შალვა პაპუაშვილი: საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაზე, სადაც 180-მდე ქვეყანაა წარმოდგენილი, შესაძლებლობა მექნება, ვისაუბრო დემოკრატიული მმართველობის გამოწვევებზე
„საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად მონაწილეობას ვიღებთ საპარლამენტთაშორისო კავშირის 153-ე ასამბლეაზე, რომელიც ტანზანიაში იმართება. ეს ასამბლეა გამორჩეულია იმით, რომ ასამბლეის პრეზიდენტის არჩევა მოხდება, რომელიც გასულ 2023 წელს ავირჩიეთ, თავად მოქმედი პრეზიდენტი ტანზანიის პარლამენტის თავმჯდომარეა, ეს ღონისძიება აქ ამიტომაც იმართება“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაზე 180-მდე ქვეყანაა წარმოდგენილი.
„შესაძლებლობა მექნება, რომ ასამბლეის ფარგლებში ვისაუბრო დემოკრატიული მმართველობის გამოწვევებზე. რა თქმა უნდა, ასევე ორმხრივი შეხვედრები იქნება ევროპის, აზიის, აფრიკის, ლათინური ამერიკის ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციასთან. ეს ასამბლეა 180-მდე ქვეყნის პარლამენტს აერთიანებს, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გაერთიანებაა, რომელსაც პოლიტიკური დატვირთვა აქვს და პარლამენტების გაერთიანებას წარმოადგენს. ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ასამბლეა იმისთვის, რომ არაღიარების პოლიტიკის აქტიური წარმოება მომხდარიყო. წელს ასამბლეაზე გაწევრიანდა ნაურუ. შესაძლებლობა გვექნება, რომ ნაურუს პარლამენტის თავმჯდომარესთანაც შევხვდეთ. იცით, რომ ცოტა ხნის წინ, ნაურუმ ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება გააუქმა და მასთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა. მას ამ ასამბლეის წევრობისთვის შესაბამისად გზა გაეხსნა და შესაძლებლობა გვექნება, რომ ორმხრივ ფორმატშიც ვისაუბროთ და გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გავმართოთ. გეოგრაფიულად შორს მყოფ ქვეყნებთან უკეთესია, რომ უშუალო კომუნიკაცია გვქონდეს. საქართველოს საელჩოებითაც ყველა ქვეყანას ვერ ფარავს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე განცხადებით, აღნიშნული კონფერენცია არის შესაძლებლობა, რომ ერთ ადგილას სხვადასხვა კონტინენტის პარლამენტის თავმჯდომარეებს შეხვდნენ.
„მათთან ურთიერთობა გვქონდეს და ამ მხრივ ის პრობლემატიკა გავავრცელოთ, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო სამართლებრივ არენაზე. თავისთავად, როდესაც გეოგრაფიულად შორს მყოფი ქვეყნებია, მათთვის შორიდან შეიძლება ასე მტკივნეულად არ ჩანდეს ის გამოწვევები, რომელიც საქართველოს აქვს, თუმცა სწორედ ორმხრივი შეხვედრები გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მათ აუხსნათ, რომ ეს გამოწვევები შეიძლება მათთვის გეოგრაფიულად შორს არის, მაგრამ ახლოს არის საერთაშორისო სამართლებრივი პრობლემატიკის თვალსაზრისით, რადგან თუ მსოფლიოს ერთ ადგილას დაირღვა საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპები, ის დარღვევა მეორე ადგილასაც და პრეცედენტებს აქვთ ხოლმე ძალიან ცუდი განვითარება. ამიტომ, ამგვარი ასამბლეები იმის საშუალებას გვაძლევს, რომ ჩვენს კოლეგებთან პირადი კომუნიკაცია გვქონდეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
1791278577
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: ევროკავშირის კვლევების შედეგების მიუხედავად, კოსები და კალასები მაინც იტყვიან, რომ სხვა ქვეყანას საქართველოზე უკეთესი შედეგები აქვს, რადგან ამ ქვეყნებში გარე მმართველობაა დამყარებული, ხოლო ჩვენს ქვეყანაში - არა
ორმაგი სტანდარტი და უსამართლო დამოკიდებულების მორიგი გამოვლინება საქართველოს მიმართ, - ასე აფასებენ თბილისში მარტა კოსის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ მოლდოვა შთამბეჭდავი ტემპებით მიიწევს წინ ევროკა...
1791276847
საზოგადოებაზურაბ აბაშიძე ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ჩრდილოეთ მაკედონიისა და ალბანეთის რესპუბლიკებში საქართველოს არარეზიდენტ ელჩად დაინიშნა
ზურაბ აბაშიძე ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ჩრდილოეთ მაკედონიისა და ალბანეთის რესპუბლიკებში საქართველოს პირველ არარეზიდენტ, საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო...
1791276586
ახალი ამბებიგომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში ცესკოს საინფორმაციო შეხვედრების ციკლი დასრულდა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში საინფორმაციო შეხვედრების ციკლი დაასრულა. ბანაკის მონაწილეებთან ბოლო საინფორმაციო შეხვედრა ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელი...
1791276155
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში ვიეტნამის ახლად დანიშნულ ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ვიეტნამის ახლადდანიშნულ ელჩთან (რეზიდენციით ქ. ასტანა) ნუენ თან ლესთან. შეხვედრაზე მხარ...
1791275782
საზოგადოებაშინაგან საქმეთა სამინისტრომ 34 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 553 კილოგრამი სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება გაანადგურა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებული 553 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება გაანადგურა. მათი საერთო ღირებ...



























