9 სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც დუბლინში გაიმართება. 11 ნოემბერს, საქართველოს მთავრობის მ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი

1794389644

ახალი ამბები

2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება 3 მილიარდ ლარს აჭარბებს

2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 298 მილიონ ლარზე მეტით და 3 მილიარდ ლარს აჭარბებს. ამასთან აღსანიშნავია, რომ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურისა...

ლაშა ხუციშვილი