"ჩაბარების შემდეგ კი ისეთი გახარებული ვიყავი, რომ უკანა სავარძელზე პიჯაკი დამრჩა" - გოგა ჩანადირი

ქართველი ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში წერს, რომ მართვის მოწმობა აიღო

"ესეც მართვის მოწმობა!

წარმოუდგენელია, მაგრამ დღეიდან მართვის მოწმობის მფლობელი ვარ.

საოცარი ავტოსკოლა შემხვდა "ავტოსკოლა ზურასა" და თავად ზურა რაჯებაშვილის სახით.

თეორიაც და მექანიკაში პრაქტიკაც პირველივე ცდაზე ჩავაბარე.

ზურა მეუბნებოდა, გადი გამოცდაზე, მზად ხარო, მე ვეუბნებოდი, ჯერ ადრეა-მეთქი, მაგრამ ძველი წესებით გამოცდის ბოლო დღეს ბოლო გამსვლელად გავედი და აგერ, ჩავაბარე.

ჩემს მეგობარს, რომელსაც ბავშვობიდან მანქანის მართვის გამოცდილება აქვს და რომელმაც რუსთავში წამიყვანა, ახლაც კი არ სჯერა, რომ მძღოლი გავხდი, რადგან აქამდე მანქანის მართვის  გამოცდილება საერთოდ არ მქონდა.

პრაქტიკის გამოცდაზე პირადობის წაღება დამავიწყდა და რეგისტრაციაში აღებული, რაღაც ნომრით დამიშვეს.

ჩაბარების შემდეგ კი ისეთი გახარებული ვიყავი, რომ უკანა სავარძელზე პიჯაკი დამრჩა.

უნდა ვაღიარო, რომ მართლა ჩავუჯექი ჯერ თეორიას, სრულად გავიაზრე ყველა საგზაო ნიშანი და წესი.

არაფერი დავიზეპირე (გარდა ჯარიმებისა, ოღონდ ამ საკითხს გამოცდიდან საერთოდ ამოვიღებდი) და პრაქტიკაშიც მონდომებით ვივარჯიშე.

მექანიკა, სულაც შემიყვარდა.

ახლა რამდენიმე სიტყვა თავად გამოცდაზე:

თეორიაში 7 წუთიც კი არ დამჭირდა.

მინდოდა, უშეცდომოდ ჩამებარებინა, მაგრამ საკითხები იმდენად კარგად ვიცოდი, რომ ერთ-ერთი კითხვა უყურადღებოდ წავიკითხე.

კერძოდ, ეკრანზე ნაჩვენები იყო ალმებიანი თოკით ბუქსირების კადრი და მეკითხებოდნენ, შეიძლებოდა თუ არა მსგავსი მეთოდით გაუმართავსაჭიანი მანქანის ბუქსირება.

დავეთანხმე, რადგან გარეგნულად ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ პასუხი არასწორად შემიფასდა.

მერეღა მივხვდი, რომ გაუმართავსაჭიანი მანქანით ბუქსირება დასაშვებია მხოლოდ ხისტი გადაბმულბით (ორკაპიანი რკინით) ან წინა თვლების ან თავად მანქანის სრულად ძარაზე (ევაკუატორზე) დადებით.

საგამოცდო ეკრანი მგრძნობიარეა და პასუხს ერთხელ უნდა დააჭირო, მაშინაც კი, თუ ახალი ბილეთი არ ამოვიდა, თორემ თითის მეორედ დაჭერამ შეიძლება "გზაში გაჭედილი" მომდევნო საკითხზე პასუხის გაცემა დააფიქსიროს.

ყოველი ბილეთი იტვირთება და ხანდახან დრო სჭირდება. 

გამოცდა საჭოჭმანო საკითხის ისრით ბოლოში გადატანის საშუალებას იძლევა, რაც არ გამომიყენებია.

ყურადღება სჭირდება გრაფებსაც.

ვთქვათ სწორი პასუხია 3. ის შეიძლება N2-ში ეწეროს და ვინმემ, შეიძლება ეკრანზე მე-3 გრაფას დააჭიროს.

პრაქტიკის გამოცდას 3 საათი ველოდი.

ერთხანს ავღელდი კიდეც, რადგან ჩემამდე გასული 150 გამოსაცდელიდან 120 მაინც პირველივე დავალებაზე - მანქანის ფარეხში უკუსვლით შეყენების დროს ჩაიჭრა.

ჩემი ჯერი რომ დადგა, ერთი ღრმად ჩავისუნთქე და მანქანაში ჩავჯექი, რომელსაც ზურას ავტოსკოლიდან უკვე ვიცნობდი.

გაუღიმარი გამომცდელი შემხვდა, მაგრამ არ შევიმჩნიე.

"შკოდა" ზუსტად იმ პირველ ფარეხში შემაყენებინა, სადაც ჩემ თვალწინ უამრავი გამოსაცდელი ჩაიჭრა.

დავალება მაშინვე შევასრულე და გამომცდელს ვუთხარი, შემაქე, მეტი ძალა მომეცემა-მეთქი. მისაყვედურა, ეგ მეორედ აღარ თქვაო.

ფარეხის შემდეგ კიდევ უფრო დავმშვიდდი.

გამახსენდა სწავლის დროს გაზიარებული ყველა წვრილმანი, განსაკუთრებით მანქანის ჩაქრობის, დაგორებისა და გადაბმულობის სწორად გამოყენების საკითხები და მომდევნო დავალებებს შევუდექი.

ყველაფერი უშეცდომოდ გამომივიდა.

მხოლოდ აღმართზე სდექ ხაზთან ცოტა ადრე რომ გავაჩერე, 15 ქულით დავჯარიმდი. 39 ქულის ჩამოკლება კი ჩაჭრას ნიშნავს.

პარალელური პარკირების გაკეთების შემდეგ კომპიუტერმაც და გამომცდელმაც ჩემი გამოცდა წარმატებულად შეაფასეს და, აი, უკვე ოფიციალურად მართვის მოწმობიანი ვარ.

მიხარია, რომ ხსენებული შეცდომები მანქანის სწორად მართვასა და მანევრირებას არ ეხება. რაც ჩემთვის იმას ნიშნავს, რომ საიმედო მძღოლი ვარ.

ამასთანავე, მე ვიქნები მძღოლი, რომელიც არასდროს გადაასწრებს მანქანას მარჯვნიდან (თუ მარცხნივ არ უხვევს) და ასევე, არ გადავა მოხრეშილ გზაზე ან გვერდულაზე, რომ უკან ჩამოიტოვოს საცობებში მდგარი კეთილსინდისიერი მძღოლები.

ვიქნები მძღოლი, რომელიც გადასასვლელებზე ქვეითებს გაატარებს, რომელიც ხმამაღალი მუსიკით ღამით ქუჩებში არ ივლის, სველ გზებზე ფრთხილად გაივლის, რომ ქვეითები არ გაწუწოს,  მანქანიდან ნაგავს არ გადაყრის.

ასევე, გარდა საგზაო შემთხვევების არიდებისა, არ დაასაგნილებს, არ გალანძღავს მძღოლს მაშინაც კი, თუ მწვანე შუქზე წინა მძღოლი მანქანას დროულად არ დაძრავს და ვიქნები მძღოლი, რომელიც წყვეტილ ხაზებს ბორბლებს შორის არ ამოიდებს.

და კიდევ, ვიქნები მძღოლი, რომელიც საჭესთან არაფხიზელ მდგომარეობაში არასოდეს დაჯდება.

აქვე მადლობას ვუხდი თამაზ ბექაიას, რომელმაც ჯერ კიდევ 2020 წელს დამაძალა მართვის მოწმობის აღება და ასევე, მადლობა ზურა ბაბუციძეს, რომელმაც მაშინ პირველი გაკვეთილები ჩამიტარა და რომ არა კოვიდშეზღუდვები და პანდემია, უფრო ადრე გავიდოდი გამოცდაზე.

ზურას იუმორით შეზავებული გაკვეთილებს რა დამავიწყებს?

და კიდევ, ყველაფრის მიუხედავად, მე მაინც ელექტრომანქანაზე გადაჯდომის მომხრე ვარ და ჩემს მცდელობას მისკენ წარვმართავ", - წერს გოგა ჩანადირი.

ასევე დაგაინტერესებთ:

* იტალიაში შეძენილი 3 ცხენი წულუკიანმა საცხენოსნო სპორტის ფედერაციას გადასცა (ფოტორეპორტაჟი)

* ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს ევროინტეგრაციის გზის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადავედით, დარწმუნებული ვარ საქართველოს წარმატებაში, ქართველი ხალხის საბოლოო მიზნის მისაღწევად 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791283678

სპორტი

ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე მოქმედმა ჩემპიონმა, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ფინალის საგზური მოიპოვა. ტურნირის ნახევარფინალში ქართველმა ძიუდოისტმა გერმანელ სეია ბა...

ეთერ ლიპარტელიანი

1791282918

საზოგადოება

ზვიად შალამბერიძე: ძალიან ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ბურჭულაძის და სხვათა აღიარებებსაც მოვისმენთ

„ძალიან ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ბურჭულაძის და სხვათა აღიარებებსაც მოვისმენთ“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა ზვიად შალამბერიძემ მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძის მიერ დანაშაულის აღიარებისა დ...

ზვიად შალამბერიძე

1791281888

საზოგადოება

რატი იონათამიშვილი ოპოზიციის მიერ ზოდელავა-ბერიძის ბულინგზე: მათი ქცევით შიშვლდება ის ამაზრზენი სახე რაც განადგურებულ აგენტურულ ჯგუფებს აქვთ

„4 ოქტომბრის აქცია არ იყო მხოლოდ ძალადობრივი, ეს იყო აგენტურული ჯგუფების შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ“, - განაცხადა მმართველი გუნდის წევრმა რატი იონათამიშვილმა მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძის მ...

რატი იონათამიშვილი:

1791281702

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაზე, სადაც 180-მდე ქვეყანაა წარმოდგენილი, შესაძლებლობა მექნება, ვისაუბრო დემოკრატიული მმართველობის გამოწვევებზე

„საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად მონაწილეობას ვიღებთ საპარლამენტთაშორისო კავშირის 153-ე ასამბლეაზე, რომელიც ტანზანიაში იმართება. ეს ასამბლეა გამორჩეულია იმით, რომ ასამბლეის პრეზიდენტის არჩევა მოხდება...

შალვა პაპუაშვილი

1791281274

სპორტი

ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალშია

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე მოქმედმა ჩემპიონმა, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) მეორე გამარჯვება მოიპოვა და ტურნირის მეოთხედფინალში იჭიდავებს. 27 წლის ქართველმა ბრაზი...

ეთერ ლიპარტელიანი