"ენმ საბოლოოდ მოკვდა, მელია ძველი მეგრული ქელეხის თამადა იყო, მკვდარი სუფრასთან ჰყავდა და უბერავდაააა"

პოლიტოლოგი ანდრო ბარნოვი სოციალურ ქსელში წერს:
"სიმართლეს თვალი გავუსწოროთ:
ენმ საბოლოოდ მოკვდა და ვერანაირი არჩევნები ვერ გააცოცხლებს.
"ვითომ სიცოცხლეს" სიკვდილი ჯობდა, გვირგვინს მაინც დავდებთ.
თან გვეცოდინება, რომ მზისქვეშეთში ადგილი განთავისუფლდა.
სავალალო ის არის, რომ აუცილებელი არ იყო, ასე მომხდარიყო.
ჭრილობაზე მარილი რომ არ ვაყარო, მკვლელებს არ ჩამოვთვლი, თუმცა ვისაც მელია მკვლელი ჰგონია, ცდება.
მელია ძველი მეგრული ქელეხის თამადა იყო, მკვდარი სუფრასთან ჰყავდა და უბერავდაააა... რა ენაღვლებოდა?
დოლ-გარმონი უკვე შეკვეთილი იყო, სუფრაც - გაშლილი.
უფრო სავალალო ისაა, რომ მკვდარი ენმ-ს ადგილზე ახალიც ვერაფერი ამოვა.
შეიძლებოდა, ამოსულიყო, თუმცა ეს პირადად მიშამ არ დაუშვა.
მან ვერ აღიქვა პარტიის დიდი ხნის წინ გარდაცვალების ფაქტი.
ვერ, ან - არ.
საბოლოოდ, საკუთარი პოლიტიკური კაპიტალიც მკვდარს გაანიავებინა და ვერ აღიქვა ეს მანამ, სანამ თავად ფიზიკურად არ დადგა დღევანდელი სავალალო რეალობის წინაშე.
ეს უდიდესი შეცდომაა, არც ვიცი, როგორ უნდა დაუშვას მიშასნაირმა გამოცდილმა პოლიტიკოსმა ასეთი კატასტროფა, მაგრამ ლაპარაკი გვიანია...
აღარც აზრი აქვს.
მკვდარი მკვდარია.
გარდაცვალების მიზეზის მიუხედავად.
ასეა თუ ისე, ადგილი ცარიელი არ დარჩება.
ცოცხალ-მკვდარი ენმ-ს საბოლოო სიკვდილი კი ქოცნების სიკვდილს მხოლოდ დააჩქარებს.
მთავარიც ესაა",- წერს ბარნოვი.
1750788102
მსოფლიოისრაელის გენერალური შტაბის მეთაური: ირანის წინააღმდეგ კამპანია არ დასრულებულა, ახალ ფაზაში შევდივართ
„ფენომენალური მიღწევის მიუხედავად, მყარად უნდა ვიდგეთ. წინ მრავალი გამოწვევა გველის. ფოკუსირებულნი უნდა დავრჩეთ - დასვენების დრო არ არის,“ - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვითი ძალების გენერალური შტაბის...
1750785763
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: საფუძვლის გარეშე ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე მსჯელობა ფუჭია და ეს ხაზს უსვამს იმას, რომ მცდელობაა ქართველ ხალხზე ზეწოლის
„მცდელობაა, რომ ქართველი ხალხი დასაჯონ და მათ ნებაზე გავლენა მოახდინონ. ის, რომ საქართველოს საკითხი განსახილველად ივლისში გადავადდა, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ თვითმმართველობის არჩევნებამდე და...
1750783846
ახალი ამბებიფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მიხეილ მაღლაკელიძე დაინიშნა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრის 2025 წლის 24 ივნისის ბრძანებით მიხეილ მაღლაკელიძე დაინიშნა. უწყების ინფორმაციით, 2019 წლიდან დღემდე, მას...
1750782903
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: ამ ქვეყანაში, კანონის წინაშე, ვერ იქნება ინდულგენცია ვერც პოლიტიკოსობა, ვერც ჟურნალისტობა და ვერცერთი სხვა თანამდებობა სხვადასხვა დარგიდან გამომდინარე
„როდესაც ჩვენი ე.წ. ოპოზიცია აღქმებზე და აღქმების თეორიაზე საუბრობს, ზოგადად, ღიმილის მომგვრელია“, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მო...
1750780899
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალი მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალი მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა. მთავრობის მეთაურმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარ...